პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის, ამერიკელი მომღერლის, მსახიობისა და დიზაინერის, მადონა ლუიზა ჩიკონეს 24 წლის ქალიშვილი ლურდეს ლეონი მეტ გალას წითელ ხალიჩაზე წელს პირველად გამოჩნდა.
დამწყებმა მოდელმა ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიების დებიუტისთვის “მოსკინოს” კაბა მოირგო.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ლურდესი ხშირად ხვდება უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ობიექტი.
2018 წელს შედგა მისი დებიუტი პოდიუმზე Gypsy Sport-ის შოუზე, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა, ხოლო 2019 წელს მან Miu Miu-ს კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.