• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ყოველთვის მსურდა ადამიანებისთვის დადებითი ემოციები მეჩუქებინა

December 30, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

არ არსებობს სილამაზის სტანდარტი, არსებობს ჯანმრთელობა, რომელიც გვალამაზებს. XXI საუკუნეში პლასტიკური ქირურგიის წყალობით სიტყვა „შეუძლებელი“ არ არსებობს. შეცვალო სხეულის ნებისმიერი ნაწილი უკეთესობისკენ, უკვე შესაძლებელია, თან ისე, რომ ამით არ ავნო საკუთარ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე სახის პლასტიკას ეხება, შესაბამის-კომპეტენტურ სპეციალისტს მივმართოთ. ამ სტატიაში გაეცნობით ცხვირისა და ყურის (რინოპლასტიკისა და ოტოპლასტიკის) დიდოსტატს, პლასტიკურ ქირურგს − დავით მამისაშვილს.

რამდენიმე სიტყვით თქვენ შესახებ…

უკვე 13 წელია რაც ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგი ვარ. ყოველთვის მსურდა ადამიანებისთვის დადებითი ემოციები მეჩუქებინა, ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია, რომელიც არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს ჩემს პაციენტებს, არამედ ესთეტიკური კუთხითაც ალამაზებს და შინაგან თავდაჯერებულობას სძენს. ეს არ არის ჩემთვის უბრალოდ პროფესია, ეს არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც საინტერესოს ხდის ყოველ დღეს.

 

კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი საქმიანობის სფერო?

ჩემს კომპეტენციაშია არა მხოლოდ ცხვირისა და ყურის პლასტიკა, არამედ ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა მართვა, მკურნალობა და ქირურგია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

 

როგორი მეთოდით მუშაობთ ცხვირის პლასტიკის შემთხვევაში და რატომ ირჩევთ ამ მიდგომას?

ვმუშაობ როგორც ღია, ასევე დახურული მეთოდით, მაგრამ ცხვირის სრული პლასტიკის დროს უპირატესობას ვანიჭებ ღია მეთოდს. ღია მეთოდით შესაძლებელია ზუსტად განვახორციელოთ ცხვირის დეფექტის ვიზუალიზაცია, რაც დახურული მეთოდის დროს პალპაციის გარეშე შეუძლებელია.

ხშირად, პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, ან ვერ რისკავენ პირდაპირ ქირურგია ჩაიტარონ, საცდელად, ფილერით ცხვირის კორექციას მიმართავენ. რა აზრის ხართ ამ მეთოდზე?

ფილერით ცხვირის კორექცია ყველა ცხვირის მოდელზე არ არის შედეგიანი, ეფექტის შესანარჩუნებლად კი რამდენიმე პროცედურა უნდა ჩაიტაროს პაციენტმა. ამასთან, ფილერით კორექცია გარკვეულ რისკ-ფაქტორებთან არის დაკავშირებული და თუ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთან არ მოხვდება პაციენტი, შესაძლოა მხედველობის დაკარგვამდეც კი მივიდეს საქმე. ასევე, ფილერით კორექციის შემდეგ ტემპერატურის ცვლილებისას აღენიშნებათ ფილერის შეყვანის ზონაზე სილურჯე ან სიწითლე, რაც ვიზუალურად არ გამოიყურება კარგად და დამატებით დისკომფორტს ქმნის, ხოლო თუ პაციენტი გადაწყვეტს პლასტიკურ ქირურგიას, აუცილებელია ფილერის გაკეთებიდან ერთი წელი იყოს გასული ან ოპერაციამდე ერთი თვით ადრე მოხდეს ფილერის დაშლა.

პოტენციურ პაციენტებს ასევე აქვთ ე.წ. ტამპონის ამოღების შიში. როგორ დაამშვიდებთ მათ?

ეს იყო მრავალი წლის წინ, როცა დოლბანდის ნაჭერს ათავსებდნენ ოპერაციის შემდეგ, მისი ამოღება კი ნამდვილად იყო უსიამოვნო და მტკივნეული. დღეს უკვე თანამედროვე მასალებია შემუშავებული: ჩვენ ვიყენებთ ისეთ ტამპონებს, რომელთა ამოღება სრულიად უმტკივნეულოა, მთავარია პაციენტი ფსიქოლოგიურად მშვიდად იყოს. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ტამპონების ამოღებამდე წინასწარ განიცდიან პაციენტები ამოღების პროცესს, შემდეგ კი გაოცებულები არიან და თავად აღნიშნავენ, რომ ნამდვილად უმტკივნეულო პროცედურაა.

რამდენად მოთხოვნადია ოტოპლასტიკა და რა შემთხვევაშია მისი ჩატარების საჭიროება?

ოტოპლასტიკა კეთდება ყურის სტრუქტურის/ფუნქციის ცვლილებებისთვის. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ოტოპლასტიკაზე, რადგან სახის ვიზუალს ძალიან ცვლის. ძირითადად მოგვმართავენ ყურის ზომაში დაპატარავების მიზნით.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ჩაიტარონ რინოპლასტიკა/ოტოპლასტიკა, მაგრამ ვერ ბედავენ?

ადამიანს თუ სურვილი გაქვს, შეცვალო შენში რაღაც, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. საჭიროა გაბედო და გადადგა ნაბიჯი, რისიც გეშინია, მაგრამ თან ძალიან გინდა. ეს არა მხოლოდ იმ კონკრეტული შედეგით მოგანიჭებს ბედნიერებას, არამედ ცხოვრებისეულად მსგავსი პატარ-პატარა ნაბიჯები უფრო თამამს, თავდაჯერებულსა და მამაცს გაგხდის. თითოეულ მომავალ პაციენტს ვურჩევდი ოპერაციამდე სწორად აირჩიონ ქირურგი, ვინაიდან ქირურგი არის ადამიანი, რომელმაც უნდა აჩუქოს პაციენტს ახალი სახე. ასევე, განიხილონ ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მათ შორის პოსტოპერაციული პერიოდი და მცირედი რისკ-ფაქტორებიც.

ასევე გაეცანი

#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023
Health & Beauty

#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

September 22, 2023
#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა
Health & Beauty

#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა

September 21, 2023
#OK! „მე ქალს აღვიქვავ, როგორც სამყაროში ერთერთი ლამაზი ქმნილება და ჩემი პროფესია სწორედ ამ სილამაზის შენარჩუნებას ემსახურება“.
Health & Beauty

#OK! „მე ქალს აღვიქვავ, როგორც სამყაროში ერთერთი ლამაზი ქმნილება და ჩემი პროფესია სწორედ ამ სილამაზის შენარჩუნებას ემსახურება“.

September 21, 2023
ნიშური პარფიუმერიის სამეფო ბრენდი ROJA Parfums საქართველოშია
Fashion

ნიშური პარფიუმერიის სამეფო ბრენდი ROJA Parfums საქართველოშია

September 12, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! იყავი ტრენდული და კომფორტული KEDDO სთან ერთად

#OK! იყავი ტრენდული და კომფორტული KEDDO სთან ერთად

April 12, 2023
#OK! “ მე გავიზარდე ოჯახში, სადაც თავი უსაფრთხოდ არასდროს მიგრძვნია” – ჯენიფერ ენისტონი

#OK! “ მე გავიზარდე ოჯახში, სადაც თავი უსაფრთხოდ არასდროს მიგრძვნია” – ჯენიფერ ენისტონი

January 13, 2022
#OK! დუა ლიპას თვალისმომჭრელი გამოჩენა ფლორენციის ქუჩებში

#OK! დუა ლიპას თვალისმომჭრელი გამოჩენა ფლორენციის ქუჩებში

June 1, 2022
#OK! თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულნი…

#OK! თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულნი…

July 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „როგორ გაუმართლა ბენს…“ – ნუკი კოშკელიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს!

#OK! „როგორ გაუმართლა ბენს…“ – ნუკი კოშკელიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს!

September 21, 2023
#OK! სელებრითების საყვარელი ტელეწამყვანი – ჯიმი ფელონის გზა წარმატებამდე

#OK! სელებრითების საყვარელი ტელეწამყვანი – ჯიმი ფელონის გზა წარმატებამდე

September 19, 2023
#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც სასწორის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც სასწორის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

September 23, 2023
#OK! შორენა ბეგაშვილის ზაფხულუს ვოიაჟი გრძელდება!

#OK! შორენა ბეგაშვილის ზაფხულუს ვოიაჟი გრძელდება!

September 19, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები