• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით

ივლისი 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალ OK!-ის მკითხველი ქართულ ბრენდ „შავდიას“ ძალიან კარგად იცნობს. ბრენდმა მომხმარებელს თავი შეაყვარა განსხვავებული და საინტერესო სამოსით. დიზაინერ ელენე შავდიას იდეა იყო, ქართული ხელოვნებისა და კულტურის ელემენტების გადატანა სამოსზე და მისი ყოველდღიურობაში დამკვიდრება. სწორედ ეს იდეა და განსხვავებული ხედვა გამოარჩევს აღნიშნულ ბრენდს ბაზარზე. მათი სამოსის შეძენა „გალერია თბილისის“ მესამე სართულზეა შესაძლებელი. ბრენდის წარმატებაზე და სხვა საინტერესო თემებზე მისი დამფუძნებელი − ელენე შავდია გვესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს თქვენს ბრენდზე მოთხოვნას?

ნივთში თანხას, ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიხდი, თუ ის რაიმე შინაარსის მატარებელია და არ არის შექმნილი მხოლოდ ერთი სეზონისთვის ან კონკრეტული ტრენდისთვის. თავადაც ამავე პრინციპით ვქმნი სამოსს, ამიტომაც ჩვენს მოდელებს გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და, შესაბამისად, მათზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენთან თითოეულ ნივთს კონკრეტული ისტორია აქვს, ამით ჩვენს მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას, ქართული შტრიხებით დამზადებული სამოსით შექმნას საკუთარი ისტორია. ასევე, მნიშვნელოვანია ხარისხი და ბრენდირება.

 

კოლექციის შესაქმნელად რისგან იღებთ ყველაზე დიდ ინსპირაციას?

ჩემთვის ინსპირაცია ყოველდღიურობაშია, ყოველი დღე მავსებს ენერგიით, ახალი იდეით, და მანიჭებს ახალ შესაძლებლობას, ეს ყველაფერი კი არ მაძლევს გაჩერების საშუალებას. ინსპირაციას ვიღებ მოგზაურობითაც − ახალი ადგილი და უცხო ქვეყნის კულტურა თავისთავად მავსებს ახალი იდეებით.

ყველაფერში შეგვიძლია ვიპოვოთ ინსპირაცია − ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ შევხედავთ და რამდენად ვართ მზად ამ სიახლისთვის. ინსპირაცია ხომ ჩვენშია. წარმოიდგინეთ, რომ არ ფიქრობდეთ ხვალინდელ დღეზე, გექნებოდათ ინსპირაცია? − ალბათ, არა.

როგორ გაიხსენებდით თქვენს განვლილ გზას? როგორ დაახასიათებდით საკუთარ შემოქმედებას?

განვლილი გზა, ვფიქრობ, ყოველთვის რთულია, მაგრამ სასიამოვნო. ყველა ბრენდისთვის (ბიზნესისთვის) სტაბილურობის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასთან ერთად მოდის განვითარება.

როცა მოდაზე ვსაუბრობთ, მთავარია, გვესმოდეს იმ ნივთების ღირებულება და საჭიროება, რომლებსაც ვიძენთ. გვესმოდეს, რატომ არის ესა თუ ის ნივთი ზუსტად ისეთი, როგორიც არის, და რატომ ღირს იმდენი, რამდენიც ღირს. ვფიქრობ, თუ მომხმარებელს შესთავაზებ ურთიერთობას და იმ ხარისხს, რომელსაც შენგან მოელის, თუ მას შეეძლება, შენ მიერ შექმნილი სამოსით გამოხატოს თავისი ინდივიდუალიზმი, ხასიათი და განწყობა, მაშინ ის მიიღებს შენს შემოქმედებას.

რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს?

მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ რატომ უნდათ ამ პროფესიაზე გამოცდების ჩაბარება, რა მიზნით არის ეს არჩევანი განპირობებული. როცა უკვე ცხადია მიზანი, მაშინ უკეთ შეძლებენ თავიანთი უნარების განვითარებას ამ მიმართულებით. და რაც მთავარია, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და წარმატებაც არ დააყოვნებს. ეძებონ ინსპირაციები, მუდმივად გაეცნონ დიზაინის სწორ მიმართულებებს.

 

გვესაუბრეთ თქვენს შოურუმზე.

ქალაქის გულში, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ მესამე სართულზე შევქმენით კონცეპტუალური შოურუმი, რომელიც გამორჩეულია დიზაინით და ჩვენი მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. ადგილზე დაგხვდებათ ქალისა და მამაკაცის სამოსი და აქსესუარები.

ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია ამ ყველაფრის რეალობაში დანახვა. სადაც ცარიელი კედლები იყო, შევეცადეთ ინდივიდუალიზმი და ბრენდის კონცეფცია გამოგვეხატა. ვფიქრობ, ინტერიერი საკუთარი „მე“-ს გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. შევეცადეთ ქართული ისტორიით გაგვემდიდრებინა დეტალები და უცხოელი მომხმარებლისთვისაც გაგვეცნო ჩვენი უნიკალური კულტურა.

 

სამომავლო გეგმები…

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რთულია განსაზღვრო რა იქნება ხვალ, რადგან გვაქვს ამის გამოცდილება: კიევში, ერთ-ერთ გამორჩეულ სავაჭრო ცენტრში ვხსნიდით შოურუმს, სადაც ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, ხელშეკრულებაზე ხელიც კი გვქონდა მოწერილი… თუმცა ომმა ყველაფერი შეცვალა. ახლა მილანში გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე წამყვან შოურუმთან.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი, IQ Studio

ასევე გაეცანი

#OK! „დილსის“ პირველი შოურუმი ბათუმში იხსნება
Fashion

#OK! „დილსის“ პირველი შოურუმი ბათუმში იხსნება

აგვისტო 3, 2022
#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან
ინტერვიუ

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან
Décor

#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან

აგვისტო 3, 2022
#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი
Gastro

#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი

აგვისტო 3, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ვარსკვლავური წყვილი: ჯორჯ და ამალ კლუნები The Tender Bar-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! ვარსკვლავური წყვილი: ჯორჯ და ამალ კლუნები The Tender Bar-ის წითელ ხალიჩაზე

ოქტომბერი 11, 2021
#OK! Youtube-მა R Kelly-ის ყველა არხი წაშალა, მას შემდეგ რაც მუსიკოსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

#OK! Youtube-მა R Kelly-ის ყველა არხი წაშალა, მას შემდეგ რაც მუსიკოსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ოქტომბერი 7, 2021
#OK! ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავი

#OK! ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავი

ივნისი 3, 2022
#OK! 22.02.2022 – მაგიური ციფრები – რა ძალა აქვთ მათ? გაიგეთ მიხეილ ცაგარელისგან ექსკლუზიურ ინტერვიუში

#OK! 22.02.2022 – მაგიური ციფრები – რა ძალა აქვთ მათ? გაიგეთ მიხეილ ცაგარელისგან ექსკლუზიურ ინტერვიუში

აპრილი 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

აგვისტო 9, 2022
#OK! 84 წლის ჯეინ ფონდა H&M-ის ახალ კამპანიაში

#OK! 84 წლის ჯეინ ფონდა H&M-ის ახალ კამპანიაში

აგვისტო 4, 2022
#OK! საზაფხულო სტილის ინსპირაცია 53 წლის ჯენიფერ ლოპესისგან

#OK! საზაფხულო სტილის ინსპირაცია 53 წლის ჯენიფერ ლოპესისგან

აგვისტო 8, 2022
#OK! ბუტიკი სასტუმრო „კვირია“ – ადგილი, სადაც დაუვიწყარი მოგონებები იბადება

#OK! ბუტიკი სასტუმრო „კვირია“ – ადგილი, სადაც დაუვიწყარი მოგონებები იბადება

აგვისტო 5, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×