• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ყველაფერი ქართული Sopo Iosebidze-სგან

April 9, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Sopo Iosebidze ქართული ბრენდია, რომელიც უკვე მრავალი წელია საზოგადოების წინაშე გამოჩნდა და მომხმარებელს ნატურალური ქსოვილებისგან შექმნილ ძალიან დახვეწილ სამოსს სთავაზობს. ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით ქართულ მოტივებზე შექმნილ ნაქარგებს, რომლებიც ბრენდს ხდის უნიკალურს და ინდივიდუალიზმს სძენს. OK! Fashion Book გთავაზობთ ინტერვიუს დამფუძნებელ სოფო იოსებიძესთან, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს ბრენდის საქმიანობის შესახებ.

 

 

უპირველესად გაგვეცანით…

დავამთავრე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი, ტანსაცმლის მოდელირების განხრით, შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში – სანახაობათა გაფორმება, კინო და თეატრი.

მესამე კურსიდან ვმუშაობ. კინოს მიმართულებით ვარ კოსტიუმების მხატვარი და გარკვეულ დიდ ღონისძიებებზე – დამდგმელი მხატვარი.

ასევე მაქვს საკუთარი ატელიე @silkfactorystudio, სადაც ვქმნი სამოსს, როგორც ინდივიდუალური მომსახურების, ისე საკუთარი ხაზისთვის და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა შოუსა თუ ფილმისთვის. იქმნება სხვადასხვა ეპოქა თუ გმირის საინტერესო კოსტიუმი. აქვე, ჩვენს სივრცეში არის დიდი გარდერობი, სადაც ინახება სხვადასხვა ეპოქიდან გაცოცხლებული ამა თუ იმ გმირის მრავალი კოსტიუმი.

 

 

სოფო, გვიამბეთ ბრენდის შესახებ. რამდენი ხანია ბაზარზე გამოჩნდა და საიდან გაჩნდა იდეა?

ჩვენი ბრენდი ბაზარზე 2010 წლიდან არის წარმოდგენილი.

თავდაპირველად მომხმარებელს ვთავაზობდით ინდივიდუალურ მომსახურებას, სათითაოდ ყველას მათი ფიგურისა და მოთხოვნის შესაფერის ესკიზს ვუქმნიდით და მორგების შემდეგ ინდივიდუალურად ვკერავდით სამოსს. ვახდენდით დეტალიზაციას ხელნაკეთი აქსესუარებითა და სხვადასხვა გაფორმებით.

წლების განმავლობაში, მომხმარებლის მატებასთან ერთად, შეიქმნა ხაზი – @sopoiosebidze, რომელიც უკვე საშუალებას აძლევდა მომხმარებელს, მზა სამოსი შეეძინა.

დღეს ბრენდი sopoiosebidze, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მთელ საქართველოში იყიდება ონლაინმაღაზიის საშუალებით, რაც მთავარია, ნებისმიერი ზომა და ფერი. გარკვეული ლიმიტირებული კოლექციები კი საზღვარგარეთაც აქტიურად გადის და თითქმის ყველა ქვეყანაში გვყავს მომხმარებლები.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

საზოგადოებას ვთავაზობთ განსხვავებულ, ნატურალური ქსოვილებისგან შექმნილ სამოსს, რომელიც არის სადა და ამავდროულად დახვეწილი.

არ მიყვარს ზედმეტი დეტალებით გადატვირთული არც კონსტრუქცია და არც ტექსტილი.

ვმუშაობ აბრეშუმით, ბამბით, ფარჩით, ხავერდით, ტილოთი და სხვა ქსოვილით.

მიყვარს დავიწყებული ძველის განახლება როგორც თარგებში, ისე გაცოცხლება ნაქარგებით, აპლიკაციითა თუ სხვა დეტალებით.

ჩემთვის ძალიან ფასეულია, შესაბამისად, ხშირად გადაგვაქვს ხელით შესრულებული სხვადასხვა ნამუშევარი სამოსზე მინიმალისტური სტილისტიკით. მაგალითად, პერანგზე ხელით ნაქარგი დეტალი, ბლუზაზე აპლიკაცია, ტყავის დეტალები და სხვა.

ძალიან ხშირად ვქმნი კონცეპტუალურ სამოსს. მიყვარს სადა, მაგრამ განსხვავებული ჭრები და ხაზები.

 

რას სთავაზობთ მომხმარებლებს გაზაფხულის სეზონისთვის?

გაზაფხულის კოლექცია შედგება ახალი, განსხვავებული პიჯაკითა და მოსაცმელით, რომელშიც ჟილეტი და მოსაცმელი ერთადაა გაერთიანებული.

აქტუალურია ორეულები, პერანგები ნაქარგებით, ლაბადები. გამოვიყენეთ როგორც ტილო, ისე ხავერდი და ველვეტი.

 

რა მიგაჩნიათ ბრენდის ნიშად?

ბრენდის ნიშა სადა, კომფორტული და ყველასგან განსხვავებული სამოსია, რომელიც ბუნებრივი მასალებისგანაა შექმნილი.

სამოსში არამარტო დიზაინს და ტექსტილს ვაქცევთ უდიდეს ყურადღებას, ასევე დიდ დროს ვუთმობთ დამუშავებას, ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?

უახლოეს მომავალში ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ ახალ ხაზს – Home-ს, რაზეც უკვე ვმუშაობთ და მალე იხილავთ. დავამატებთ ძველქართულ მოტივებზე შექმნილ სასაჩუქრე ყუთებსა და სახლის აქსესუარებს.

შორეულ გეგმებში ფეხსაცმლისა და ჩანთების ხაზის დამატებაც მოიაზრება.

 

 

Photography: Bekajokharidze

Photography assistant: mariamfiskur

მოდელი: მარიამ სანოგო

ნინი ციხელაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე

March 12, 2026
#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე
Fashion

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

March 10, 2026
#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე
Fashion

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026
#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს
Fashion

#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რატომ ვიმატებთ წონას ზამთარში და როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა

#OK! რატომ ვიმატებთ წონას ზამთარში და როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა

November 15, 2025
#OK! ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება – გიორგი ჩიკვაიძის წარმატების ამბავი

#OK! ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება – გიორგი ჩიკვაიძის წარმატების ამბავი

August 1, 2022
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

June 30, 2022
#OK! როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში – რჩევები ჰეილი ბიბერისგან

#OK! როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში – რჩევები ჰეილი ბიბერისგან

July 19, 2025

კვირის ჰიტები

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! LOVE STORY  ორი ხელოვანი, ერთი მთლიანობა – გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის სიყვარულის ისტორია

#OK! LOVE STORY ორი ხელოვანი, ერთი მთლიანობა – გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის სიყვარულის ისტორია

March 5, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026
#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

March 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები