• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ჰოლომედი – თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია

April 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

კლინიკა „ჰოლომედის“ მთავარ უპირატესობას ჰოლისტიკური მედიცინის მიდგომა წარმოადგენს. ამ მიდგომის მიხედვით, პაციენტი მაქსიმალურად არის ჩართული ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნების პროცესში. ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი პაციენტების კომფორტზეა მორგებული. კლინიკის მთავარ უპირატესობაზე და სამომავლო გეგმებზე #OK! გაესაუბრა პროფესიით ექიმ-რადიოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორსა და კლინიკა „ჰოლომედის“ დამფუძნებელ ფიქრია რეხვიაშვილს.

ქალბატონო ფიქრია, გვიამბეთ „ჰოლომედის“ შესახებ. რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი კლინიკის გახსნა და რას ნიშნავს „ჰოლომედი“?

ექიმის პროფესია 24 წლის წინ ავირჩიე და მას შემდეგ ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობისთვის. შესაბამისად, სამედიცინო სფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამანახვა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გამოჯანმრთელების პროცესში მკურნალობის ინდივიდუალურ მიდგომებს, ხოლო ჯანდაცვის მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდის შედეგად გადავწყვიტე კლინიკა „ჰოლომედი“ დამეარსებინა, რომელიც ინტეგრაციულ მედიცინას და მკურნალობის ჰოლისტიკურ მიდგომას ეფუძნება. კლინიკის სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარე შევარჩიეთ. „ჰოლომედი“ ჰოლისტიკური და მედიცინის სიტყვათა ნაერთია, რაც ასევე დაავადების კომპლექსური გზით მკურნალობას გულისხმობს.

რას გულისხმობს ინტეგრაციული მედიცინა და მკურნალობის ჰოლისტიკური მიდგომა?

მარტივად რომ ვთქვათ, ჰოლისტიკური მედიცინა ტრადიციული მედიცინისა და ადამიანის მთლიანად შესწავლის ინტეგრირებას გულისხმობს. ჰოლისტიკური მიდგომა დაავადებას განიხილავს არა როგორც იზოლირებულ მოვლენას, არამედ დისფუნქციის სიმპტომს, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნებაზე, როგორც მთლიან არსებაზე.

მკურნალობის ჰოლისტიკური მიდგომის დახმარებით შესაძლებელია ოპტიმალური ჯანმრთელობის მიღება ადამიანის ყველა ასპექტის სწორი დაბალანსებით და მკურნალობის პროცესში პაციენტის ფიზიოლოგიური, ემოციური და ფსიქიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

გვესაუბრეთ „ჰოლომედის“ მომსახურების სერვისთან დაკავშირებით.

დღეს „ჰოლომედი“ თავის პაციენტებს სთავაზობს ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, რომელშიც ერთიანდება ჰემატოლოგია, კლინიკური ქიმია, იმუნოლოგია, მიკრობიოლოგია, მოლეკულური დიაგნოსტიკა, კვლევების ფართო სპექტრი – უახლესი აპარატურით (ულტრასონოგრაფია და დენსიტომეტრია) და სრულყოფილად აღჭურვილი კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური კაბინეტებით. ასევე, შემუშავებულია  პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტები (Check Up).

COVID-19 პანდემიამ შეცვალა თუ არა კლინიკაში არსებული პროტოკოლები?

ზოგადად, მსოფლიოსთვის COVID-19-ის პანდემია ერთგვარ გამოწვევად იქცა. შესაბამისად, „ჰოლომედში“ დაინერგა პაციენტის მიღების ინოვაციური მეთოდი − ონლაინკონსულტაცია ექიმ-სპეციალისტის ვირტუალურ კაბინეტში. შედეგად ქართველ პაციენტებს შეუძლიათ კონსულტაციის მიღება როგორც საქართველოში მყოფი ექიმებისგან, ისე საზღვარგარეთის წამყვანი კლინიკის სპეციალისტებისგან.

 

როგორ ფიქრობთ, რა არის კლინიკის წარმატების მთავარი საიდუმლო?

გუნდური მუშაობის პრინციპი წარმოადგენს ჩვენი კლინიკის მთავარ ფასეულობას. პაციენტებს სამედიცინო კონსულტაციას უწევენ ყველა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კლინიკის განვითარების პროცესში. ჩვენ პაციენტს ვიღებთ როგორც ინდივიდუალურ, უნიკალურ პიროვნებას, რომელსაც სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტი უწევს კონსულტაციას და შემდეგ მას ენიშნება მკურნალობა ყველა ექიმის კონსულტაციების შეთანხმების საფუძველზე. ასევე, „ჰოლომედის“ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია პაციენტი სრულად იყოს ჩართული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში. ამ მხრივ, პაციენტის უკუკავშირის მისაღებად, კლინიკაში დანერგილია ე.წ. პაციენტის ვიზიტამდე შეხსენებითი მექანიზმი (Reminder) და ვიზიტის შემდგომი გამოკითხვა (Feedback), რაც დამატებით ზრდის პაციენტის სანდოობას.

სამომავლო გეგმები…

ჩვენ გვაქვს უსაზღვრო სამედიცინო მემკვიდრეობა, რომელსაც სჭირდება როგორც გაფრთხილება, ისე განვითარება. შესაბამისად, როგორც ყველას, მეც მსურს საკუთარი კლინიკით წვლილი შევიტანო საქართველოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. ჩემი სურვილია „ჰოლომედი“ გახდეს სამედიცინო ბრენდი, ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონსა და უბანში წარმოდგენილი თავისი სივრცეებით, რომელიც თითოეული უბნისა და რეგიონის მოთხოვნებს მოერგება და ხელს შეუწყობს მოსახლეობის მხრიდან მედიცინის არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკის კუთხით გამოყენებას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.facebook.com/HoloMedi

მისამართი: პეკინის გამზ. 41, თბილისი 0160

ტელ: +995 32 2 15 11 14

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან
Health & Beauty

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან

August 8, 2025
#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ
Health & Beauty

#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ

August 7, 2025
იცოდით?
Health & Beauty

იცოდით?

August 7, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! წარუმატებელი ფოტოშოპი და ფეხის მეექვსე თითი: ქლოი კარდაშიანის დამუშავებული ფოტო კრიტიკის ობიექტია

#OK! წარუმატებელი ფოტოშოპი და ფეხის მეექვსე თითი: ქლოი კარდაშიანის დამუშავებული ფოტო კრიტიკის ობიექტია

July 16, 2021
#OK! Madonna Madame X-ის პრემიერაზე! მომღერალი Gucci-ს სამოსით!

#OK! Madonna Madame X-ის პრემიერაზე! მომღერალი Gucci-ს სამოსით!

April 15, 2021
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025
#OK! ბათუმის განუმეორებელი სითბო

#OK! ბათუმის განუმეორებელი სითბო

October 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ზაფხულში სანახავი 9 ფილმი, რომელიც იტალიაში ვირტუალურად გამოგზაურებთ

#OK! ზაფხულში სანახავი 9 ფილმი, რომელიც იტალიაში ვირტუალურად გამოგზაურებთ

August 6, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK!    ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

#OK! ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

August 7, 2025
#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

August 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები