• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ეკოვილა – ეკომეგობრული დასახლება თბილისთან ახლოს

February 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„ეკოვილა“ ის ინოვაციური პროექტია, რომელიც დედაქალაქთან ახლოს ეკომეგობრულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. აქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს ისეთი რესურსები, როგორიც არის მზის სხივები ენერგიის მისაღებად, უნიკალური ფლორა და ფაუნა სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის, დაბურღული უგემრიელესი წყალი, ნაყოფიერი მიწა სასათბურე მეურნეობისთვის, ასევე, ხე-მცენარეების მოსარწყავად წვიმის წყალი და ა.შ. სწორედ ამ გზით „ეკოვილა“ უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, რაც დღეს თითოეული ადამიანისთვის ყველაზე პრიორიტეტული და მოთხოვნადია მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა ბიზნესმენსა და „ეკოვილას“ დამფუძნებელს, გიორგი ბეგაძეს.

გვიამბეთ პროექტ „ეკოვილას“ შესახებ.

დღეს ადამიანებისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ხომ ხანგრძლივი ჯანმრთელი ცხოვრებაა. „ეკოვილას“ დასახლება პასუხობს ამ გამოწვევას და მდიდრულ, მაღალი ხარისხით ცხოვრების შესაბამის საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს. „ეკოვილას“ მთავარი კონცეფცია ამ მიზნებზე დგას, და რეალური ეკომეგობრული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ვინაიდან თავიდანვე უნიკალური დასახლების შექმნა გვსურდა, მის მდებარეობას რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ყურადღებით ვარჩევდით. საბოლოოდ კი ჩვენი პროექტის განხორციელება თბილისიდან 20 წუთის სავალზე, 20 კმ-ის დაშორებით, ტყეში ჩაფლულ მდელოზე, ზღვის დონიდან 800 მ-ზე გადავწყვიტეთ. ტერიტორია დაშორებულია ცენტრალურ გზას და გარშემორტყმულია ტყით, რაც უპირველესად საწინდარია ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის. სულ რაღაც 50 ოჯახამდე გათვლილი დასახლება ჰარმონიას და იდილიას შეინარჩუნებს.

„ეკოვილა“ არის ერთადერთი დასახლება თბილისთან ახლოს, რომლის ნაკვეთებსაც ესაზღვრება ტყის მასივი, შემავალი თბილისის ეროვნულ პარკში. თავად პროექტი კი ხორციელდება მაქსიმალური ეკომეგობრული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ გარემოს, რომელშიც არსებული ფლორა და ფაუნა მათ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას განაპირობებს. რელაქსის, იოგას სივრცეები, სამკურნალო ბალახების კუთხე, სასეირნო ბილიკები ტყეში და სხვადასხვა მსგავსი კომპონენტები უზრუნველყოფს გამორჩეულ და სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს.

მთავარი ნიშა, რომელიც „ეკოვილას“ პროექტს გამოარჩევს…

ეკომეგობრული გადაწყვეტილების, გარშემორტყმული ტყის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ დასახლების ყველა კომუნიკაცია განთავსებულია მიწის ქვეშ. ყოველივე ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას და მეორე მხრივ, ხედებს პირვანდელ იერსახეს უნარჩუნებს. ეს იქნება ერთადერთი დასახლება, სადაც თითოეულ სახლზე დამონტაჟებული იქნება მზის ენერგიის პანელები, რომელთა საშუალებით აქ მცხოვრები ადამიანები ნამეტი ენერგიის გაყიდვასაც შეძლებენ, რამაც პრაქტიკულად წლის განმავლობაში შესაძლოა გაუნულოს მათ ის ელექტროენერგია, რომელსაც მოიხმარენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასახლებას აქვს საკუთარი დაბურღული უნიკალური წყალი, ასევე, ჩვენს მოსახლეებს საშუალება ექნებათ მართონ წვიმის წყალი, რომლითაც ხე-მცენარეებს მორწყავენ. ჩვენ მომხმარებლებს აგრეთვე ვთავაზობთ პატარა სათბურებს, სადაც შეძლებენ საკუთარი ხელით მოიყვანონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. გარდა ამისა, თითოეული სახლის დაგეგმარებისას ელექტროდამმუხტავების ინფრასტრუქტურას გავითვალისწინებთ.

გვესაუბრეთ იმ მასალების შესახებ, რომელსაც მშენებლობისას იყენებთ.

მასალების შერჩევა მკაცრი კონტროლის საფუძველზე ხდება, იმისთვის, რომ იყოს სერტიფიცირებული და უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის. მასალებთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტულია ენერგოეფექტურობა, რაც ენერგიის დაზოგვას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მიზანია მაქსიმალურად ნაკლები იყოს გადაწყვეტილება ბეტონით და დომინანტი იყოს მწვანე ხე-მცენარეები.

როგორია „ეკოვილას“ უსაფრთხოების სისტემა?

პერსონალური მესაკუთრეებისა და მათი სტუმრებისთვის იზოლირებულ უსაფრთხო სივრცეს ბუნებრივი შეზღუდვები (ტყის ნარგავები, რომლებსაც გაზაფხულზე კიდევ სხვა ხე-მცენარეებს შევმატებთ), ტერიტორიის საავტომობილო საზღვარზე მოწყობილი შლაგბაუმი და ე.წ. ჭკვიანი სახლის კომპონენტების დანერგვა უზრუნველყოფს.

გაგვაცანით „ეკოვილას“ სამომავლო გეგმები.

სამომავლოდ ვგეგმავთ „ეკოვილას“ ტერიტორიაზე მაღაზიისა და აფთიაქის გახსნას, ვგეგმავთ მოვაწყოთ მცირე აგრარული ბაზრის ინფრასტრუქტურაც, სადაც ადგილობრივი მეწარმეები გაყიდიან ნატურალურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს „ეკოვილას“ მცხოვრებლებისთვის. ასევე, გვაქვს ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებსაც გზადაგზა გაგაცნობთ. ვიგეგმებით სხვა რეგიონში განსხვავებული კონცეფციის დასახლებების შეთავაზებისთვის, თუმცა ერთი უკვე არსებობს ყვარელში − ღვინის სოფელი winevillage.

 

www.ecovilla.ge

www.facebook.com/ecovilla.georgia

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 27, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
Auto Draft
ინტერვიუ

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
ინტერვიუ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გურამ შეროზია აუტსაიდერია – პრაიმ ჰაუსის ყველაზე კონკურენტუნარიანი მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ

#OK! გურამ შეროზია აუტსაიდერია – პრაიმ ჰაუსის ყველაზე კონკურენტუნარიანი მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ

November 14, 2022
#OK! ზენდეია ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში ფილმ DUNE-ისთვის გამართულ ფოტოსესიას შეუერთდა!

#OK! ზენდეია ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში ფილმ DUNE-ისთვის გამართულ ფოტოსესიას შეუერთდა!

September 7, 2021
#OK! ჯანსაღი გარემო თქვენი პატარებისათვის – ეკო საბავშვო ბაღი

#OK! ჯანსაღი გარემო თქვენი პატარებისათვის – ეკო საბავშვო ბაღი

May 8, 2021
#OK!  ქუჩის სტილის ინსპირაცია სალომე ღვინიაშვილისგან

#OK! ქუჩის სტილის ინსპირაცია სალომე ღვინიაშვილისგან

October 23, 2023

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები