• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! საქართველოში „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია

July 15, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს მერვედ გაიმართა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა როგორც საუკეთესო სამეული, ისე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები:

  • პირველი ადგილი − ანი ჭანკვეტაძე, იმერეთი, წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლე, 11 წლის.
  • მეორე ადგილი − დავით ლომიძე, ქ. თბილისი, მწვანე სკოლის მოსწავლე, 10 წლის.

  • მესამე ადგილი − იოანე ჩხიკვაძე, ქ. ქუთაისი, N13 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე, 11 წლის.

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული − მარიამ კილაძე, ქ. გორი, მე-4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე, 10 წლის.

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული − ქეთევან წერეთელი, ქ. ჭიათურა, მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, 13 წლის.

აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნა „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთო საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი, შვეიცარია).

„საერთაშორისო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსმა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე, მიმდინარე წელს 50 წლის იუბილე აღნიშნა. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობდა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლენილი გამარჯვებულები, შეჯიბრს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.

2021 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი“, გახლდათ „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით“ (Write a letter to a family member about your experience of Covid-19). კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, ასევე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს ეროვნულ არქივს“ შორის, რომლის ფარგლებშიც, 50-მდე რჩეული წერილი გადაეცა არქივს შესანახად. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წერილები პანდემიასთან დაკავშირებული იშვიათი გამოცდილებისა და შინაარსის მატარებელია. ასევე, უნიკალური გზავნილია მომავალი თაობებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 597-მა მოზარდმა. თითოეული მათგანი სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა.

 

ასევე გაეცანი

#OK! როგორები იქნებიან „ბეტა“ თაობის ბავშვები?
OK! News

#OK! როგორები იქნებიან „ბეტა“ თაობის ბავშვები?

December 8, 2025
#OK! 79 წლის შერი ქორწილისთვის ემზადება
OK! News

#OK! 79 წლის შერი ქორწილისთვის ემზადება

December 8, 2025
#OK! Spotify-მა 2025 წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლები დაასახელა
OK! News

#OK! Spotify-მა 2025 წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლები დაასახელა

December 8, 2025
#OK! მეგან მარკლმა ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მამამისი რეანიმაციაში მოხვდა
OK! News

#OK! მეგან მარკლმა ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მამამისი რეანიმაციაში მოხვდა

December 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მირანდა კერის თვალისმომჭრელი იმიჯი: მოდელი დასავლეთ ჰოლივუდში გამართულ გლამურულ წვეულებას Balmain-ის კაბით დაესწრო

#OK! მირანდა კერის თვალისმომჭრელი იმიჯი: მოდელი დასავლეთ ჰოლივუდში გამართულ გლამურულ წვეულებას Balmain-ის კაბით დაესწრო

December 17, 2021
#OK! რიანამ სპეციალურად Super Bowl-ისთვის Savage x Fenty კოლექცია შექმნა

#OK! რიანამ სპეციალურად Super Bowl-ისთვის Savage x Fenty კოლექცია შექმნა

January 9, 2023
#OK! კენდალ ჯენერისა და Bad Bunny-ის ურთიერთობა უკვე ოფიციალურია – წყვილი ერთად ლოს ანჯელესში ისვენებს (ფოტოები)

#OK! კენდალ ჯენერისა და Bad Bunny-ის ურთიერთობა უკვე ოფიციალურია – წყვილი ერთად ლოს ანჯელესში ისვენებს (ფოტოები)

April 5, 2023
#OK! ქართველი მოდელები მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ACT N°1-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

#OK! ქართველი მოდელები მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ACT N°1-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

March 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კვენტინ ტარანტინომ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმები დაასახელა

#OK! კვენტინ ტარანტინომ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმები დაასახელა

December 4, 2025
#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

December 4, 2025
#OK! 5 დეკემბრის სავსემთვარეობა – რა უნდა ვიცოდეთ?

#OK! 5 დეკემბრის სავსემთვარეობა – რა უნდა ვიცოდეთ?

December 4, 2025
#OK! მეგან მარკლმა ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მამამისი რეანიმაციაში მოხვდა

#OK! მეგან მარკლმა ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მამამისი რეანიმაციაში მოხვდა

December 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები