#OK! შორენა ბეგაშვილი მალდივენზე ისვენებს (ფოტოები)

ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი, შორენა ბეგაშვილი სოციალური მედიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია, რომელიც გამომწერებს მრავალფეროვან სიახლეებს ყოველდღიურად უზიარებს. შორენამ ამჯერად სოციალურ მედიაში სანაპიროზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მოდელი ქალიშვილთან ერთად მალდივენზე ისვენებს.