• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები CREATV-ის ნათლობის ყუთთან ერთად

October 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

არსებობს მოგონებები, რომელიც გვახსოვს და ჩვენს მეხსიერებაში ჯადოსნური ზღაპარივით რჩება… და მოგონებები, რომელსაც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები აგროვებენ და გვჩუქნიან, რათა ყოველთვის გვახსოვდეს „ბედნიერების სკივრში“ შესანახი კონკრეტული დღე, საათი, წუთი თუ წამი. კომპანია Creatv-მა სწორედ ამ მიზნით შექმნა ინოვაციური, სრულიად განსხვავებული „ნათლობის ყუთი“, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ნიშა და ადგილი უჭირავს ქართულ ბაზარზე. Creatv − ეს არის ბრენდი, რომელმაც ქართველ მომხმარებელს პირველმა შესთავაზა ნათლობის სამოსი და მასთან დაკავშირებული აქსესუარები. ხელნაკეთ, ნაქარგებით გაწყობილ ნათლობის კვართზე მოთხოვნა ყოველდღე იზრდება. ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ, ბრენდის დამფუძნებელი თამუნა ვასაძე გვიამბობს.

 

რამდენი ხანია, რაც ამ საქმიანობით ხართ დაკავებული?

ზუსტად ოთხი წლის წინ დავიწყე ნათლობის სამოსისა და ყუთის დამზადება და მას შემდეგ ერთგულად ვემსახურები ამ საქმეს. თავდაპირველად, საახალწლო თოჯინებით დავიწყე, თექის ანგელოზებს ვამზადებდი და ჩვენი ლოგოს იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. შემდეგ დავიწყე ბავშვების სამოსზე მუშაობა. დაახლოებით ათი წელია, რაც ამ საქმიანობას ვეწევი. პროფესიით დიზაინერი არ ვარ, უბრალოდ, ეს საქმე კარგად გამომდის. დღეს ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

პროფესიით იურისტი ვარ, ასევე, ვმუშაობ ტურისტულ კომპანიაში, ესპანურენოვანი გიდი გახლავართ. ბოლო ორი წელია, მთლიანად ამ საქმისკენ მაქვს მთელი ჩემი ძალები და ყურადღება მიმართული.

 

როგორ გაგიჩნდათ Creatv-ის დაარსების იდეა?

მყავს შვიდი ნათლული და ყოველ ჯერზე, როცა ვეძებდი რაიმე განსაკუთრებულს, ჯვრის გარდა არაფერი რჩებოდა ბავშვს სამახსოვრო. სწორედ აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა.

მინდა გითხრათ, რომ ქართულ ბაზარზე პირველად შეიქმნა პროდუქცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნათლობის სამოსს აწარმოებდა. სამწუხაროდ, მანამდე არ იყო მრავალფეროვნება ამ მიმართულებით. რეალურად კი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახისა და ნათლიებისთვის.

 

გვესაუბრეთ თქვენ მიერ შექმნილ მოდელებზე.

თავდაპირველად, შევქმენით ორი მოდელი − გოგონასი და ბიჭის. შემდეგ ეტაპობრივად დავამატეთ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი და ამ ეტაპზე უკვე დიდი არჩევანი გვაქვს წარმოდგენილი. საზოგადოებას ვთავაზობთ ჰაეროვან, ძალიან ლამაზ მოდელებს და ეს დღეც ორმაგად ღირსშესანიშნავი ხდება ჩვენთან ერთად.

 

რა სახის ქსოვილს იყენებთ? ხარისხი და შესრულების ტექნიკაც გაგვაცანით.

რა თქმა უნდა, ხარისხი არის უმაღლესი და ეს ნათლად ჩანს. სიმართლე გითხრათ, ონლაინ რთულია არჩევა, ეს მეც მიჭირს, მაგრამ ჩვენი მომხმარებლებისგან ყოველთვის ძალიან დიდი კმაყოფილება მოდის, რაც უზომოდ სასიხარულოა ჩემთვის. ყველა იმას აღნიშნავს, რომ მოლოდინს გადააჭარბა. ამაზე დიდი შეფასება ჩვენთვის არ არსებობს და ეს გვიასმაგებს მოტივაციას. ვცდილობ იმაზე უკეთესი ხარისხი შევთავაზოთ, რაც მოცემულ მომენტში გვაქვს. ჩვენთვის უპირველესია ხარისხი, კმაყოფილი მომხმარებელი და ის ემოცია, რომელსაც ერთმანეთს ვჩუქნით. საზღვარგარეთიდან გვიკვეთავენ ემიგრანტები, ასევე, უცხოელები ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, აშშ-იდან, პორტუგალიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან.

ვიყენებთ ნატურალურ ქსოვილებს. ყველა დეტალი, მაქმანი, ძალიან დიდ კონტროლს გადის, ვიდრე საბოლოო სახეს მიიღებს.

თითოეული მოდელი ინდივიდუალურად იკერება, ზომების მიხედვით. არასოდეს გვაქვს ერთნაირი სამოსი − ყველა განსხვავებულია ერთმანეთისგან.

 

როგორ აწვდით პროდუქციას?

თუ შეკვეთა ქალაქგარეთ ან უცხოეთშია მისაწოდებელი, ვაგზავნით ფოსტის მეშვეობით, ხოლო თბილისში დელივერის სერვისით.

ამ ეტაპზე მხოლოდ ფეისბუქ და ინსტაგრამ-გვერდებით ვართ წარდგენილი, ვმუშაობთ მხოლოდ ონლაინ. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ მაღაზიის გახსნასაც.

 

გვესაუბრეთ სასაჩუქრე ყუთის შემადგენლობაზე.

როგორც უკვე აღვნიშნე, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ის კონკრეტული მოდელი, რომელიც უკვე შექმნილია ჩვენი დიზაინით, ან თავად შეაქვს კორექტირება კონკრეტული მოდელის ვიზუალში. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ სურვილებს, თუ ეს ძალიან არ არღვევს იმ კონცეფციას, რომელსაც ატარებს Creatv.

გოგონას ნაკრებში ძირითადად შედის ქუდი, პირსახოცი ნაქარგით, კვართი, ბოდე, ნათლობის მოწმობა და სასაჩუქრე ყუთი. ბიჭის ნაკრებში კვართი, პირსახოცი, ნათლობის მოწმობა. ასევე, თუ მომხმარებელს არ სურს მთლიანი ნაკრების შეძენა, შეუძლია შეიძინოს მხოლოდ ორეული. ასევე, გოგონასთვის დავამატეთ ფეხსაცმელი, ნაქსოვი და ნაჭრის ფაჩუჩები.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ახლა ვმუშაობთ ახალ კოლექციაზე. მიუხედავად პანდემიისა, არ ვჩერდებით და უფრო მეტი მონდომებით ვცდილობთ ბევრად საინტერესო, განსხვავებული და მოთხოვნადი გავხდეთ მომხმარებლისთვის.

 

FB: ნათლობის ყუთი Creatv

Tel: 593 11 02 80

ასევე გაეცანი

#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo უკვე საქართველოშია
Fashion

#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo უკვე საქართველოშია

March 30, 2023
#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით
Fashion

#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით

March 15, 2023
#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან
Fashion

#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან

March 3, 2023
#OK! საქართველოს წარმომადგენელი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურსზე – Top Model of the World-ზე
Fashion

#OK! საქართველოს წარმომადგენელი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურსზე – Top Model of the World-ზე

March 17, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ოსტინ ბატლერი და კაია გერბერი ერთმანეთს ხვდებიან? პაემანზე მიმავალი ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ოსტინ ბატლერი და კაია გერბერი ერთმანეთს ხვდებიან? პაემანზე მიმავალი ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

December 21, 2021
#OK! მონიკა ბელუჩის 17 წლის ქალიშვილის დევა კასელის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Madame Figaro-სთვის

#OK! მონიკა ბელუჩის 17 წლის ქალიშვილის დევა კასელის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Madame Figaro-სთვის

March 11, 2022
#OK! ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი სვირინგი! ნახეთ რა დაიხატა ქართველმა ტელეწამყვანმა!

#OK! ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი სვირინგი! ნახეთ რა დაიხატა ქართველმა ტელეწამყვანმა!

September 7, 2021
#OK! დღეს ადამ დრაივერი 39 წლის გახდა – იხილეთ ბევრისთვის აქამდე უცნობი ფაქტები მსახიობის შესახებ

#OK! დღეს ადამ დრაივერი 39 წლის გახდა – იხილეთ ბევრისთვის აქამდე უცნობი ფაქტები მსახიობის შესახებ

November 19, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ორლანდო ბლუმი კიევში, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა!

#OK! ორლანდო ბლუმი კიევში, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა!

March 28, 2023
#OK! “ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები” მეცნიერული გამოთვლების მიხედვით

#OK! “ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები” მეცნიერული გამოთვლების მიხედვით

March 30, 2023
#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!

#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!

April 1, 2023
#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი

#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი

March 31, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×