• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თამთა კიკალეიშვილი

მარტი 6, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ბისტრო „თამთაკისა“ და რესტორან „ველერის“ შეფმზარეული

 

გვესაუბრეთ თქვენი კულინარიული გამოცდილების შესახებ.

განათლებით სცენოგრაფი ვარ, თუმცა ამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. თავდაპირველად კულინარია ჩემი ჰობი იყო, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, როდესაც კერძებს ვამზადებდი. ჩემი ჰობის პროფესიად გარდაქმნაში დიდი წვლილი შეფმზარეულმა რამაზ გემიაშვილმა შეიტანა, რომელიც გონიოში გავიცანი და უგემრიელეს კერძებს მაგემოვნებინებდა. სწორედ ამის შემდეგ უფრო სერიოზულად დავიწყე ამ პროფესიაზე ფიქრი. მან საშუალება მომცა „ევროპის სახლში“ დამეწყო ჩემი კარიერა, რამაც გზა გამიხსნა ამ საქმიანობის უკეთ ასათვისებლად.

შემდეგ იყო რესტორანი – „ტერასა“, სადაც სამი წლის განმავლობაში შეფმზარეული ვიყავი. მოგვიანებით − „რუმსი“.

ძალიან გამიმართლა, რომ ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორან Pied a Terre-ში განსაკუთრებული გამოცდილება მივიღე, შევძელი და რამდენიმე პრაქტიკას დავესწარი, რამაც საოცარი გამოცდილება შემძინა და გამზარდა, როგორც შეფმზარეული. სრულიად სხვა თვალით დავინახე კულინარიის შიდა სამზარეულო.

ამ ეტაპზე დაკავებული ვარ საკუთარი კაფეთი „თამთაკი“ და ასევე, პარტნიორი და შეფმზარეული ვარ რესტორანში „ველერი“.

 

თამთა, როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება კულინარიის პროფესიასთან დაკავშირებით?

ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ამ პროფესიით, შეიცვალა დამოკიდებულებები და შეხედულებები. საზოგადოებამ დაინახა პერსპექტივა და კარიერული წინსვლის გზები, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ რესტორანში მუშაობა ზოგიერთს უხერხულობასაც კი უქმნიდა. ეს სფერო მუდმივად განვითარებადია და ეტაპობრივად კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც ძალიან მახარებს.

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს დამოკიდებულება?

ვფიქრობ ახალგაზრდებმა დაინახეს ამ სფეროში განვითარების დიდი პოტენციალი. დაინერგა სტანდარტი, რამაც საზოგადოებას ახალი ხედვა გაუჩინა.

 

გარდა განათლებისა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს ამ საქმის პროფესიონალი?

უპირველეს ყოვლისა, გემოვნური თვისებები და სიყვარული ამ საქმის მიმართ. ასევე, შრომისმოყვარეობა, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი, ფანტაზია, ბევრის ნახვა, ბევრის დაგემოვნებაც, გამოცდილების დაგროვება, თუმცა ყოველდღიური შრომა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ გახდე ამ საქმის პროფესიონალი.

თავად რამდენი ხანია რაც ამ სფეროში საქმიანობთ და როგორი დამოკიდებულება იყო მაშინ, როდესაც თქვენ აირჩიეთ ეს პროფესია?

უკვე 11 წელია, რაც ამ სფეროში ვსაქმიანობ. თავდაპირველად უბრალოდ დამაინტერესა ამ სამყარომ და სამზარეულოში რომ მოვხვდი, იმ დღიდანვე მივხვდი − ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერად და კომფორტულად ვიგრძნობდი თავს.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მოგზაურობა კულინარიისთვის?

ამ პროფესიის აუცილებელი ნაწილია მოგზაურობა. მათ შორის არა მხოლოდ საზღვრებს გარეთ, არამედ საქართველოს რეგიონებშიც. მთავარია პერიოდულად იმუშაო იმაზე, რომ რაღაც ახალი გასინჯო, ნახო და ადეკვატურად შეაფასო. მნიშვნელოვანია სხვისი შრომის დაფასება და თვალსაწიერის გაფართოება.

რას ურჩევდით დამწყებ მზარეულებს?

ძალიან დიდ მუხტს. შრომისმოყვარეობის გარეშე არაფერი გამოვა. ყოველთვის იფიქრონ იმაზე, რომ უამრავი ნაბიჯია გადასადგმელი იმისათვის, რათა მიაღწიონ წარმატებას ამ სფეროში. მოთმინებით და ყოველდღიური მუშაობით ყველაფერი გამოვა.

 

ასევე გაეცანი

#OK! თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვგრძნობ თავისუფლებას
Décor

#OK! თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვგრძნობ თავისუფლებას

ივლისი 6, 2022
#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია
Fashion

#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია

ივლისი 5, 2022
#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით
Fashion

#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით

ივლისი 4, 2022
#OK! ფოტოზე ადამიანის ემოციების აღბეჭდვა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია
ინტერვიუ

#OK! ფოტოზე ადამიანის ემოციების აღბეჭდვა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია

ივლისი 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ირინა შეიკი და პატარა ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობენ

#OK! ირინა შეიკი და პატარა ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობენ

აპრილი 19, 2021
#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

მაისი 23, 2022
#OK! რას ურჩევს მონიკა ბელუჩი 50 წელს გადაცილებულ ქალებს

#OK! რას ურჩევს მონიკა ბელუჩი 50 წელს გადაცილებულ ქალებს

ოქტომბერი 11, 2021
#OK! პრინცი ჰარი ოთხფეხა მეგობართან ერთად სანაპიროზე ისვენებს

#OK! პრინცი ჰარი ოთხფეხა მეგობართან ერთად სანაპიროზე ისვენებს

აპრილი 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბინომ გრუპი – მომხმარებლის გემოვნებასა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია

#OK! ბინომ გრუპი – მომხმარებლის გემოვნებასა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია

ივლისი 5, 2022
#OK! gvantsas_cookbook – უგემრიელესი არომატები გვანცა მაჩაიძესთან ერთად

#OK! gvantsas_cookbook – უგემრიელესი არომატები გვანცა მაჩაიძესთან ერთად

ივლისი 5, 2022
#OK! კრწანისი გრანდე – სრული კომფორტი შენს კომპლექსში… იცხოვრე ქალაქის ცენტრთან ახლოს, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში

#OK! კრწანისი გრანდე – სრული კომფორტი შენს კომპლექსში… იცხოვრე ქალაქის ცენტრთან ახლოს, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში

ივლისი 2, 2022
#OK! XXI საუკუნის ტრენდული მიმართულება მედიცინაში − პლასტიკური გინეკოლოგია

#OK! XXI საუკუნის ტრენდული მიმართულება მედიცინაში − პლასტიკური გინეკოლოგია

ივლისი 4, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×