• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Surprise Me – აქციე ყოველი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

December 28, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ბრენდმა Surprise Me შესაძლებელი გახადა, თქვენი შვილების ყოველმა დღემ დაუვიწყარი დღესასწაულის სახე შეიძინოს. აქ წარმოებული ხელნაკეთი დღიურები თქვენი პატარების ცხოვრებიდან ყველაზე ძვირფას მოვლენებს შეინახავს. გარდა ამისა, Surprise Me-ში შეხვდებით წყალგაუმტარი ქსოვილისა და განსაკუთრებული დიზაინის პერსონალიზებულ წინსაფრებსა და 0-დან 3 წლამდე განმავითარებელ წიგნს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Surprise Me-ის შემქმნელებს − სალომე და ქრისტინე კობერიძეებს.

 

 

გვიამბეთ Surprise Me-ის შექმნის ისტორია.

ჩვენ გახლავართ დები − სალომე და ქრისტინე კობერიძეები. საქართველოში პერიოდულად ჩამოვდივართ. იდეა, შეგვექმნა მოგონებების წიგნი − „ჩემი დღიური“, გაგვიჩნდა წინა წლის ზაფხულში. იმ პერიოდში ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი პატარა იბადებოდა და საჩუქრის ძებნას დიდ დროს ვუთმობდით, რადგან არ გვინდოდა, ბანალურად, ბოდეს ან ფულის ჩუქება. მახსოვს, ზაფხულის ერთ დღეს რამდენი ვიარეთ, რათა ნათესავისთვის რაიმე ორიგინალური და გამორჩეული შეგვერჩია. ალბათ ფიქრობთ, ეს ხომ უბრალოდ საჩუქარია და შეიძლებოდა ლამაზი ტანსაცმლის ყიდვაო, მაგრამ ზოგადად, ჩვენ საჩუქრის შერჩევას დიდ დროს ვანდომებთ, რადგან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ვეძებთ. იმ დღეს, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვნახეთ… საღამოს გაგვიჩნდა იდეები, გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რაც საჩუქარზე მოგონებებს დიდხანს დატოვებდა და ემოციურად მაქსიმალურად დატვირთული იქნებოდა. ჩვენგან ერთ-ერთი დედაა, მეორე კი დეიდა. შევაგროვეთ ჩვენი ემოციები და გავაკეთეთ ხის Memory box სხვადასხვა განყოფილებით, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პატარას პირველი და საყვარელი ნივთების შენახვა. ჩვენ ხომ ადვილ გზებს არ ვეძებთ. მეორე დილით კი წავედით, დავაჭრევინეთ ყუთისთვის ხის ფირფიტები, შემდეგ გრუნტი, წებო, საღებავი და ა.შ. მოვქსოვეთ თავსახურები, ძალიან ლამაზი გამოვიდა. და რაც მთავარია, ემოცია, რომელიც გამოიწვია ამ საჩუქრის ჩუქებამ, იყო შეუდარებელი. ბოქსი ჩემს პატარასაც გავუკეთეთ… დედა-შვილობა განსაკუთრებული გრძნობაა… ამდენად, ვიფიქრეთ, რომ ყველა დედას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შეინახოს მოგონება ლამაზად. დავიწყეთ ხის ბოქსების დამზადება საკუთარი ხელით. ძალიან რთული იყო, რადგან შინ ვამზადებდით, უამრავი დრო და ენერგია სჭირდებოდა, მაგრამ რადგან საზოგადოებას იდეა ძალიან მოეწონა, უკან ვეღარ დავიხევდით. ვინაიდან ბოქსების დამზადებას ვეღარ ვახერხებდით, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა მოგონებების წიგნი, სადაც ყველა მომენტი იქნებოდა შენახული, რომელსაც დართული ექნებოდა ფოტოები. დღიურის დიზაინი მთლიანად ჩვენი შექმნილია სპეციალურ პროგრამებში. ყველა დეტალში ძალიან დიდი დრო და მთელი სული და გულია ჩადებული. რამდენიმე თვე ვქმნიდით დიზაინს, გვინდოდა მაქსიმალურად ვრცელი ყოფილიყო. სტამბის პოვნასაც დიდი დრო დასჭირდა. უმაღლესი ხარისხი, სწრაფი დამზადება (დღიური ხელნაკეთია და ინდივიდუალურად მზადდება) და რაც შეიძლება დაბალი ღირებულება, რათა ფასი ყოფილიყო ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვის; ამასთანავე, არ ყოფილიყო ჩვენი შრომა დაუფასებელი − ამ კრიტერიუმების დაცვით რთული აღმოჩნდა სტამბის პოვნა. ძალიან ბევრ სტამბაში დავბეჭდეთ საცდელად დღიურები სხვადასხვა ფასად. ბოლოს კი შევარჩიეთ მხოლოდ ერთი, სადაც ხარისხი იყო მართლაც ძალიან მაღალი და ფასიც შედარებით მისაღები. პირველი დღიური ჩემს პატარას გავუკეთეთ და შევსებისას მივხვდით, რამდენად სწორი და დიდი საქმე წამოვიწყეთ!

 

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მოგონებების წიგნი „ჩემი დღიური“, 40 სქელი ფურცლით, ხავერდისებრი სქელი ყდით, სადაც შესაძლებელია შეინახოთ ყველა მომენტი − ორსულობის პირველი დღიდან სკოლის ბოლო ზარამდე. და ასევე, გვაქვს ბოლო ორი გვერდი, რომელსაც სიურპრიზად ვტოვებთ და მათი ფოტოებიც არსად გვიდევს. მეორე პროდუქტი არის მოგონებების ბოქსი პირველი და საყვარელი ნივთების შესანახად, რომლის დიზაინი მთლიანად ჩვენი შემუშავებულია და ისიც ხელნაკეთია. ასევე, გვაქვს წყალგაუმტარი ქსოვილის, განსაკუთრებული დიზაინის მქონე პერსონალიზებული წინსაფრები და კიდევ − განმავითარებელი წიგნი 0-დან 3 წლამდე, სადაც ყველაფერი ერთ წიგნშია, რაც ზოგადად, მაღაზიებში, სხვა წიგნებში ცალ-ცალკეა განთავსებული (ციფრები, ფერები, ცხოველები, ფრინველები და ა.შ.).

მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს პროდუქციას გამოარჩევს…

მთავარი, რაც გამოგვარჩევს, უშუალოდ ჩვენი პროდუქციაა. საქართველოში პირველი ქართული ბრენდი ვართ ასეთი პროდუქტით. მომხმარებლისთვის ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პერსონალიზებულ პროდუქტს, სახელით ან ინიციალებით. მისი დახმარებით ვქმნით ისტორიას, ვჩუქნით ულამაზეს მოგონებებს − როგორც დედას, ასევე შვილს მომავალში. დარწმუნებული ვართ, ნებისმიერ ადამიანს გაუთბობდა გულს ბავშვობის მოგონებების წაკითხვა, რომელთა უმეტესობის შესახებ არც კი ვიცოდით. ჩვენთვის კი ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც მიგიძღვის თუნდაც მცირე წვლილი უამრავი ადამიანის საგანძურის შექმნაში.

სად არის შესაძლებელი თქვენი პროდუქციის შეძენა?

ჩვენი პროდუქციის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ, ჩვენი ინსტაგრამ და ფეისბუქგვერდების საშუალებითაა შესაძლებელი.

სამომავლო გეგმები…

გეგმები მრავლად გვაქვს. ჩვენი გემოვნება და აზრები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. საოცარი იდეები გვაქვს, მაგრამ ალბათ სიურპრიზად დავტოვებთ, რადგან ჩვენგან მომხმარებელი მიჩვეულია გამორჩეულად და განსაკუთრებულად „რაღაც სხვას და ახალს“. დარწმუნებული ვართ, აუცილებლად შევძლებთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საოცარი სითბო და კეთილი სურვილები მოდის ჩვენი მომხმარებლისგან. Surprise Me ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი დედის გახარება შეძლო. როდესაც ვკითხულობთ კეთილ და მადლიერ წერილებს, ვხვდებით, რომ ნებისმიერი სირთულის შრომა ღირდა და სწორი მიმართულებით მივდივართ. საზოგადოების მხრიდან გამოხატული მადლიერება კი უდიდეს სტიმულს გვძენს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Instagram: surprise_me_gifts1

Facebook: surprise me – საჩუქრები

Tik-tok: surprise_me_giftsn1

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ,,ორბელიანი საქართველო”- მოძებნე #მეტისიკეთე შენი ქალაქის ქუჩებში

#OK! ,,ორბელიანი საქართველო”- მოძებნე #მეტისიკეთე შენი ქალაქის ქუჩებში

November 15, 2022
#OK! ილონ მასკის ბერძნული არდადეგები – მილიარდერი ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს (ფოტოები)

#OK! ილონ მასკის ბერძნული არდადეგები – მილიარდერი ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს (ფოტოები)

July 20, 2022
#OK! 79 წლის რობერტ დე ნიროს მეშვიდე შვილის პირველი კადრები გავრცელდა

#OK! 79 წლის რობერტ დე ნიროს მეშვიდე შვილის პირველი კადრები გავრცელდა

May 12, 2023
#OK! მაიკლ ჯექსონის როლს ფილმში მისი ძმის შვილი ჯაფარ ჯექსონი ითამაშებს

#OK! მაიკლ ჯექსონის როლს ფილმში მისი ძმის შვილი ჯაფარ ჯექსონი ითამაშებს

February 9, 2023

კვირის ჰიტები

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

October 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები