• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! “როდესაც ახალგაზრდა ხარ, გგონია, რომ ყველაფერი იცი და ყველაზე ჭკვიანი ხარ” – ბილი აილიში სილამაზის სტანდარტებს უარყოფს და „სხეულის პოზიტიურობის“ პოპულარიზაციას ცდილობს

August 25, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ახალი თაობის გამორჩეული ხმა, „ინტერნეტ მეგა-პოპულარობის ავატარი“ – ბილი აილიში არის 19 წლის ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელიც განსხვავებული ხერხებით ცდილობს Body Positivity-ის მთელს მსოფლიოში პოპულარიზაციას, რათა სილამაზის თანამედროვე სტანდარტების არსებობისა და სხეულის განსხვავებული ფორმების ქონის მიუხედავად, ადამიანებმა თავი მაქსიმალურად თავისუფლად, კომფორტულად და სასურველად იგრძნონ.

ბილი აილიშის პიროვნული სტილი ანდროგენულ გარეგნობასთან შერწმით გამოხატავს თინეიჯერულ მისწრაფებებს, რომლებიც მის გულშემატკივრებს მოუწოდებს უშიშრად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, რათა იყვნენ ინდივიდუალურები, ყველასგან გამორჩეულები და განსხვავებულები.

The Inside Scoop On Billie Eilish's Ultra Long Manicure In British Vogue | British Vogue

ბილიმ ჩამოაყალიბა მყისიერად იდენტიფიცირებადი იმიჯი და ჰიპ-ჰოპის ზეგავლენის მქონე მაღალი მოდის სამოსით  შექმნა სხეულის „იდუმალი სილუეტი“. ახალგაზრდა ვარსკვლავის თავდაპირველი ინტერესები აერთიანებდა სპორტულ მანქანებს, საშინელებათა ფილმებს, განსხვავებული იუმორის გრძნობას, რასობრივ სამართლიანობასა და ბავშვობის კუმირს – ჯასტინ ბიბერს.

მიუხედავად პატარა ასაკისა, ბილი ყოველთვის ახერხებს საკუთარი შესაძლებლობებით საზოგადოების გაოცებას, თუმცა ამჯერად ფურორი არა მისმა ექსცენტრიულმა მუსიკალურმა ვიდეოებმა, არამედ მისმა განსხვავებულმა ვიზუალმა მოახდინა.

ბევრი ადამიანისთვის სილამაზის სტანდარტებსა და პირად იმედგაცრუებას შორის გამართული კონფლიქტის მოგვარება რთულია, ბილი ამ მოვლენას “ყველაზე დიდ დაუცველობას“ უწოდებს. „სიმართლე გითხრათ ვერ ვიტან ჩემს მუცელს. ადრეულ ასაკში ჩემი სხეული დეპრესიის საწყისი მიზეზი იყო.” – განაცხადა 19 წლის პოპვარსკვლავმა, რომლისთვისაც ბრიტანული Vogue-ის გადაღებების პროცესი სიახლისმომცემი და სასიამოვნო, თუმცა ამავდროულად უხერხული და უცხო იყო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბილიმ ფოტოსესიაზე სხეულის სილუეტის გამოსაკვეთად არაერთი კორსეტი მოისინჯა, საბოლოოდ კი ბეტი ბროსმერის ინსპირაციით შექმნილი ძველებური, კლასიკური pin-up იმიჯი მოირგო.

Billie Eilish X British Vogue inspired Lingerie | Lingerie inspirée par la séance photo de Billie Eilish pour Vogue – PLACE DE LA DENTELLE

როდესაც შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა ჰკითხეს, თუ რატომ სურდა სილუეტის გამოსაკვეთად კორსეტის ჩაცმა თუ “სხეულის პოზიტიურობის” პოპულარიზაცია სურდა, ბილიმ წარბები მაღლა აწია და თქვა: “მე იმის გაკეთება შემიძლია, რაც მსურს.”

“ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა განიჭებს ადამიანს სიამოვნებას და რა გაგრძნობინებს ბედნიერებას. თუ გინდა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, უნდა გაიკეთო. თუ გინდა ჩაიცვა კაბა, რომელზეც ყველა გეუბნება, რომ საშინლად არ გიხდება, ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჩაიცვი, რადგან შენ თუ გგონია, რომ კარგად გამოიყურები, ესეიგი კარგად გამოიყურები”.

გასული წლის ოქტომბრის თვეში ტაბლოიდებმა ბილი აილიშის პაპარაცული ფოტოები გაავრცელეს,  მომღერალმა კი სხეულის ფორმების გარეგნული იერსახის გამო საზოგადოების მწვავე კრიტიკა მიიღო. ახალგაზრდა ვარსკვლავი ფიქრობს, რომ ადამიანები მას მისი შემოქმედების მიხედვით უნდა აფასებდნენ და არა სხეულის ფორმების გამო აკრიტიკებდნენ.

Read Billie Eilish's Vogue Cover Interview In Full: “It's All About What Makes You Feel Good” | British Vogue

“ხშირად იმის გამო, თუ როგორ მიყურებს სამყარო, თავს არასასურველად ვგრძნობ, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა. ვფიქრობ, ადამიანები არ უნდა გვიყურებდნენ უპატივცემულოდ მხოლოდ სხეულის ფორმების საჯაროდ გამოჩენის გამო.“

“ძალიან შეურაცხმყოფელია ადამიანების დამცინავი დამოკიდებულება. ხალხს სურს, რომ მსგავს თემებზე არ ვისაუბროთ, თუმცა ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რაც უფრო მეტად გაამახვილებენ ყურადღებას იმ თემებზე რაც მათთვის მიუღებელია, მით უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მათ.”

„ბავშვობაში ვერ ვაანალიზებდი ასაკს რა მნიშვნელობა ჰქონდა. როდესაც ახალგაზრდა ხარ, გგონია, რომ ყველაფერი იცი, ყველაზე ჭკვიანი და ჩამოყალიბებული ხარ, მაგრამ საერთოდ არ არის აუცილებელი ყველაფერი იცოდე. მოლოდინი ექსპლუატაციისთვის სივრცეს ქმნის. ხალხს ავიწყდება, რომ იზრდები და მიმდინარე მოვლენებისადმი დამოკიდებულება გეცვლება.“

How Billie Eilish Broke The Internet | British Vogue

„მინდა, რომ ადამიანებმა მომისმინონ, არ მინდა მხოლოდ იმის გარკვევა დაიწყონ, თუ სიმღერების საშუალებით ვისზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ყველას ჰქონია პირად ცხოვრებაში წარუმატებელი გამოცდილება, ისევე როგორც მე, თუმცა ჩემი შემოქმედება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს არასდროს არ ეხება.“

თანამედროვე სამყაროში, სადაც ახალი ტენდენციების პარალელურად თინეიჯერი გოგონები იმიჯს ხშირად იცვლიან, ბილის თაყვანისმცემლებმა ზუსტად იციან, რომ მისი ახალი სტილი მისივე ახალი ალბომის მომასწავებელია.

განსხვავებით წინა თაობის თინეიჯერი პოპ-ვარსკვლავებისგან, რომლებიც საკუთარი თავის ძიების პროცესში ხშირად კარგავდნენ იდენტობას, ბილი აილიში ღრმად არის დარწმუნებული პირად ინტერესებში და ამას საკუთარი შემოქმედებითაც გამოხატავს.

“არ მგონია არსებობდეს ისეთი პოპვარსკვლავი, რომელიც ასეთ პერსონალურ სიმღერებს წერს. ბილი აილიშის შემოქმედება მისი ემოციებიდან, მისივე ფიქრებიდან მოდის. ვოკალური თვალსაზრისით, ძველ თაობაში ბილი ჰოლიდეის მახსენებს, თუმცა დღევანდელ ინდუსტრიაში ის არავის  ჰგავს.“ – ელტონ ჯონი ბილი აილიშის შესახებ.

“ბილი წარმოადგენს რაღაც ახალს. ის არის მუდმივად განვითარებადი არტისტი ინოვაციური ხედვით, რომელმაც ზუსტად იცის სად, როდის და როგორ უნდა იმოქმედოს. ამიტომაც არის მასთან მუშაობა ყოველთვის მასტიმულირებელი, ის მაიძულებს განსხვავებულად ვიფიქრო.” – გუჩის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე.

The Inside Scoop On Billie Eilish's Ultra Long Manicure In British Vogue | British Vogue

ბილი ხშირად იხსენებს საკუთარ სიტყვებს 2019 წლის სინგლიდან When I Was Older: “მე მაინც საკუთარი თავის მსხვერპლი ვარ, მაგრამ ჩემს თვალებში კვლავ ბოროტმოქმედი ვარ.“ ამერიკელი პოვარსკვლავის აზრით, წლების გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ვითარდება, მიუხედავად მის გარშემო არსებული ადამიანების ნეგატიური დამოკიდებულებისა.

“მინდა ყველამ იცოდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, როგორია შენი ცხოვრება, როგორი ადამიანები არიან შენს გარშემო, რამდენად ძლიერი და ჭკვიანი ხარ, ყოველთვის შეიძლება გამოგიყენონ და თქვენით ისარგებლონ. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. სამარცხვინოა, როდესაც მოზარდებს უწევთ იმის გაანალიზება, რომ ვინმეს ან რამის მსხვერპლნი არიან.”

„ხალხი ხშირად მეკითხება, მოეწონებოდა თუ არა ჩემი თავი ჩემსავე ახალგაზრდა ვერსიას? საინტერესო კითხვაა, რომელზეც ბევრი საინტერესო პასუხი მაქვს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ მინდა ვიყო პიროვნება, რომელიც ჩემს ასაკოვან ვერსიას მოეწონება. არ მინდა აწმყოში ვეცადო ვიყო ის ადამიანი, რომელიც მომავალში ვიქნები. ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყოველთვის იყვნენ ისინი, ვინც სინამდვილეში არიან, სხვანაირად ამ სამყაროში უბრალოდ გავგიჟდებით.“

Billie Eilish: celeb_underwear

გაიგე მეტი: Vogueბილი აილიშიბრიტანული ვოგი

ასევე გაეცანი

#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა
OK! News

#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

July 2, 2025
#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია
Fashion

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 2, 2025
#OK! საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასა შემოვიდა
OK! News

#OK! საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასა შემოვიდა

July 2, 2025
#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს  იღებს
OK! Men

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს იღებს

July 2, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დავით მესხიშვილის რჩევები საგზაო უსაფრთხოების შესახებ

#OK! დავით მესხიშვილის რჩევები საგზაო უსაფრთხოების შესახებ

July 5, 2023
#OK! კიმ კარდაშიანი კვლავ მერილინ მონროს იმიჯის ირგებს – ვარსკვლავი “დოლჩე&გაბანას” სარეკლამო კამპანიაში

#OK! კიმ კარდაშიანი კვლავ მერილინ მონროს იმიჯის ირგებს – ვარსკვლავი “დოლჩე&გაბანას” სარეკლამო კამპანიაში

September 24, 2022
#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

September 28, 2021
#OK! 10 ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ტანსაცმლის ყიდვისას ვუშვებთ

#OK! 10 ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ტანსაცმლის ყიდვისას ვუშვებთ

October 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

June 27, 2025
#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

July 1, 2025
#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

July 2, 2025
#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

June 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები