• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! LENURA’S PROJECT კომპანია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან დღეს დღესასწაულად აქცევს

October 12, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბათუმში 8 წლის წინ ჩამოვიდნენ, თავდაპირველად არ იცოდნენ რა ეკეთებინათ, როგორ გამოემუშავებინათ არსებობისთვის საჭირო თანხა, თუმცა, ის ზუსტად იცოდნენ და სჯეროდათ, ერთობლივი და თავდაუზოგავი შრომით, აუცილებლად იპოვიდნენ საქმეს, რაც წარმატებას მოუტანდათ. ასე შეიქმნა კომპანია „Lenura’s project“, რომელიც დღეს ბათუმში საკმაოდ მაღალი პოპულარობით სარგებლობს და რომლის შესახებაც უფრო დაწვრილებით OK! ბათუმთან მისი დამფუძნებელი, ლენურა მელგაზიევა ისაუბრებს.

მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ…

ჩვენ ვართ ივენთ კომპანია „Lenura’s project“, საკუთარი დეკორის სტუდიით. ვაფორმებთ სხვადასხვა ფორმატისა და თემის დღესასწაულებს. ვაკეთებთ პატარა ( კულუარულ) ქორწილებს, ძალიან მაგარ დაბადების დღეებს, ელეგანტურ პრეზენტაციებს. ბათუმში ვმონაწილეობთ ათასობით ახალი მაღაზიისა და კომპანიის გახსნის ცერემონიალში და ბედნიერი ვარ, რომ ასე გვენდობიან ადამიანები.

როგორ გაჩნდა ივენთ-კომპანიის შექმნის იდეა, როგორ დაიწყო და განვითარდა ყველაფერი…

8 წლის წინ ჩამოვედი ბათუმში. მე ყირიმიდან ვარ, ჩემი მეუღლე ქართველია. ჩვენ ჩამოვედით ახალ ქალაქში (მე კი ახალ ქვეყანაში). ჩემმა მეუღლემ აღარ გააგრძელა სამხედრო კონტრაქტი, მე დავტოვე ჩემი საქმიანობა, ცხოვრება ყირიმში. ჩამოსვლისას დაახლოებით 5 000-6 000 დოლარი გვქონდა მხოლოდ, რომელიც ბათუმში ცხოვრების ექვსი თვის განმავლობაში თითქმის ამოგვეწურა. საკუთარ თავს ვეძებდით, ახლის ძიებაში ვიყავით, ბაზარს ვაკვირდებოდით და იმას, თუ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. მეუღლე სამხედროა, მე კი მოტოციკლის ტექნიკისა და ეკიპირების გაყიდვის გამოცდილება მქონდა. ბათუმში ახალი ბიზნესის დაწყებისთვის ვხვდებოდით, რომ ჩვენი გამოცდილება უსარგებლო იყო, და როცა ჩვენი საარსებო თანხა 1000 დოლარზე ჩამოვიდა, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ჰელიუმის ბუშტების დახლი, იმედს არ ვკარგავდით და გვჯეროდა, რომ რაღაც აუცილებლად გამოვიდოდა. 200 დოლარად ბუშტები ვიყიდეთ სხვა ქვეყანაში, რადგან მაშინ ბათუმში არ იშოვებოდა მაღალი ხარისხის თემატური ბუშტები. ვაკეთებდით ფიგურებს ბუშტებიდან (აეროდიზაინი – რაც ასევე ახალი იყო ბათუმისთვის), ცოტა მოგვიანებით ვიყიდეთ ჰელიუმის აირი და ნელი ნაბიჯებით, მაგრამ დაიწყო წარმატება. აღნიშნულიდან ექვსი თვის შემდეგ გავბედეთ პირველი დაბადების დღის ორგანიზება (შემკვეთები ყირგიზეთიდან იყვნენ), მოგვიანებით კი, პირველი ქორწილი ულამაზესი წყვილისთვის უკრაინიდან. მიმაჩნია, რომ ძალიან გაგვიმართლა ჩვენს პირველ მომხმარებელთან, დღემდე ვმეგობრობთ და ვთვლით, რომ მათ თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი კომპანიის წარმატებული სტარტის აღებაში. ჩვენ უკვე გვაქვს 90 კვ. მეტრამდე სავსე რეკვიზიტი, გვაქვს სახელი და რეპუტაცია, თუმცა დღემდე მაინც არ მჯერა, რომ ეს საქმიანიბა 200$-ით დავიწყეთ.

რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს, რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი თქვენზე?

ვმუშაობთ ინდივიდუალურად. დღემდე არანაირი პაკეტი არ გაგვაჩნია, რადგან, თითოეულ მომხმარებელს სჭირდება გარკვეული მომსახურების ნაკრები, ჩვენ ამისთვის მთელი სულითა და გულით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, სტანდარტული ნამუშევრები ბევრია, მაგრამ თუ მომხმარებელს სურს, სპეციალურად მისთვის ექსკლუზიურადაც ვქმნით.

 

 

დაგეგმო ადამიანისთვის მნიშვნელოვანი დღე, უდიდესი პასუხისმგებლობაა, როგორია სირთულეების დაძლევის თქვენეული ფორმულა?

ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ აქტიური ღონისძიებების დროს, ჩვენ არასოდეს გადაგვაქვს ყურადღება სხვა ღონისძიების დაგეგმვაზე, ანუ, თავიდან ბოლომდე ორიენტირებულები ვართ ხარისხზე და კომფორტზე. ამ ყველაფრის დასტური მადლიერი მომხმარებელია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენს ივენთ კომპანიას მრავლად ჰყავს. წარმატების კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს ყველა ჩვენს კოლეგასთან, მომხმარებლებთან.

როცა თქვენ მიერ გაწეულ შრომას აფასებენ, როცა ადამიანების თვალებში და სახეზე სიხარულს ხედავთ, როგორი განცდაა…

ასეთ დროს თვითკმაყოფილების განცდა მეუფლება, ბედნიერები ვართ მათთან ერთად.

ამა თუ იმ ღონისძიების დაგეგმვის დროს დიდი ყურადღება ექცევა ფერთა შეხამებას, ძირითადად, რომელი ფერები სჭარბობს თქვენს ნამუშევრებში…

ძირითადად, ფერებს ირჩევს მომხმარებელი, თუმცა ფერთა შეხამებაში, რა თქმა უნდა, ვეხმარებით. კომპოზიციების აწყობის დროს ისეთ ფერებს ნაკლებად ვიყენებთ, რომელიც არ ჯდება დიზაინში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ის, რაც სურს მომხმარებელს, რადგან, ეს მისი დღეა, ის დირიჟორია – ჩვენ კი ორკესტრი.

მსურს…

მოვახერხოთ და ზაფხულში დასასვენებლად წავიდეთ სადმე.

დღე და შეგრძნებები, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

ჩვენი შვილების დაბადების დღეები!

როგორია თქვენი ივენთკომპანიის სამომავლო გეგმები…

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გული დაგვწყვიტა. პირველ რიგში, ჩემი დიდი სურვილია უკრაინის გამარჯვება, რომლის შემდეგაც შევძლებთ გეგმებზე ვისაუბროთ.

 

 

ტექსტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტეილორ სვიფტი MTV EMA-ის დაჯილდოებაზე “დევიდ კომას” კაბებით გამოჩნდა

#OK! ტეილორ სვიფტი MTV EMA-ის დაჯილდოებაზე “დევიდ კომას” კაბებით გამოჩნდა

November 14, 2022
#OK! „მედფემი“ – არსებობის ერთი წელი და მრავალი წარმატება

#OK! „მედფემი“ – არსებობის ერთი წელი და მრავალი წარმატება

October 14, 2024
#OK! თბილისში ესპანური ავეჯის და განათების მაღაზია გაიხსნა

#OK! თბილისში ესპანური ავეჯის და განათების მაღაზია გაიხსნა

April 6, 2022
#OK! ლეონარდო დიკაპრიოს ახალი შეყვარებული 21 წლის მოდელი როზი რედმონდია

#OK! ლეონარდო დიკაპრიოს ახალი შეყვარებული 21 წლის მოდელი როზი რედმონდია

February 27, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ქალების როლი თანამედროვე დეველოპმენტში – FK Development – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! ქალების როლი თანამედროვე დეველოპმენტში – FK Development – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

March 8, 2026
#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი  მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

March 9, 2026
#OK! DAY ‘N NIGHT – მუსიკა, ენერგია, გამოცდილება

#OK! DAY ‘N NIGHT – მუსიკა, ენერგია, გამოცდილება

March 9, 2026
#OK! დონალდ ტრამპის სამი ქორწინება და მდიდრული ცერემონიები

#OK! დონალდ ტრამპის სამი ქორწინება და მდიდრული ცერემონიები

March 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები