• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! “მომავლის გეგმა არ მაქვს, წინასწარ არასდროს ვიცი რისი გაკეთება მომინდება” – ზენდეია

March 24, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

25 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ზენდეია მარი სტორმერ კოულმანი ჰოლივუდის
შემდეგ მოდის ინდუსტრიას იპყრობს. 2020 წელს ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი და
რივით მეორე შავკანიანი ქალი ისტორიაში, რომელმაც ამერიკული სატელევიზიო პრემია “ემის
ჯილდო” საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში მიიღო, ამჯერად კი ყველაზე ახალგაზრდა
პიროვნება, რომელმაც ამერიკულ დიზაინერთა საბჭოს გადაწყვეტილებით CFDA Awards-ის
“მოდის ოსკარად” წოდებულ დაჯილდოებაზე Fashion Icon-ის წოდება მიიღო. მიუხედავად იმისა,
რომ ახალგაზრდა ვარსკვლავმა უკვე რამდენიმე სფეროში მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები,
საყვარელი საქმიანობის ძიებას არ წყვეტს და მომავალში არაერთი პროექტის განხორციელებას
აპირებს.

Zendaya's Latest Sexy, Strapless Look Is Actually an Iconic Dress From the '90s | Glamour

საზოგადოება მოხიბლულია იმ ფაქტით, რომ მხოლოდ სამსახიობო საქმიანობით არ
იფარგლებით. თქვენ ძალიან მრავალფეროვანი წარსული გაქვთ, ფილმებისა და სერიალების
პარალელურად მუშაობდით მუსიკალურ ინდუსტრიაში, გამოუშვით არაერთი წარმატებული
სინგლი, დაწერეთ წიგნი და შექმენით ტანსაცმლის საკუთარი ხაზი. ამჯერად კი ცნობილი გახდა,
რომ დაინტერესებული ხართ ფოტოგრაფიით, ეს საქმე თქვენთვის უბრალოდ გატაცებაა, თუ
გეგმავთ პროფესიონალურად დაეუფლოთ მას?

“ფოტოგრაფია ახლა არ აღმომიჩენია, ყოველთვის მაინტერესებდა. ჩემი ბაბუა იურისტი იყო.
ნებისმიერ დროს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას არ ასრულებდა, ფოტოგრაფიით
კავდებოდა. ჩემი დიდი ბაბუაც ფოტოგრაფი იყო, ის მაშინ გარდაიცვალა, როდესაც 11 წლის
ვიყავი. დღემდე მაქვს მისი ნამუშევრები საკუთარ სახლში შენახული, მათი დათვალიერება
პატარაობაში ყოველთვის ბედნიერს მხდიდა.”

“დედაჩემი გამუდმებით მიყვება ისტორიებს მისი სამსახურის შესახებ, თუ როგორ აკვირდებოდა
მთელი დღის განმავლობაში დღის სინათლეს, რათა ჰქონოდა ბუნებრივი განათება. ზოგჯერ
იდეალური კადრის დასაფიქსირებლად მთელი დღე გადიოდა. საათების გასვლასთან ერთად
სინათლის მიმართულებაც იცვლებოდა და ამ ყველაფერთან ერთად მისი გადაღების ტექნიკაც
ვითარდებოდა… რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებ საკუთარ
საქმიანობაში და ვხვდები, რას გულისხმობდა ბაბუა, როდესაც სინათლის მნიშვნელობაზე
საუბრობდა. კარგი განათება ფოტოსესიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. მე
მყავს რამდენიმე ფავორიტი ფოტოგრაფი, რომლებთან ერთად მუშაობაც ყოველთვის
მიადვილდება, რადგან მათ სინათლის მნიშვნელობა და ღირებულება ძალიან კარგად იციან.”

“კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ფოტოგრაფიამ გამიტაცა, ეს არის Marcell Rév-ის შემოქმედება.
ყველა, ვისაც უნახავს ის მუშაობის პროცესში, მიხვდება, რომ ის პროფესიონალია. ზოგჯერ
ვფიქრობ, წავიდე და ვიყიდო სხვადასხვანაირი კამერა და დავიწყო ცდა, თუ კი რამე
გამიჭირდება, მარსელს ვთხოვ დახმარებას.”

Zendaya says a publicist told her she should 'just be happy' she's a black girl on a magazine cover - New York Daily News

რამდენად მზად ხარ, მაყურებლის წინაშე წარსდგე არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც
ფოტოგრაფი, ან რეჟისორი?

“ვფიქრობ, სიახლეების არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ, მსახიობებს ყველას გვაქვს ისეთი მომენტები,
როდესაც რაღაც ახალს ვსწავლობთ, გამუდმებით უნდა ვეცადოთ მიზნის მიღწევას და
დავძლიოთ შიშის გრძნობა. ზოგჯერ ადამიანებს აფერხებთ ის ფაქტორი, რომ შეიძლება
საზოგადოების თვალში სულელები ან ხელმოცარულები გამოჩნდნენ. ვფიქრობ, დამარცხების არ

უნდა გვეშინოდეს, მე გამუდმებით მაქვს გაცდა, რომ საკმარისად კარგი არ ვიქნები, ეს არის
საკითხი, რომელზეც ვმუშაობ და რომლის გადალახვასაც ვცდილობ… რა თქმა უნდა ბუნებრივია,
რომ ყოველთვის ვერ მოვიგებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა მიზნის
მისაღწევად უშიშრად ყოფნაა.”

Fashion, Shopping & Style | Zendaya Just Wore a Cropped Tuxedo Shirt, and How Soon Until We're All Wearing One? | POPSUGAR Fashion Photo 10

თქვენ ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხეთ წარმატებული კარიერის შექმნა. რაც მთავარია,
მიჰყევით საკუთარ ინსტინქტებს და ოცნებაზე უარი არასდროს გითქვამთ. ბევრი ადამიანისთვის
უცნობია, თუმცა, მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეთ, როდესაც ბავშვი იყავით, მას შემდეგ
დაინტერესდით ხელოვნების არაერთი მიმართულებით, რაშიც შედის რეჟისურაც, რომელზეც
ამჟამად თავდაუზოგავად მუშაობთ… საინტერესოა, ამდენი პროფესიის მორგების შემდეგ
მომავალში საკუთარ თავს სად ხედავთ?

“სიმართლე გითხრათ, მომავლის კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ამაზე არასდროს მიფიქრია,
არასდროს ვეუბნები ჩემს თავს, რომ რაღაც საქმე რომელიმე კონკრეტული პერიოდისთვის უკვე
გაკეთებული უნდა მქონდეს. მინდა მივყვე საკუთარ ინსტინქტებსა და სურვილებს და ვაკეთო
ის, რაც ბედნიერებას მანიჭებს. მინდა განვვითარდე არამხოლოდ როგორც არტისტი, არამედ
როგორც ადამიანი. შესაბამისად, არ ვჩქარობ, თუ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე რაიმე
განსხვავებული საქმიანობით დავინტერესდები, საკუთარ თავს უარს ნამდვილად არ ვეტყვი.”

“იდეა, რომ მომავალში შეიძლება გავხდე ჩამოყალიბებული რეჟისორი, ძალიან მიტაცებს.
ყოველთვის, როდესაც გადასაღებ მოედანზე ვარ, ვესაუბრები გუნდის წევრებს და ვთხოვ
ამიხსნან ის, რასაც იმ მომენტში აკეთებენ. ჩემს გარშემო ბევრი პროფესიონალია, შესაბამისად
მინდა ჩემი დრო და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო, რათა მიზანს მივაღწიო.
ვიმედოვნებ, მალე შევძლებ იმის გაკეთებას, რასაც ამჟამად ისინი აკეთებენ.”

Zendaya Wears Naked Dress on Essence Cover, Recreating Photos of Donyale Luna

ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებს, ყოველ ჯერზე,
როდესაც რაღაც ახალ საქმიანობას იწყებთ, მარცხისთვის რამდენად მზად ხართ.
“ვფიქრობ, ზოგჯერ რაღაცებს უნდა შევეწინააღმდეგით, შესაძლოა სულელურად ჟღერს, თუმცა
მჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გწამს. მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ ჯერზე არ
გამოგივიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიზანი მიუღწევადია.”

საზოგადოებაში ხშირად მოგიხსენიებენ ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სტილის მქონე
ვარსკვლავად. რას ფიქრობთ, როდესაც არქივს ათვალიერებთ და თქვენთვის პირველი წითელი
ხალიჩის ჩაცმულობას ხედავთ. რას ეტყოდით იმ პატარა გოგონას?

“ალბათ იმას, რომ გაეგრძელებინა იმის კეთება, რაც უყვარდა. როდესაც 14 წლის ვიყავი და
ფილმის პრემიერაზე პირველად გამოვჩნდი, შეიძლება განსხვავებულად მეცვა, თუმცა თავს
შესანიშნავად ვგრძნობდი და ალბათ მთავარი ეს იყო… ზოგადად, როდესაც იმას აკეთებ, რაც
გიყვარს, სხვა ყველაფერი ძალიან უმნიშვნელოა.”

Gorgeous 'Zendaya' in Bvlgari Magnificia Campaign Photoshoot (5k) HD wallpaper download - Music wallpapers

თავად რომელი ცნობილი ქალბატონის სტილს გამოარჩევდით, რომლის ჩაცმულობაც თქვენი
ინსპირაციის წყარო არაერთხელ გამხდარა?

„შერის სტილი ყოველთვის საკულტოდ მიმაჩნდა. ძალიან მომწონს მისი იმიჯი, რაც მთავარია
ყველა ეპოქას უხდება… ინსპირაციას ხშირად, არამხოლოდ ცნობილი ადამიანებისგან, არამედ
საკუთარი ბებიისგანაც ვიღებ, მისი ძველი ფოტოებში კარგად ჩანს, თუ როგორი საინტერესო
ხედვა ჰქონდა და ყოველთვის განსხვავებულად იცვამდა.“

გაიგე მეტი: ზენდეია

ასევე გაეცანი

#OK! “არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე” – მადონა
Hollywood News

#OK! “არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე” – მადონა

August 24, 2025
#OK! ყველაზე გამორჩეული როლები ანია ტეილორ-ჯოის შემოქმედებიდან
Hollywood News

#OK! ყველაზე გამორჩეული როლები ანია ტეილორ-ჯოის შემოქმედებიდან

August 24, 2025
#OK! Sex And The City – მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან
Fashion News

#OK! Sex And The City – მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან

August 21, 2025
#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი
Fashion

#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

August 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქეთევან საბაძე საქართველოდან ლიტვის “ვარსკვალავების სონატის“ გამარჯვებულია

#OK! ქეთევან საბაძე საქართველოდან ლიტვის “ვარსკვალავების სონატის“ გამარჯვებულია

September 28, 2023
#OK! 10 გულისამაჩუყებელი ილუსტრაცია უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ

#OK! 10 გულისამაჩუყებელი ილუსტრაცია უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ

February 28, 2022
#OK! “ვოლოდიმირმა იცის, რომ მის გადაწყვეტილებებს ყოველთვის დავუჭერ მხარს” – ოლენა ზელენსკა უკრაინული Vogue-ისთვის

#OK! “ვოლოდიმირმა იცის, რომ მის გადაწყვეტილებებს ყოველთვის დავუჭერ მხარს” – ოლენა ზელენსკა უკრაინული Vogue-ისთვის

March 4, 2022
#OK! ლილი რეინჰარტის შავ-თეთრი ფოტოსესია! მსახიობი საშა სამსონოვას ობიექტივში!

#OK! ლილი რეინჰარტის შავ-თეთრი ფოტოსესია! მსახიობი საშა სამსონოვას ობიექტივში!

March 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

September 7, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები