• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! რატომ უყვართ ფინელ მოსწავლეებს სკოლა?

October 31, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ფინური სწავლების მეთოდები ჰუმანური და მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებულია. სკოლები ბავშვებს უფასო კვებას სთავაზობენ. ბუფეტში ცალკეა კერძები ვეგეტარიანელებისა და ალერგიის მქონე ბავშვებისთვის. არსებობს პურის დაახლოებით ექვსი სახეობა. ჩვენ გაგიზიარებთ ფინური სკოლების შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რაც ადასტურებს, რომ კარგი განათლების მიღება გადაღლისა და შეზღუდვების გარეშეც შეიძლება.

1. ფინური სკოლის სასადილოში საკვები უფასოა, ამასთან, მრავალფეროვანი და შეუზღუდავი რაოდენობით. გარდა ამისა, მოსწავლისთვის ექსკურსიები და სასკოლო ნივთებიც უფასოა.

Разрушение мифа о хорошем образовании в Финляндии - Володимир Гломозда / ЛІГА.Блоги

2. ფინეთში 10 ქულიანი შეფასების სისტემაა, მაგრამ ფინურ სკოლებში შეფასებებს მესამე კლასამდე არ იყენებენ. მესამედან მეშვიდე კლასამდე სიტყვიერი შეფასებები მოქმედებს: „საშუალოდან“ „შესანიშნავამდე“. შეფასებებისთვის საყვედური აქ მიღებული არ არის. ის მხოლოდ ცოდნის გასაუმჯობესებლად და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაცვლელად გამოიყენება.

Как работает финская система образования?

3. თითოეული მოსწავლე ინდივიდუალური მიდგომით სარგებლობს. მოსწავლეებს ერთ გაკვეთილზე სხვადასხვა სირთულის დავალებების შესრულება შეუძლიათ. სხვადასხვა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვები ერთად სწავლობენ. თუ ბავშვს მასალის დაძლევა უჭირს, მასწავლებლები მისთვის ინდივიდუალურ გაკვეთილებს აწყობენ. დამატებით სხვადასხვა საგნები ისწავლება, მაგალითად, მშობლიური ენები ემიგრანტების შვილებისთვის. თუ მოსწავლეს გაკვეთილი არ აინტერესებთ, შეუძლია სხვა საქმით დაკავდეს. მაგალითად, წიგნი იკითხოს ან კეროს.

Чем отличается финская система о

4. ფინეთის სკოლებში სასკოლო ფორმები არ არსებობს, რადგან მოსწავლეებს თვითგამოხატვა არ ეკრძალებათ. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ტანსაცმლის ტარება, მაკიაჟისა და თმის ვარცხნილობის გაკეთება.

Дошкольное образование

5. მოსწავლეებს არ მოეთხოვებათ მერხებთან ჯდომა. გაკვეთილების დროს მათ სკამებზე ან იატაკზე ჯდომა შეუძლიათ. თბილ ამინდში გაკვეთილები სკოლის გარეთ, მწვანე ბალახზე ან ამფითეატრში ჩაშენებულ სპეციალურ სკამებზე ტარდება.

6. საშინაო დავალება ძალიან პატარა და საინტერესოა. ფინელ მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ბავშვებმა სახლში უნდა დაისვენონ და მშობლებთან ერთად დრო გაატარონ. შესაბამისად, საშინაო დავალება ძალიან ცოტა დროს მოითხოვს. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე შეიძლება ბებიასთან გასაუბრება და იმის გარკვევა გთხოვონ როგორი ცხოვრება იყო 1950-იან წლებში, რომ დაადგინოთ განსხვავება იმ დროსა და დღევანდელობას შორის.

 

Финская школа — особенности

7. ფინელი მასწავლებლები ამბობენ – ან ცხოვრებისთვის უნდა მოემზადოთ ან გამოცდებისთვის. ჩვენ პირველს ვირჩევთ, ამიტომ, ფინეთის სკოლებში გამოცდები არ არსებობს. მასწავლებელმა შეიძლება საკუთარი ინიციატივით საკონტროლო წერა ჩაატაროს. ერთადერთი სავალდებულო მოთხოვნაა სტანდარტიზებული ტესტის ჩაბარება 16 წლის ასაკში, სკოლის დამთავრების შემდეგ.

8. ფინელ ბავშვებს მხოლოდ იმას ასწავლიან, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ბავშვები აქ სწავლობენ, ახალ, მუდმივად ცვალებად სამყაროსთან ადაპტაციის უნარია. არაფრის დაზეპირება საჭირო არ არის – შეგიძლიათ ინფორმაცია ვიკიპედიაში მოძებნოთ.

Среднее специальное образование

9. ფინეთში „ელიტური“ სკოლები არ არსებობს, ყველა სკოლა თანაბრად კარგია, ამიტომ ბავშვები სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში დადიან. სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ბავშვი, მას აქვს წვდომა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სადაც კვალიფიციური მასწავლებლები, მაღალი ხარისხის სასწავლო მასალები და ნოყიერი კვებაა.

10. ზოგჯერ სკოლებში საღამოები იმართება, რასაც ღამისთევა მოჰყვება. ბავშვები სახლიდან საძილე ტომრებს მოაქვთ და ღამეს სკოლაში, მასწავლებლებთან ერთად ატარებენ – ფილმებს უყურებენ და თამაშობენ, დილით კი საუზმეს ნაყინთან ერთად მიირთმევენ. როგორ არ უნდა გიყვარდეს ასეთ სკოლა?

Финская школа — особенности

11. მასწავლებლები ერთსა და იმავე სკოლაში დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობენ. ისინი სამსახურს ხშირად იცვლიან. მაგალითად, დედაქალაქში მცხოვრები მასწავლებელი შეიძლება გარკვეული დროით სოფელში ასწავლიდეს და პირიქით.

12. მოსწავლეები თავად ირჩევენ დამატებით საგნებს და საკუთარ გრაფიკს ქმნიან. მათ ასევე შეუძლიათ აირჩიონ მასწავლებელი, ვისთანაც სწავლა უნდათ.

13. მოსწავლისთვის ყველა სახელმძღვანელო და საკანცელარიო ნივთი უფასოა. ის თავის ნივთებს პირად კარადაში ტოვებს, ამიტომ, ფინეთში ვერ ნახავთ მოსწავლეს, რომელსაც უზარმაზარი ზურგჩანთა მიაქვს.

14. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შესვენების დროს სკოლის ეზოში სასეირნოდ უშვებენ. ეს სავალდებულოა, იმის მიუხედავად, გარეთ წვიმს თუ 20 გრადუსიანი ყინვაა.

15. მობილური ტელეფონები აკრძალული არ არის, მაგრამ გაკვეთილზე მათი გამოყენება არ შეიძლება. ამასთან, მოსწავლეებს საკლასო ოთახში გამოსაყენებლად პლანშეტები და ლეპტოპები ეძლევათ.

Помощь семьям с детьми в Финляндии в разных жизненных ситуациях

16. თუ მოსწავლეები სკოლიდან მოშორებით ცხოვრობენ, ისინი სკოლიდან სახლამდე და სახლიდან სკოლამდე სკოლის ავტობუსით გადაჰყავთ. მოსწავლეების ტრანსორტირების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს – ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 12.2% განათლებაზეა გამოყოფილი.

როგორც ხედავთ, ფინელ მოსწავლეებს უყვართ სკოლა, არ იტანჯებიან გამოცდებისთვის მზადებისას და ხშირად ერთობიან. ამის მიუხედავად,  საერთაშორისო კვლევების თანახმად, მსოფლიოში ცოდნის ყველაზე მაღალ დონეს აჩვენებენ და ერთ-ერთი ყველაზე ნაკითხები არიან.

ასევე გაეცანი

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა
OK! News

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

November 12, 2025
#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა
OK! News

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

November 12, 2025
#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ
OK! News

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ
OK! News

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ემოციური მიზეზი, რის გამოც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ არჩის 200 ცალი იდენტური ქუდი უყიდეს

#OK! ემოციური მიზეზი, რის გამოც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ არჩის 200 ცალი იდენტური ქუდი უყიდეს

May 12, 2021
#OK! ელე ფენინგი Vivienne Westwood-ის კაბით! მსახიობი Film Independent Spirit Awards-ის რიგით 36-ე დაჯილდოებაზე!

#OK! ელე ფენინგი Vivienne Westwood-ის კაბით! მსახიობი Film Independent Spirit Awards-ის რიგით 36-ე დაჯილდოებაზე!

April 23, 2021
#OK! რიტა ორასა და ტაიკა ვაიტიტის რომანტიკული მომენტი პაპარაცების ყურადღებას იქცევს

#OK! რიტა ორასა და ტაიკა ვაიტიტის რომანტიკული მომენტი პაპარაცების ყურადღებას იქცევს

November 24, 2021
#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სარკისებრი თარიღი – რა უნდა გააკეთოთ 11 ნოემბრის 11:11 საათზე?

#OK! სარკისებრი თარიღი – რა უნდა გააკეთოთ 11 ნოემბრის 11:11 საათზე?

November 10, 2025
#OK! ილონ მასკი შეიძლება მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს

#OK! ილონ მასკი შეიძლება მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს

November 11, 2025
#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

November 12, 2025
#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რისი გაკეთება არ შეიძლება?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რისი გაკეთება არ შეიძლება?

November 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები