• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ვერიკო აბრალავა თავისი პროფესიის შესახებ

March 25, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

OK! პირადად შეხვდა ახალგაზრდა ქართველ დერმატოლოგ ვერიკო აბრალავას, რომელმაც ინტერვიუში მრავალი რეკომენდაციისა და იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ ისაუბრა, რომლის ცოდნაც თითოეული ჩვენგანისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ვერიკოს თქმით, მისი მიზანი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ცოდნის გაღრმავება, მუდმივი ზრდა, კვლევა და განვითარება დერმატოლოგიის მიმართულებით.

გვიამბეთ თქვენ შესახებ.

წარმოშობით ვარ ზუგდიდიდან. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობდი მედიცინის ფაკულტეტზე. ექიმობა ავირჩიე, რადგან ყოველთვის მინდოდა, მქონოდა ისეთი პროფესია, რომლის საშუალებითაც ადამიანების დახმარებას შევძლებდი. მიმაჩნია, რომ ეს არის პროფესია, რომელიც მოითხოვს ადამიანების სიყვარულს, შესაბამისად, თუ ეს არ შეგიძლია, ძალიან გაგიჭირდება ექიმობაც. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს დერმატოლოგობას, ამ არჩევანის გაკეთებაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუღლეს, რომელიც აგრეთვე დერმატოლოგია. საკუთარი პროფესიის დაუფლებას ძალიან დიდი დრო და ენერგია დავუთმე, რადგან ყოველივე ამას ვუთავსებდი ჩემს ოჯახურ ცხოვრებას.

გაგვაცანით თქვენი საქმიანობა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ვარ დერმატოლოგი. ვმუშაობ კლინიკა „ენმედიცის“ ვაკის ფილიალსა და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დერმატოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია, რადგან პაციენტს პრობლემა ვიზუალურად აღენიშნება, რის გამო კანის დაავადებები ძალიან ცუდად მოქმედებს მათსავე ფსიქოლოგიურ და სულიერ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს კანის დაავადებასთან ერთად ხშირად აღენიშნებათ სტრესი და დეპრესია. ამის ნათელი მაგალითი გახლავთ მაიკლ ჯექსონი, რომელიც კანის დაავადებით, კერძოდ კი ვიტილიგოთი იყო დაავადებული, რისი კომპლექსიც მუდმივად თან სდევდა. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ეგუებიან მსგავსი ტიპის პრობლემას და მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობენ ისე, როგორც ცნობილი მოდელი − ვინი ჰარლოუ მოიქცა. მან ვიტილიგოს დაავადება სამოდელო საქმიანობაში თავის ძლიერ მხარედ და უპირატესობად გარდაქმნა.

 

რა არის თქვენი ძირითადი პრინციპი მუშაობისას?

უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრინციპი თავდაუზოგავი შრომაა. უმთავრესია აგრეთვე პაციენტისთვის მოსმენა და იმ მაქსიმალური დროის დათმობა, რომელსაც ესა თუ ის პროცედურა მოითხოვს, რადგან, როდესაც შეძლებ საკუთარი თავის პაციენტის ადგილას დაყენებას, მეტად მიიტან გულთან მის პრობლემას და შედეგიც უფრო პროდუქტიული იქნება. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ასევე მუდმივი სწავლა და სიახლეებისთვის ფეხის აწყობაა, რადგან მეცნიერება ძალიან სწრაფად ვითარდება და თუ მცირედი მაინც გამოგრჩა, ვეღარ იქნები შენი საქმის პროფესიონალი. აქედან გამომდინარე, ძალიან ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ გამართულ კონფერენციებზე. როგორც რეზიდენტი, რამდენიმეჯერ ვიყავი გაცვლითი პროგრამით დერმატო-ქირურგიის შესასწავლად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმისა, რომ ჩემი პროფესია უფრო განვითარდეს და ის, რაც დღეს ყველასთვის უცნობია, გარკვეული დროის შემდეგ ნათელი გახდეს.

გვესაუბრეთ პროცედურების შესახებ.

ერთ-ერთი პროცედურა, რომელსაც ვატარებ, არის კანის დათვალიერება უახლესი მეთოდით. კლინიკაში გვაქვს დერმატოსკოპი, რომელიც კანის საკმაოდ ღრმა შრეებში აღწევს და კარგად აჩვენებს მასზე არსებულ ისეთ წარმონაქმნებს, როგორებიცაა ხალები, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ დერმატოსკოპით დათვალიერება კანის სიმსივნის პრევენციის საუკეთესო გზაა. შემდგომ პროცედურებში შედის კანიდან არსებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნების − პაპილომების, მეჭეჭების და ა.შ.  მოცილება და კანის დაავადებების კვლევა ბიოფსიური მეთოდით.

გვესაუბრეთ თქვენი ვებგვერდის შესახებ.

Covid-19-ის გავრცელების შემდეგ შეიქმნა ძალიან ბევრი ვებგვერდი ონლაინსივრცეში, სადაც ადგილი ჰქონდა არასწორი ინფორმაციისა და რჩევების გაცვლას. აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ შეგვექმნა „დერმატოლოგის გვერდი“ Facebook-ზე, სადაც პატარა სტატიებისა და Live video-ების მეშვეობით მივაწვდიდით ადამიანებს სწორ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს კანის კონკრეტული დაავადებების შესახებ. მინდა, ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი სწორი ინფორმაცია დერმატოლოგიის შესახებ. ყოველი ის ინფორმაცია, რომელსაც მკითხველებსა და მსმენელებს ვუზიარებთ, არის უცხოური წიგნებიდან და იმ გაიდლაინებიდან, რომლებსაც ყოველდღიურად, ევროპის იმ დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციისგან ვიღებ, რომლის წევრიც ვარ. აგრეთვე ხშირად ვთავაზობთ უფასო ონლაინკონსულტაციებს მათ, ვინც საზღვარგარეთ ან ქალაქგარეთ ცხოვრობს და ვერ ახერხებს დერმატოლოგთან ვიზიტს.

სამომავლო გეგმები.

ჩემი სამომავლო გეგმაა, სამსახურთან ერთად კვლავაც განვაგრძო ჩემი პროფესიის, კერძოდ − ქირურგიის მიმართულების შესწავლა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, წლების შემდეგ ვიყო ყველასათვის ცნობილი ექიმი და საკუთარი წვლილი შევიტანო ახალბედა დერმატოლოგთა კარიერულ ზრდაში.

რას ურჩევდით თქვენს პაციენტებსა და ჩვენს მკითხველს?

ნებისმიერი დაავადება სტრესით მწვავდება და უფრო რთული სამკურნალო ხდება. შესაბამისად, მათ ვურჩევდი, იყვნენ მშვიდად, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მოერიდონ მზეს, გამოიყენონ მისგან დამცავი საშუალებები, რადგან სულიერი მდგომარეობა და კანის დაცვა მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან პირდაპირ უკავშირდება ჯანმრთელობას. თუ გვსურს, გვქონდეს ლამაზი კანი, უპირველეს ყოვლისა, მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ, ხოლო შემდეგ თავის მოვლა ცხოვრების წესად გავიხადოთ.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები
Health & Beauty

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

December 10, 2025
OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში
Health & Beauty

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

December 3, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Victoria’s Secret-ის პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მოდელი – ემირა დისპეინი

#OK! Victoria’s Secret-ის პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მოდელი – ემირა დისპეინი

February 4, 2022
#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 5, 2021
#OK! რა კავშირშია კვებითი ქცევის დარღვევები ემოციასთან

#OK! რა კავშირშია კვებითი ქცევის დარღვევები ემოციასთან

July 4, 2022
#OK! საზარელი სურათი ლიამ პეინის გარდაცვალების ადგილიდან

#OK! საზარელი სურათი ლიამ პეინის გარდაცვალების ადგილიდან

October 18, 2024

კვირის ჰიტები

#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

December 15, 2025
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
#OK! საახალწლო რიტუალი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის

#OK! საახალწლო რიტუალი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის

December 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები