25 წლის სუპერმოდელი, კენდალ ჯენერი და 24 წლის კალათბურთელი, დევინ ბუკერი ერთმანეთს უკვე ერთ წელზე მეტია ხვდებიან. ცოტა ხნის წინ ისინი მეგობრის, ფაი ჰადრას დაბადების დღეზე რესტორან Lucali–ში იმყოფებოდნენ, რომლის დატოვების შემდეგ პაპრაცების ობიექტივში მოხვდნენ.
დევინმა არჩევანი მუქი ფერის სამოსზე შეაჩერა, კენდალს კი შავი, გამოყვანილი კაბა ეცვა, რომელსაც წითელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ამავე ფერის ჩანთა შეუხამა.