#OK! თამო ვაშალომიძემ კიმ კარდაშიანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იმიჯი მოირგო!

კიმ კარდაშიანი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავია, რომელიც გლამურული და თამამი იმიჯით ნამდვილად გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ მოდის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ღონისძიება Met Gala გაიმართა, კიმმა კი წვეულების წითელ ხალიჩაზე მორგებული იმიჯით საზოგადოების გაოცება ნამდვილად მოახერხა. ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე დემნა გვასალიასთან ერთად გამოჩნდა. მათ Balenciaga–ს სამოსი ეცვათ. კიმის ამ გამოჩენამ სოციალური ქსელები მოიცვა. ახლახანს კი ვრცელდება ფოტოები, რომ ქართველმა მოდელმა, თამო ვაშალომიძემ კიმის ეს იმიჯი მოიხდინა.