• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ მარიამ ქობულიასთან

January 3, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალისტობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მისი მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება. მუდმივად გიწევს არჩევანის გაკეთება და ფიქრი იმის შესახებ, რა არის სწორი და რა არასწორი. გზა, რომელსაც ჟურნალისტი გადის, რთულია და ამავდროულად, საინტერესოც, რაც მისი მთავარი ხიბლია. OK! გაესაუბრა „ევრონიუს ჯორჯიას“ ჟურნალისტ მარიამ ქობულიას, მის მიერ განვლილი გზისა და საქმიანობის შესახებ.

 

მარიამ, რამდენიმე წლის წინ საზოგადოებამ თქვენივე კრიტიკული შეკითხვებით გაგიცნოთ. გვიამბეთ ამ დღიდან თქვენ მიერ განვლილი გზის შესახებ.

არასდროს მისაუბრია ამ თემაზე საჯაროდ, თუმცა როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, პასუხებიც საჭიროა. მაშინ თსუ-ში ჟურნალისტიკის მიმართულების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ სტუმრად მოდიოდა მაღალი თანამდებობის პირი, თუმცა კონკრეტულად ვინ, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. ამ შეხვედრაზე დასწრება შეეძლოთ იმ სტუდენტებს, რომლებიც აქტიურობით გამოირჩეოდნენ უნივერსიტეტში. იმ დღეს ძალიან მაღალი სიცხე მქონდა, ამიტომ წასვლა არც მინდოდა, თან ძალიან მოუმზადებელი ვიყავი. არც ის ვიცოდი, ვინ მოდიოდა და არც ის, რომ პირდაპირი ტრანსლაცია იქნებოდა. ამ დღის შემდეგ საზოგადოებამ უფრო გამიცნო.

შემდეგ ისევ სწავლა გავაგრძელე. მალევე დავაარსე „საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია“ და ჟურნალისტების ახალ თაობასთან ერთად ვცდილობდი, დამოუკიდებლად კიდევ უფრო მეტი ცოდნა შემეძინა. ასეც იყო − ვშრომობდი ძალიან ბევრს. უპირველესად, მინდოდა, მეც და ახალგაზრდა, ნიჭიერი ჟურნალისტებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით ვყოფილიყავით. შემდეგ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გადავინაცვლე და ეს პროფესია კიდევ უფრო საინტერესო გახდა ჩემთვის.

გვესაუბრეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ.

ახლა კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ვსწავლობ ახალი აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. ჩემი სადოქტორო კვლევა სირიასა და ლიბიაში ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. ამასთანავე, ვარ „ევრონიუს ჯორჯიას“ ჟურნალისტი და ვცდილობ, კიდევ უფრო მეტი გამოცდილებით შევეგებო თითოეულ დღეს.

წარმატებული ქალის ინსპირაციის წყაროს ხშირად მისივე ოჯახი წარმოადგენს. გვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გეხმარებათ თქვენი ოჯახი დასახული მიზნის მიღწევაში?

რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი არის მთავარი გასაღები ყველა იმ წარმატებისა, რომელსაც უკვე მივაღწიე და რომელიც მომავალშიც მელის. ამ გზაზე კი, ყველაზე მთავარ მისიას დედა ასრულებს − ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, უკავშირდება იმას, რომ დედა იყოს ბედნიერი, მშვიდი, და ყოველთვის ჰქონდეს ჩემი იმედი.

ჩემი დღის განრიგი საკმაოდ მძიმეა: დილის 5 საათზე ვიწყებ მუშაობას. შინიდან  რომ გავდივარ, ჯერ კიდევ ღამეა. ამას ემატება ისიც, რომ საკუთარ 2 წლის შვილს ჩემი დღის წესრიგით უწევს ცხოვრება. ამიტომ ოჯახი რომ არა, ბევრი რამ უფრო რთულად იქნებოდა.

 

საქმის დროს რომელი თვისება და საკითხია თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული?

პასუხისმგებლობა. ეს არის იმდენად საოცარი გრძნობა, რომ შეუძლია ჩემი აფორიაქება. ვერ დავიძინებ მშვიდად, თუ ვიცი, რომ რაიმე მაქვს გასაკეთებელი. იქ, სადაც ვხედავ უსამართლობას, სრულად შეუვალი, უმართავი და ძალიან ჯიუტი ვხდები. რის ფასადაც უნდა დამიჯდეს, ერთ მშვენიერ დღეს ნებისმიერ პრობლემურ საკითხს მოვაგვარებ, ვინაიდან ძალიან მიყვარს სიმშვიდე და არასდროს მივცემ არავის იმის უფლებას, წამართვას ეს საოცარი შეგრძნება.

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

ვაპირებ, კიდევ უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდე, გადავლახო ყველა წინააღმდეგობა და მაქსიმალური შედეგისთვის გავაგრძელო რაციონალური განვითარება. შევძლო უფრო მეტი ადამიანის დახმარება და ბევრად მეტი სიკეთის კეთება.

მთავარი მისია კი ჩემი პატარა შვილის აღზრდასა და განვითარებას უკავშირდება. ანდრიამ იმდენად შეცვალა ჩემი ყოველდღიურობა, რომ მხოლოდ მის ირგვლივ ვტრიალებ და ვცდილობ, ყველანაირი პირობა შევუქმნა, რათა საზოგადოების ღირსეული წევრი იყოს. რადგან მაქსიმალისტი ვარ, მინდა მინიმუმ კარგი დედა მაინც ვიყო. რამდენად გამომივა, ამას დრო გვიჩვენებს.

რა ურჩევდით ახალგაზრდებს?

როგორი იმედგაცრუებაც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრებაში, ყოველთვის მიაღწევთ სასურველ მიზანს, პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით. არასდროს შეწყვიტოთ საკუთარ თავზე მუშაობა და არ დაკარგოთ არცერთი წამი პროგრესის გარეშე. გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და იყავით დამოუკიდებლები და თავისუფლები!

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

April 16, 2021
#OK! პრინცმა ჰარიმ მამასთან მეგან მარკლთან ერთად ჩაწერილი სკანდალური ინტერვიუს გამართლება სცადა

#OK! პრინცმა ჰარიმ მამასთან მეგან მარკლთან ერთად ჩაწერილი სკანდალური ინტერვიუს გამართლება სცადა

March 17, 2021
#OK! ინტერვიუ მხატვარ-გრაფიკოს ეკატერინე ქარჩავასთან

#OK! ინტერვიუ მხატვარ-გრაფიკოს ეკატერინე ქარჩავასთან

September 27, 2021
#OK! მეგან ფოქსი Jimmy Choo X Mugler-ის VIP შოუს დაესწრო

#OK! მეგან ფოქსი Jimmy Choo X Mugler-ის VIP შოუს დაესწრო

February 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK!  „არავის ვუყვარვარ მასზე მეტად“ – მეგან მარკლმა Harper’s Bazaar-თან ჰარიზე ისაუბრა

#OK! „არავის ვუყვარვარ მასზე მეტად“ – მეგან მარკლმა Harper’s Bazaar-თან ჰარიზე ისაუბრა

November 20, 2025
#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

November 21, 2025
#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

November 20, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები