• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი პერსონა

#OK! ზურა შევარდნაძე – ნივთები განსაკუთრებული ისტორიით

July 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ხშირად კოლექციონერად მოვუხსენებივარ ადამიანებს. არ მომწონს, არასდროს არაფრის კოლექცია არ მქონია, არადა, მუდამ რაღაცას ვაგროვებ. სინამდვილეში, ბევრნაირი, სხვადასხვა ძველი ნივთის კოლექცია მაქვს, ამიტომ არ ვბრაზდები. ისიც ვიცი, რომ ადამიანებს ვაბნევ. ბოლოსდაბოლოს, ბაღიც ხომ მცენარეების კოლექციაა?.. მებაღეობაც ცოცხალი მცენარეების კოლექციონერობაა. სინამდვილეში, ნივთები, რომლებსაც ვაგროვებ, ჩემი რეკვიზიტია. „გარდენიაში“ ვერ ნახავთ ნივთს, რომელსაც არ აქვს ფუნქცია, არ აქვს მიჩენილი თავისი კონკრეტული ადგილი და ხშირად, როლი. ყველაფერს ვიყენებ, სულ ყველაფერს − ჭურჭელს, სამკაულს, ძველ კაბებს თუ პალტოებს, ქოლგებს, ფარჩას, ნაქარგებს, თეთრეულს, კერამიკის ქოთნებს, დერგებს, ჭაღებს, ხალიჩებს, ჩემოდნებს, ავეჯს… როცა დეკორაციის ასაწყობად ნივთებს ვარჩევ, ჩამოვივლი საწყობებში, სახელოსნოებში, ვაკეთებ შესაფერისი ნივთების სიას კონკრეტული გადაღებისთვის თუ ღონისძიებისთვის. ნივთებს, რომლებსაც შეუფერებლად მივიჩნევ, ზოგჯერ ბოდიშს ვუხდი გულში: „დღეს მაპატიე, შენ იქ არაფერი გესაქმება. სხვა დროს შენთვის შესაფერისი მომენტი დადგება და აუცილებლად წამოხვალ…“

 

 

სოფლებიდან, ე.წ. „ბარახოლკებიდან“, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებიდან, ბაზრობებიდან მოტანილ ნივთებს აუცილებლად თვითონ ვახარისხებ, ვაწესრიგებ და ყველაფერს მისთვის განკუთვნილ ადგილას ვათავსებ. ფაიფურის ჩაიდნებს კაფეში აქვთ თაროები მიჩენილი, ლითონის ჩაიდნებისთვის ბაღში გვაქვს მოწყობილი მყუდრო კარადა. ჭაღებს სახელოსნოს ჭერის ძელებზე, კაუჭებზე ჩამოვკიდებთ, სანამ რესტავრაციისთვის გია მოვა და წაიღებს. დაქარგულ თეთრეულს დიდ, უშველებელ, ყოფილი ბიბლიოთეკის კარადაში ვაგროვებ. ხალიჩები ქართულ ტახტზე გროვდება. ფერადი შუშაც ფერების მიხედვით ლაგდება − ლურჯი ლურჯთან, წითელი წითელთან, მწვანე მწვანესთან და ასე შემდეგ. მოუწესრიგებელი, მორყეული, გაუსუფთავებელი ნივთი ჩვენს სარეკვიზიტოს ვერ შეერევა. ჯერ მკაცრ შემოწმებას და შეკეთების რთულ გზას გადის და მერე, კი ბატონო, სიამოვნებით.

 

განსაკუთრებულად საყვარელია ჩემთვის აჭარის მთებიდან ჩამოტანილი ნაქარგები, ტანსაცმელი და ეთნოგრაფიული ნივთები, რომლებსაც ხშირად ვაკითხავ, გადმოვშლი, გადმოვალაგებ, მზეს ვუჩვენებ, გავაღუნღულებ და ისევ დავალაგებ. ვხარობ მათი ცქერით. იშვიათად ვიყენებ, თითოეულის ისტორია მახსოვს, ვისგან, როდის, საიდან წამოვიღე… ყველას თავისი, განსაკუთრებული ისტორია ახლავს.

 

ერთ დედაბერს შევუჩნდი ჩირუხის იალაღზე, − „დათმეთ, ნენევ, დათმეთ. ძალიან მომწონს, ეგებ თქვენი ნახელავი გამატანოთ-მეთქი“, − ძლივს დავითანხმე. ფარშევანგებიანი დიდი ხალიჩა ჩამოხსნა და ქაღალდში გადამიხვია, გარეთ გამოვედი, გავშალე, მინდოდა რაღაც მოეყოლა, ვკითხე: „ფატყუმ ხანუმ, ფატყუმ ხანუმ, ამ მწვანეს ამ იასამნისფერთან რომ ქარგავდით, რა შუაშია, რაფერ გაბედეთ?“ გაკვირვებულმა მიპასუხა: „ანიიიი, ვინ მყავს უფროსი?“

 

ამიტომ მიყვარს ეს ხალხი და მათი ნახელავიც. ხშირად მეგობრებიც წამიყვანია თან „სანადიროდ“. წინასწარ არასდროს ვიცი, რას ვეძებ ან საერთოდ თუ ვეძებ რამეს, თვითონ მომყვებიან, თვითონ მეძახიან…

 

 

ძალა არასდროს დამიტანებია საკუთარი თავისთვის. ერთს თვალს შევავლებ და ზუსტად ვიცი, მომწონს-არ მომწონს, სად რაში გამომადგება. წინათ ბაზრობებზე ვერ მცნობდნენ, ახლა მინახავენ ნივთებს და ელოდებიან ჩემს გამოჩენას. წამოიშლებიან ჩემს დანახვაზე. როცა ვერ მცნობდნენ, საქმისთვის ის დრო სჯობდა. არა უშავს, ვაჭრობაც ვიცი, მარა თავზე ხელი არასდროს ამიღია.

 

ჩემი ყაიდის ხალხი ბევრი დადის „ბარახოლკებზე“. უცნაური მეგობრობაც ვიცით. გუგა კოტეტიშვილი, მაგალითად, რომელიღაც სამებაღეო იარაღს რომ წააწყდება, აუცილებლად იყიდის და იქვე დატოვებს, − ზურა რომ მოვა, დაახვედრეთო. მეც მოვქცეულვარ მსგავსად, თუ ვიცი, რომ იმ ნივთით გავახარებ და გამოადგება. მომწონს ასეთი მეგობრობა.

 

 

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ასევე გაეცანი

#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში
ინტერვიუ

#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში

March 17, 2023
#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა
Fashion News

#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა

March 29, 2023
#OK! Breaking: რიანა მეორე შვილს ელოდება
Fashion News

#OK! Breaking: რიანა მეორე შვილს ელოდება

February 24, 2023
#OK! ნიკოლოზ წულუკიძის ტკივილიანი მამაშვილობა
OK! Kids

#OK! ნიკოლოზ წულუკიძის ტკივილიანი მამაშვილობა

February 22, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! Harper’s BAZAAR-მა 2022 წლის საუკეთესო მსახიობად ანია ტაილორ-ჯოი დაასახელა

#OK! Harper’s BAZAAR-მა 2022 წლის საუკეთესო მსახიობად ანია ტაილორ-ჯოი დაასახელა

November 18, 2022
#OK! ორსული ეშლი გრაჰამის ახალი ფოტოსესია: მოდელი Luigi and Iango-ს ობიექტივში

#OK! ორსული ეშლი გრაჰამის ახალი ფოტოსესია: მოდელი Luigi and Iango-ს ობიექტივში

December 30, 2021
#OK! ნეკოსია – სიყვარულით შექმნილი ქართული აქსესუარები

#OK! ნეკოსია – სიყვარულით შექმნილი ქართული აქსესუარები

October 1, 2021
#OK! Vector Vodka – ეკოლოგიურად სუფთა, ქართული პროდუქცია!

#OK! Vector Vodka – ეკოლოგიურად სუფთა, ქართული პროდუქცია!

August 29, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ანანო თავხელიძე OK!-ის სპეციალური გამოშვების მოწვეული რედაქტორი

#OK! ანანო თავხელიძე OK!-ის სპეციალური გამოშვების მოწვეული რედაქტორი

June 5, 2023
#OK! „თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა – ინტერვიუ ბრენდშეფ ალექს ნათაძესთან

#OK! „თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა – ინტერვიუ ბრენდშეფ ალექს ნათაძესთან

June 5, 2023
#OK! „აეროპორტიდან სტუდიაში“ – ნუცა ბუზალაძე საქართველოშია!

#OK! „აეროპორტიდან სტუდიაში“ – ნუცა ბუზალაძე საქართველოშია!

June 1, 2023
#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

June 5, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×