• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! უილ სმიტის შვილი Christian Louboutin-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა

September 17, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Christian Louboutin -ის მოდის სახლი მამაკაცების კოლექციისთვის კრეატიულ დირექტორს პირველად ნიშნავს. როგორც გამოცემა WWD წერს, ის მსახიობ უილ სმიტის ვაჟი, რეპერი ჯეიდენ სმიტი იქნება.

სმიტი ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და ტყავის ნაწარმის მიმართულებით ოთხ კოლექციას შექმნის. გარდა ამისა, ჯეიდენის მოვალეობებში ამ მიმართულებით სარეკლამო კამპანიების ხელმძღვანელობა, ორგანიზება და სხვა პროექტებზე მუშაობა იქნება. სმიტის პირველი კოლექცია 2026 წლის იანვარში, პარიზის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი.

„ეს ერთ-ერთი უდიდესი ჯილდოა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ვნერვიულობ იმის გამო, რომ ასეთი სერიოზული როლი მერგო. როცა კრისტიანმა მომმართა, გაოცებული დავრჩი იმით, თუ რამდენად ვგავართ ერთმანეთს და როგორ გვიყვარს ყველაფრის ერთნაირად კეთება,“ — განაცხადა ჯეიდენ სმიტმა.

ფრანგმა დიზაინერმა კი აღნიშნა, რომ ჯეიდენს პირველად 2019 წელს შეხვდა. მისი თქმით, სმიტი მას „ძალიან საინტერესო, ძალიან კეთილ, ძალიან მოკრძალებულ და უპირველეს ყოვლისა, ძალიან საინტერესო ადამიანად ეჩვენება.“ ლუბუტენს განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცის ჩაცმის სტილი და აზროვნების მანერა იზიდავს და აღიარებს, რომ ის საკუთარ ახალგაზრდობას ახსენებს.

„ჩაცმა მისთვის თავგადასავალი და ურთიერთობის ფორმაა. ის ამას გააზრებულად, მაგრამ თამაშით აკეთებს. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია საგნების განლაგებით გამაოცოს“ — თქვა მან სმიტზე.

აღსანიშნავია, რომ Christian Louboutin-ში მამაკაცის ხაზისთვის კრეატიული დირექტორის ოფიციალური შერჩევა არასოდეს ჩატარებულა. ბრენდის დამფუძნებელს ამ პოზიციაზე თავიდანვე ჯეიდან სმიტის ხილვა სურდა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდენ სმიტი უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ-სმიტის ვაჟია. ის 1998 წლის 8 ივლისს დაიბადა. ბავშვობაში არაერთ ფილმში გადაიღეს. მათ შორის: „ყველაფერი ტიპ-ტოპ ანუ ზაკისა და კოდის ცხოვრება“, „კარატე-ბიჭუნა“, „ბედნიერების ძიებაში“ და ა.შ. ახლა კი რეპერია.

რაც შეეხება მოდას, წარსულში მას საკუთარი ბრენდი MSFTSrep ჰქონდა, რომელიც თავის დასთან, ერთად დააარსა. ასევე იყო New Balance-ის ბრენდის ამბასადორი, მონაწილეობდა Louis Vuitton-ისა და სხვა ბრენდების კამპანიებში. გარდა ამისა, ჯეიდენი მოდის ღონისძიებებსა და ჩვენებებზე ხშირი სტუმარია, ხოლო წელს Met Gala-საც დაესწრო.

გაიგე მეტი: https://okmagazine.ge/ok-jada-smithis-aghiareba-uilisadmi-ghalatis-shesaxeb/

ასევე გაეცანი

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე
Fashion

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

March 10, 2026
#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში
OK! News

#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

March 10, 2026
#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე
Fashion

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026
#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს
Fashion

#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა

#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა

April 11, 2025
#OK! ქეით უინსლეტი გრეგ უილიამსის ობიექტივში: 46 წლის მსახიობის ახალი ფოტოსესია HELLO! Russia-სთვის

#OK! ქეით უინსლეტი გრეგ უილიამსის ობიექტივში: 46 წლის მსახიობის ახალი ფოტოსესია HELLO! Russia-სთვის

November 9, 2021
#OK! მატილდა გვარლიანი – მსოფლიო მოდის კაშკაშა  ვარსკვლავი

#OK! მატილდა გვარლიანი – მსოფლიო მოდის კაშკაშა ვარსკვლავი

October 16, 2024
#OK! ზენდეიას და ენდრიუ გარფილდის ერთობლივი ფოტოსესია Variety-ისთვის

#OK! ზენდეიას და ენდრიუ გარფილდის ერთობლივი ფოტოსესია Variety-ისთვის

June 8, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

March 8, 2026
#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

March 10, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები