• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ყველაზე ტრენდული დიეტები

July 10, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ზაფხული უკვე დადგა და ზღვის სეზონიც მალე დაიწყება. ეს ის დროა, როდესაც ბევრს გვინდა არასასურველი კილოგრამების უმოკლეს დროში დაკლება. საზოგადოებაში დიეტის პოპულარულობას სწორედ დრო განსაზღვრავს − რაც უფრო სწრაფად დაიკლებ, მით მეტი მიმდევარი ჰყავს ამ დიეტას. ამ დროს კი გვავიწყდება, რომ სწრაფი დიეტა შესაძლოა საზიანო იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. საჭიროა გვახსოვდეს, რომ დიეტა გათვლილი უნდა იყოს გრძელვადიან შედეგზე, ანუ მისი დასრულების შემდეგ წონაში სწრაფად არ უნდა მოვიმატოთ.

ნუტრიციოლოგები ყველაზე ხშირად გვირჩევენ ჯანმრთელ დიეტას, რაც გულისხმობს დაბალანსებულ კვებას. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ შემწვარ-მოხრაკული საკვები, დავივიწყოთ FAST FOOD, გაზიანი სასმელი, ლუდი. ჯანსაღ კვებას თუ შევუთავსებთ სპორტს და მოვიწესრიგებთ ძილს, შედეგიც არ დააყოვნებს.

მართალია ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ჩვენ მაინც ვირჩევთ დიეტებს, რომლებიც სწრაფად დაგვაკლებინებს ბევრ კილოგრამს. გთავაზობთ ყველაზე ტრენდულ დიეტებს:

ინტერვალური შიმშილი, intermittent fasting (8/16 საათიანი, 6/18 საათიანი, 20/4 საათიანი უზმო ინტერვალები ან 5/2):

ბოლო წლებია კვების ეს მოდელი ძალიან პოპულარული გახდა. შესაძლოა ეს მეთოდი სწორი კვების ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება, თუმცა წონის კლებისთვის მართლაც ეფექტურია, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად, 16 საათი შიმშილობ და 8 საათის განმავლობაში 2 ან 3-ჯერ იკვებები, ან 18 საათი შიმშილობ და 6 საათის განმავლობაში 2-ჯერ იღებ საკვებს, ან 20 საათი შიმშილობ და 4 საათის განმავლობაში 2-ჯერ იღებ საკვებს, ან 2 დღე შიმშილობ და 5 დღე ჯანსაღად იკვებები.

ინტერვალური შიმშილის დროს უჯრედის შიგნით არსებული ლიზოსომები ფერმენტების მეშვეობით ინელებენ ნახშირწყლებს, ცილებს და ცხიმებს. ამ პროცესს ეწოდება აუტოფაგია (თვითვშთანთქავ), ამ დროს უჯრედისთვის უვარგისი, დაზიანებული მოლეკულები ნადგურდება, რაც კარგია იმუნური სისტემისთვის. ზოგადად, შიმშილი არის აუტოფაგიის გამომწვევი, ეს არის უჯრედის პასუხი სტრესზე. ამ დროს გლუკოზის დონე სისხლში მკვეთრად ქვეითდება, ღვიძლში დაგროვილი გლიკოგენი გლუკოზად გარდაიქმნება, გლუკოზის რეზერვის ამოწურვის შემდეგ კი, ღვიძლი ცხიმს გარდაქმნის კეტოსხეულებად ორგანიზმის ენერგიით უზრუნველსაყოფად.

ამ მეთოდით წონაში კლებას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება. არ არის სასურველი გულის დაავადებების ან შაქრიანი დიაბეტის დროს.

 

უგლუტენო დიეტა:

ამ დროს გლუტენის შემცველი პროდუქტების საკვები რაციონიდან ამოღება აუცილებელია. უგლუტენო დიეტის მიმდევრების აზრით, გლუტენის ამოღების შემდეგ მათ წონაშიც დაიკლეს.

გლუტენი, ანუ წებოვანა, მცენარეული წარმოშობის ცილაა, რომელსაც სხვადასხვა მარცვლეული შეიცავს. გლუტენის გადასამუშავებლად ორგანიზმს დიდი რაოდენობით ფერმენტი სჭირდება.

გლუტენის აუტანლობა ცელიაკიას სახელითაა ცნობილი. ეს მდგომარეობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს: დიარეა, ანემია, თავის ტკივილი, შფოთვა ან დეპრესია, ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი.

უგლუტენო დიეტის დროს იკრძალება: ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი, ფქვილი, ქატო და სხვა ბურღულეული. ასევე, მაკარონი, ძეხვი, სოსისი, ლორი, ხორცისა და თევზის კონსერვები, ნახევარფაბრიკატები, რბილი ყველი, მზა რძის პროდუქტები ხილით, მარცვლეულით და სხვ. დაშაქრული ხილი, ტკბილეული და ა.შ.

დაშვებულია: ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი, სიმინდი, სორგო, სვია, ამარანტი. ყველა ის პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ცელიაკიისთვის, დაუმუშავებელი ახალი ან გაყინული ხორცის სახეობები, თევზი და ზღვის პროდუქტები, რძე და მისი ნაწარმი. ასევე შეგიძლიათ: კვერცხი, ხილი, ბოსტნეული, სოია, ლობიო, ბარდა, თხილი, კარტოფილი, წაბლი, შინ მომზადებული ნატურალური წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ღვინო, შაქარი, თაფლი, ხილფაფები, კაკაოს ფხვნილი, გოზინაყი, მჭადი, ღომი.

აღსანიშნავია, რომ წამლები, კოსმეტიკა, სტომატოლოგიური მოვლის საშუალებები შესაძლოა შეიცავდეს გლუტენს. სწორედ ამიტომ უნდა წაიკითხოთ მათი ანოტაციები ან ბუკლეტები, სადაც წერია, შეიცავს თუ არა პროდუქტი გლუტენს.

ეს დიეტა უნდა დაიცვას იმ ადამიანებმა, რომლებსაც ანალიზების პასუხების საფუძველზე დაუდგინდა გლუტენზე აუტანლობა.

„სირტფუდ“ დიეტა (Sirtfood Diet),

ააქტიურებს ორგანიზმში სირტუინების გამომუშავებას. სირტუინები (SIRT) არის 7 ცილისგან შემდგარი ჯგუფი. სირტუინები დადებითად მოქმედებენ მეტაბოლიზმზე, მონაწილეობენ ანთებით პროცესში. არსებობს ვარაუდი, რომ სირტუინები სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

სირტუინებს შეიცავს წითელი ღვინო და შოკოლადი, ასევე ბევრი მწვანე ბოსტნეული.

ამ კვების მოდელის ავტორები არიან ინგლისელი ნუტრიციოლოგები − აიდან გოგინსი და გლენ მატენი. 2016 წელს მათ გამოსცეს წიგნი − Sirtfood Diet. აღნიშნული დიეტით კვირაში დაახლოებით 2 კგ-ს იკლებთ.

სწორედ ამ კვების მოდელით დაიკლო მომღერალმა ადელმა ბევრი კილოგრამი და დღემდე ინარჩუნებს ფორმას, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დიეტასთან ერთად მან დაიწყო ვარჯიში, მიატოვა სიგარეტის მოწევა და უარი თქვა ალკოჰოლზე.

სირტუინის დიეტა კარგია ინსულინრეზისტენტობის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, სიმსუქნისა და ალცჰაიმერის დაავადების დროს.

დიეტა ორი ფაზისგან შედგება და 21 დღე გრძელდება. როგორც ავტორები გვარწმუნებენ, მისი გამეორება უსაფრთხოა.

ამ დიეტის მინუსი ის არის, რომ დაბალკალორიულია და ერთფეროვანი (პირველი სამი დღე სულ 1000 კკალ, მეოთხე დღიდან 1500 კკალ დღეში).

ის არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს (როცა ანამნეზში არის რეფლუქს ეზოფაგიტი, საყლაპავის თიაქარი, კენჭები ნაღვლის ბუშტში, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ).

შენიშვნა: უნდა გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ყველა ადამიანისთვის ერთნაირად სასარგებლო უნივერსალური კვების მოდელი.

ასევე გაეცანი

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე
Health & Beauty

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბენე ექსკლუზივი – ლიდერი სატრანსპორტო კომპანია ქართულ ბაზარზე

#OK! ბენე ექსკლუზივი – ლიდერი სატრანსპორტო კომპანია ქართულ ბაზარზე

July 5, 2023
#OK! ირინა შეიკის და პატარა ლეას უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

#OK! ირინა შეიკის და პატარა ლეას უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

October 7, 2021
#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly პაპარაცებმა რომანტიკულ ვითარებაში შენიშნეს

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly პაპარაცებმა რომანტიკულ ვითარებაში შენიშნეს

June 2, 2021
#OK! აგვისტოს ომი ფოტოებში

#OK! აგვისტოს ომი ფოტოებში

August 8, 2025

კვირის ჰიტები

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

February 15, 2026
#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

February 12, 2026
#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

February 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები