• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სილამაზის ახალი კონცეფცია − „სქინბარი“ La Clinique-ისგან

ივნისი 30, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

თანამედროვე სამყაროში სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. დროის ცვლილებასთან ერთად კი იზრდება  და იცვლება მოთხოვნები − დაწყებული პლასტიკური ოპერაციებით, დამთავრებული სხვადასხვა სახის პროცედურით, რომლებსაც ხშირად სილამაზის ის სტანდარტი განსაზღვრავს, რომელიც მოცემულ პერიოდშია მოდაში. რაც შეეხება სახის კანის მოვლას, იგი ყოველთვის საჭირო და აქტუალურია. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მიმართავდნენ ქალბატონები მეტად უცნაურ გზებს, რათა შეენარჩუნებინათ ახალგაზრდობა და სილამაზე.

ჟურნალ OK!-ის მკითხველისთვის უცხო არ იქნება ესთეტიკის ცენტრ LA CLINIQUE-ის სახელი, რადგან კომპანია არსებობის 5 წლისთავზეც კი უამრავი ქალბატონისთვის სანდოობისა და ხარისხის გარანტად გვევლინება. ცენტრის წარმატებაზე მეტყველებს როგორც ერთგული და მუდმივად მზარდი მომხმარებელი, ისე პროფესიონალთა გუნდი. ამჟამადაც თავად ცენტრის დამფუძნებელს, ელენე კერძაიას ვთხოვეთ ესაუბრა ნოვატორული კონცეფციის − „სქინბარის“ შესახებ, რომელიც ახალ მისამართზე − აბაშიძის 44 ნომერში დახვდება მომხმარებელს.

 

ელენე, გვესაუბრეთ იმ სიახლის შესახებ, რომელსაც გვთავაზობთ.

უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ სიახლე, მუდმივი ზრდა და განვითარება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ცენტრისთვის. არც ახლა ვღალატობთ ამ პრინციპს და ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სრულიად უნიკალურ კონცეფციას − „სქინბარს“, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციას წარმოადგენს. აღნიშნული კონცეფცია მოიცავს სახისა და სხეულის მოვლის, გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების მომსახურებას მშვიდ და ინტერაქტიულ გარემოში, კოსმეტიკური ბარის პირობებში. ამასთან ერთად, კლასიკურ და ინიექციურ კოსმეტოლოგიას, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიცირებული ექიმი ჩაატარებს, მაკიაჟზე კი ყველასთვის ცნობილი მაკა შავერდაშვილი და ეკა ჩანჩიბაძე დაგხვდებიან (make up); ლაზერულ ეპილაციას ჩვენს მომხმარებლებს Soprano Ice Titanium-ის უახლესი აპარატით და პროფესიონალი ექიმებით ვთავაზობთ; ასევე − მასაჟი, სახისა და ტანის ინიექციური მოდელირება, მანიკიურ/პედიკიური. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „ლა კლინიკი“ აქტიურად თანამშრომლობს ფრანგულ პრემიუმბრენდთან Biologique Recherche, რომელიც წარმოდგენილია როგორც აპარატული, ისე არააპარატული პროცედურებით. ამ პროცედურებს გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები ატარებენ.

მნიშვნელოვანია სპეციალისტს ენდობოდე. თქვენი აზრით, როგორ დაიმსახურეთ მომხმარებლის ასეთი ნდობა?

გეთანხმებით, მნიშვნელოვანია ნდობის მოპოვება, მაგრამ უფრო რთულია მისი შენარჩუნება, თუმცა ვცდილობთ გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. უპირველესად, მომხმარებლის ნდობას განაპირობებს ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი. ასევე, მთავარია იყო კრიტიკული საკუთარი საქმიანობის მიმართ, მუდმივად ვითარდებოდე და სიახლის არ გეშინოდეს. ამ ყველაფერს კი მომხმარებელი აუცილებლად დაინახავს და დააფასებს.

5 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებთ. რა გძენთ მოტივაციას?

ამ ხუთმა წელიწადმა ბევრი რამ გვასწავლა. წარმატებას გაფრთხილება სჭირდება, სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის უკუკავშირი. ჩვენი საქმიანობა და სიახლეები, რომლებიც მათ ძალიან მოსწონთ, სწორედ ამითაა განპირობებული.

ვფიქრობ, ჩემი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ვხედავ ჩვენი სერვისის მაღალ შედეგიანობას, კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებლების ნდობას ჩვენი ესთეტიკის მიმართ, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, რაც სურვილს მიჩენს, კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზო მათ.

 

 

ფოტო: გიორგი მახარაშვილი

 

ასევე გაეცანი

#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ
Health & Beauty

#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ

აგვისტო 4, 2022
#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს
Health & Beauty

#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს

აგვისტო 4, 2022
#OK! ვცდილობ, პაციენტებს დავეხმარო ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში – ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის ექიმ თამარ ხახიშვილთან
Health & Beauty

#OK! ვცდილობ, პაციენტებს დავეხმარო ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში – ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის ექიმ თამარ ხახიშვილთან

აგვისტო 4, 2022
OK! „ჩვენი მიზანია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ იყოს გამორჩეული ჰაბი კავკასიის რეგიონში“ – ინტერვიუ ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორთან
Health & Beauty

OK! „ჩვენი მიზანია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ იყოს გამორჩეული ჰაბი კავკასიის რეგიონში“ – ინტერვიუ ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორთან

აგვისტო 1, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ადელი ბრიტანული Vogue-ის ნოემბრის ნომრის ვარსკვლავია

#OK! ადელი ბრიტანული Vogue-ის ნოემბრის ნომრის ვარსკვლავია

ოქტომბერი 7, 2021
#OK! როგორ აღნიშნა 72 წლის ვერა ვენგმა ჩინური ახალი წელი: დიზაინერი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

#OK! როგორ აღნიშნა 72 წლის ვერა ვენგმა ჩინური ახალი წელი: დიზაინერი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

თებერვალი 2, 2022
#OK! „ახალი თეატრი“ − კულტურის ახალი მულტიფუნქციური კერა

#OK! „ახალი თეატრი“ − კულტურის ახალი მულტიფუნქციური კერა

ივლისი 2, 2021
#OK! გაცოცხლებული ისტორიები ციფრული ფოტომატიანე

#OK! გაცოცხლებული ისტორიები ციფრული ფოტომატიანე

იანვარი 21, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ

#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ

აგვისტო 4, 2022
#OK! იაპონელი დიზაინერი ისი მიაკი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! იაპონელი დიზაინერი ისი მიაკი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

აგვისტო 10, 2022
#OK! დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი პატივს მიაგებს მარო მაყაშვილს – ქართველ ანა ფრანკს

#OK! დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი პატივს მიაგებს მარო მაყაშვილს – ქართველ ანა ფრანკს

აგვისტო 9, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×