• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ყველა ქალს აქვს სუპერძალა, მთავარია მოვუსმინოთ საკუთარ თავს და აღმოვაჩინოთ

March 6, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ჟურნალ OK!-ის მკითხველი ქართულ კომპანიას more Beauty-ს ძალიან კარგად იცნობს. ის უკვე წლებია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს სანდო ევროპული ბრენდების თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. გარდა წარმატებული საქმიანობისა, კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობითაც გამოირჩევა. ახალი კამპანიის ფარგლებში, მარტის თვეში, ქალებს ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ელოდებათ. აღნიშნული კამპანიის მიზანია ყველა ქალის მხარდაჭერა და მათი გაძლიერება. ამ და სხვა საინტერესო თემებზე More Beauty-ის დირექტორი მარიამ ვაზაგაშვილი გვესაუბრა.

 

More beaury ხშირად ანებივრებს ქალებს საჩუქრებითა და საინტერესო კამპანიებით, წელს რას უმზადებთ მათ?

საჩუქრები, სიურპრიზები და გათამაშებები More Beauty-ში, საბედნიეროდ, გასაკვირი აღარაა. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, კარგ პროდუქტებთან და გამართულ სერვისთან ერთად, რაღაც ღირებულება შევიტანოთ ადამიანების ცხოვრებაში. წლევანდელი ჩვენი მარტის კამპანიაც ქალებს ეძღვნება. ჩვენი მთავარი მესიჯია – არასდროს განვსაჯოთ სხვა ქალები, სხვა დედები, სხვა შვილები თუ თანამშრომლები. მაშინაც კი, თუ ჩვენთვის მიუღებელია მათი აზრი ან ცხოვრების სტილი.

გვინდა სუპერგმირებად ვაქციოთ სხვადასხვა ხედვის, ვიზუალის თუ გარემოების ქალები და ყველას ვუთხრათ, რომ მათ აუცილებლად აქვთ სუპერძალა. მინდა, რომ ჩვენ, ქალები, უფრო მეტად სოლიდარულები ვიყოთ სხვა ქალების მიმართ და მხარს ვუჭერდეთ ერთმანეთს, ასე უფრო ძლიერები ვიქნებით.

 

მარიამ, როდესაც თავიდან ქმნიდით კომპანიას, როგორი მოლოდინი გქონდათ?

ბავშვობიდან ძალიან დიდი მიზნები მქონდა, ვიცოდი, რომ საკუთარი ბიზნესი მექნებოდა და ცხოვრების ყოველ ეტაპზე ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის. გააზრებული მაქვს, რომ რამდენჯერაც უნდა დავეცე, არ გავჩერდები. წარმატება ჩემთვის არის დაუსრულებელი და საინტერესო პროცესი, რომლისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. More Beauty არის ჩემი საოცნებო კომპანია, როგორზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი და წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.

 

 

 

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი ბრენდის წარმატება?

გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა, ალბათ ყველაფერმა ერთად. პირველ რიგში სიყვარულმა, More Beauty ოჯახური ბიზნესია, ის მე და მამამ დავაარსეთ და მას ჩემს მეუღლესთან ერთად ვმართავთ. გვიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებთ და ადამიანები, ჩვენი გუნდი, ვისთან ერთადაც ამ ძალიან საინტერესო გზას გავდივართ.

 

თქვენი აზრით, როგორი ხელმძღვანელი ხართ?

მიყვარს სიმარტივე. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თუ სწორ ადამიანებს დაუკავშირებ, მიზანი გაცილებით მარტივად მიიღწევა და პროცესიც მეტად სასიამოვნო იქნება. არ მიყვარს ნეგატივი და მას ყველგან ვერიდები, მათ შორის სამსახურშიც. More Beauty-ში გავაერთიანეთ ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით, საქმისადმი სიყვარულით და მაღალი ეფექტურობით. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ საერთო მიზნებით და ჩვენი გუნდის წევრებს არ სჭირდებათ სიმკაცრე, სტრესი და შეზღუდვები. თუ ვინმე ჩვენს ხედვას ვერ იზიარებს და ნეგატივი მოაქვს, საქმიან ურთიერთობას დაუყოვნებლივ ვწყვეტთ.

 

რა სახის სირთულეები და წინააღმდეგობები გქონიათ კარიერულ გზაზე?

ალბათ უცნაურ რამეს ვიტყვი, მაგრამ ცხოვრებაში იმდენად კონცენტრირებული ვარ პოზიტივზე, ნეგატიურ ჭრილში არაფერს ვიმახსოვრებ. წინააღმდეგობებსაც, რომელიც ნებისმიერ საქმეში ძალიან ხშირია, გამოწვევად და გაკვეთილად აღვიქვამ. ის გვაძლიერებს და აქედან ვსწავლობთ, ამიტომ ვცდილობთ წინააღმდეგობებს მომზადებული შევხვდეთ და მისგან მაქსიმალური გამოცდილება მივიღოთ.

 

რა გაძლევთ თქვენი საქმის კეთების მოტივაციას?

ჩემი ოჯახი, მეგობრები, საკუთარი თავი, ჩემი „თინეიჯერი მე“, თუმცა მოტივაცია ყოველთვის არ გვაქვს საქმის საკეთებლად, პირიქით, ხანდახან ის საერთოდ არ გაქვს, ამიტომ მას არ უნდა დაელოდო. ჩემს თავს ყოველთვის ვეკითხები, რა არის საჭირო, რომ გავაკეთო და არა, რა მინდა. უნდა გადაწყვიტო და გაიაზრო, რომ რაც უნდა მოხდეს, არ უნდა გაჩერდე.

 

 

რას ეტყოდით ქალებს, ვინც კარიერას ახლა იწყებენ…

ვეტყოდი, რომ მთავარია ზუსტად გაიგო, თუ რა გინდა ცხოვრებაში, აღმოაჩინო საკუთარი თავი, შეიყვარო და აკეთო აუცილებლად ის, რაც ძალიან გიყვარს და დიდ სიამოვნებას განიჭებს. სულ რომ მთელი სამყარო გეწინააღმდეგებოდეს და შენი არავის სჯეროდეს, თუ ირწმუნებ საკუთარ ძალებს და არ გაჩერდები, აუცილებლად ყველაფერი გამოგივა!

 

სამომავლო გეგმები…

მომავალი და გეგმები ჩემთვის ყოველთვის პირადულია მანამ, სანამ რეალობად არ იქცევა. მიზნები ძალიან ბევრია და უკვე მათი ასრულების პროცესში ვართ. ერთი სასიხარულო ამბავი, რაც უკვე დავაანონსეთ, არის ის, რომ More Beauty ახალ შოურუმს ხსნის „აქსის თაუერსში“ (ი. ჭავჭავაძის 37) და მომხმარებლებს ძალიან მალე უმასპინძლებს.

ასევე საქმიანი ვიზიტი გვაქვს იტალიაში მარტში. ვიმედოვნებთ, რომ ახალ პარტნიორებს შევიძენთ და ახალი, ეფექტური და მოთხოვნადი პროდუქტები დაგვემატება, რასაც ეტაპობრივად დავაანონსებთ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: UNFOUND DOOR

ასევე გაეცანი

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
Health & Beauty

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

March 23, 2023
#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით
ინტერვიუ

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა
Health & Beauty

#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა

March 21, 2023
#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში
ინტერვიუ

#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

March 22, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოიყურება ბევერლი ჰილზში არსებული 2.2 მილიონი დოლარის ღირებულის სახლი, რომელიც Doja Cat-მა შეიძინა

#OK! როგორ გამოიყურება ბევერლი ჰილზში არსებული 2.2 მილიონი დოლარის ღირებულის სახლი, რომელიც Doja Cat-მა შეიძინა

April 5, 2021
#OK! Food seasons – Austrian bistro – ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული უგემრიელესი კერძები

#OK! Food seasons – Austrian bistro – ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული უგემრიელესი კერძები

September 4, 2022
#OK! “ემის” მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი – ზენდეია კარიერულ წინსვლასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს

#OK! “ემის” მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი – ზენდეია კარიერულ წინსვლასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს

March 1, 2021
#OK! MGK-იმ მეგან ფოქსს უღალატა? – პოსტი, რომელიც სოციალურ ქსელში მსახიობმა გაავრცელა

#OK! MGK-იმ მეგან ფოქსს უღალატა? – პოსტი, რომელიც სოციალურ ქსელში მსახიობმა გაავრცელა

February 13, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ვერძი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

#OK! ვერძი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

March 21, 2023
#OK! მომავალი ტოპ მოდელი – ალესანდრა ამბროსიო 14 წლის ქალიშვილთან ერთად “გუჩის” წვეულებას დაესწრო

#OK! მომავალი ტოპ მოდელი – ალესანდრა ამბროსიო 14 წლის ქალიშვილთან ერთად “გუჩის” წვეულებას დაესწრო

March 24, 2023
#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

March 21, 2023
#OK! 60 წლის დემი მურის გამოჩენა 31 წლის ქალიშვილთან ერთად – ვარსკვლავური დედა-შვილი Fashion Trust US-ის დაჯილდოებას დაესწრო

#OK! 60 წლის დემი მურის გამოჩენა 31 წლის ქალიშვილთან ერთად – ვარსკვლავური დედა-შვილი Fashion Trust US-ის დაჯილდოებას დაესწრო

March 22, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×