• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერსახე – რჩევები თამარ ცინაძისგან

იანვარი 3, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Health and Beauty Book გაგაცნობთ ექიმ დერმატო-ვენეროლოგ და დერმატო-კოსმეტოლოგ თამარ ცინაძეს, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროს დერმატოლოგია, კოსმეტოლოგია, ვენეროლოგია და ტრიქოლოგია წარმოადგენს. თამარმა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პერიოდი გაიარა იმისათვის, რომ მიეღწია სასურველი შედეგისთვის, პაციენტებს დახმარებოდა სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში და მათთვის ახალგაზრდული იერსახის დაბრუნებაში. რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად, როგორია მისი პაციენტებთან მიდგომა, რომელი პროცედურებია დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი, და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ თამარ ცინაძე თავად გვიამბობს.

 

თამარ, გაგვეცანით. სად დაეუფლეთ პროფესიას?

მედიცინაში ხანგრძლივი გზა და დროა საჭირო იმისთვის, რომ შედგე როგორც ექიმი და შენი საქმის პროფესიონალი.

დავამთავრე ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, შემდგომ უკვე დერმატო-ვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამა კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე. ასევე, მაგისტრატურა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი გახლავართ. ამჟამად ვსწავლობ დოქტორანტურაზე და ვმუშაობთ თემაზე „აკნე და ლიპიდური სპექტრი“, რასთან დაკავშირებითაც ვატარებთ კვლევას. პარალელურად, საერთაშორისო კონგრესები, კონფერენციები, ტრენინგები კოსმეტოლოგიასა და დერმატოლოგიაში.

რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?

წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია გიყვარდეს და გულით ემსახურებოდე იმ საქმეს, რომელსაც აკეთებ. მედიცინა არის უწყვეტი განათლებისა და განვითარების სფერო. ამიტომ ექიმი მუდმივად უნდა ისწრაფოდეს განვითარებისკენ და ახალი მეთოდებისა და მიდგომების შესწავლისკენ. ამ ყველაფერში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს კლინიკისგან, სადაც ამჟამად ვსაქმიანობ. ეს არის „ტოტალ შარმი“, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავისი კადრების განვითარებაზე.

 

გვესაუბრეთ პაციენტებისადმი მიდგომაზე.

პაციენტებთან ურთიერთობა ჩემთვის სასიამოვნო პროცესია, რადგან სფერო, რომელსაც ვემსახურებით, ბედნიერებას ანიჭებს ადამიანებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებები აწუხებს, რა თქმა უნდა, ამ პრობლემისგან გათავისუფლება და სიმპტომების შემსუბუქება, როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვისაც სასიამოვნოა. მით უფრო, როცა დერმატოლოგიური და ესთეტიკური პრობლემების უმრავლესობა, ხშირად მძიმე ფსიქო-სოციალურ პრობლემას წარმოადგენს პაციენტთათვის − იქნება ეს აკნე, პოსტაკნე ნაწიბურები თუ სხვა.

გარდა ამისა, ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. ასაკის მატებასთან ერთად კანზე ვითარდება სხვადასხვა ასაკობრივი ცვლილება, მათ შორის: მიმიკური ნაოჭები, კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის დაშვება − ფტოზი, კანის სტრუქტურისა და ელასტიკურობის დაკარგვა და ა.შ. კლინიკა „ტოტალ შარმში“ წარმოდგენილია მთელი რიგი არსენალი პროცედურებისა და ჩარევების, რომელიც ეხმარება პაციენტებს მსგავსი პრობლემების დაძლევაში და ხელს უწყობს მათ, გამოიყურებოდნენ უფრო ახალგაზრდულად და ესთეტიკურად.

ზოგადად, რომელი ასაკიდან ურჩევთ ადამიანებს პროცედურების ჩატარებას?

ზოგადად, დაბერების პროცესი 25 წლის ასაკიდან მიმდინარეობს, კანში ქვეითდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, და თავს იჩენს წვრილი ნაოჭები, სტრუქტურის ცვლილებები. ინიექციური ჩარევების ჩატარება, ზოგადად, 18 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ეს არის ძირითადად ინდივიდუალური, თუ ვის რა საჭიროება და პრობლემა აქვს, იმის მიხედვით. პროცედურის შერჩევა ასევე ცხოვრების წესიდან გამომდინარე ხდება. მაგალითად, თუ პაციენტი ხშირად ირუჯება, კანი ამ შემთხვევაში უფრო გამომშრალია, თავს იჩენს პიგმენტაციის დარღვევაც. ამ დროს ვიყენებთ დამატენიანებელ და პიგმენტაციის საწინააღმდეგო პროცედურებს. გამაახალგაზრდავებელი პროცედურებისა და პროტოკოლის შერჩევა, ყველა პაციენტთან ხდება ინდივიდუალურად − იმის მიხედვით, თუ რა სახის პრობლემა აქვს პაციენტს, ვთავაზობთ სხვადასხვა სახის პროცედურას გეგმის სახით, რომელიც საბოლოოდ მას სასურველ შედეგამდე მიიყვანს.

ძირითადად რა ასაკიდან მოგმართავენ პაციენტები?

ძირითადად 25 წლის ზემოთ მყოფი პაციენტები მოგვმართავენ ესთეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. 25 წლამდე ასაკის ადამიანებში ხშირ შემთხვევაში არიან დერმატოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტები. ძირითადად, ეს არის აკნე. კლინიკაში შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ აკნეს მკურნალობის ფართო სპექტრი, როგორც ადგილობრივი და ზოგადი, საერთაშორისო პროტოკოლებით მოწოდებული მკურნალობა, ასევე ამ მკურნალობის კომბინაცია სხვადასხვა დამხმარე ესთეტიკურ პროცედურასთან.

როგორ ხდება კანის შესწავლა და საჭირო პროცედურების შერჩევა?

უპირველესად, ვიწყებთ კანის დათვალიერებით. დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში დიაგნოსტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია თვალი, ასევე, დერმატოსკოპიით ხდება სხვადასხვა დაავადების გამოვლენა. პაციენტს, ხშირად დამხმარე დიაგნოსტიკურ კვლევებსაც ვთავაზობთ, საჭიროების შემთხვევაში.

 

რომელი პროცედურაა ყველაზე მოთხოვნადი?

ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა ესთეტიკურ სფეროში არის ბოტოქსისა და ფილერის ინიექცია. ძირითადად მოგვმართავენ მიმიკური ნაოჭების კორექციისთვის. ბოტოქსის ინიექცია უმჯობესია დავიწყოთ იმ ეტაპზე, როცა კანზე ჯერ კიდევ არ არის სტატიკური ნაოჭები წარმოდგენილი. არსებობს მცდარი შეხედულებები ბოტოქსის ინიექციის შესახებ, რომ ამ პროცედურის დაწყება უმჯობესია რაც შეიძლება გვიან, თუმცა ეს ასე არ არის, პირიქით − დროული დაწყება მაქსიმალურად შეგვინარჩუნებს კანს ღრმა ნაოჭების გარეშე.

მეორე მოთხოვნადი პროცედურა არის ფილერის ინიექცია, სახის მოდელირება, ასიმეტრიის კორექცია, ფტოზის აღმოფხვრა, ნაოჭების შევსება, არაქირურგიული რინოპლასტიკა, ტუჩის მოცულობის გაზრდა და სხვ. ფილერის ინიექციებს შორის ყველაზე პოპულარული, მაინც ტუჩის აუგმენტაციაა.

ასევე მოთხოვნადი პროცედურებია ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი. მოგეხსენებათ, ახლა ზამთრის პერიოდია და კანი გამომშრალია გარემო ფაქტორების ზეგავლენით, ამიტომ ეს პროცედურები მაქსიმალურად გვეხმარება კანის გაჯანსაღებაში, დატენიანებასა და გაახალგაზრდავებაში. აღნიშნული პროცედურები ძირითადად კურსის სახით ტარდება. ბიორევიტალიზაცია ჰიალურონის მჟავის შემცველი ბუსტერით იდეალურია ამ სეზონისთვის. მოგეხსენებათ, ჰიალურონის მჟავას ისედაც შეიცავს ჩვენი კანი, უბრალოდ, 25 წლის ზემოთ მისი კონცენტრაცია კანში მცირდება და სახეზე გვეწყება დაბერების პროცესის პირველი ნიშნები − იქნება ეს ზედაპირული ნაოჭები თუ სხვა. მოკლედ, ბიორევიტალიზაცია არის ერთ-ერთი გამაჯანსაღებელი, დამატენიანებელი პროცედურა, რომელიც ეხმარება როგორც წვრილ ნაოჭებს, ასევე კანის სტრუქტურას და ფერს.

გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროცედურაა პილინგები. კლინიკაში ვატარებთ როგორც ქიმიურ, ასევე ლაზერულ პილინგებს. ამჟამად კლინიკა „ტოტალ შარმში“, ორბელიანზე, მივიღეთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდის მიერ შექმნილი უნიკალური ლაზერული აპარატი FOTONA SP DYNAMIS, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ლაზერულ სხივს და მისი საშუალებით შეგვიძლია ჩავატაროთ უამრავი შესანიშნავი პროცედურა: კანის გაახალგაზრდავება და ლიფტინგი ყოველგვარი ინიექციისა და ინვაზიის გარეშე; ტუჩის მოცულობის გაზრდა, წარბის აწევა, თმის ცვენის მკურნალობა და თმის ფოლიკულის სტიმულაცია; ფრაქციული აბლაცია, ჰიპერჰიდროზის მკურნალობა, არაქირურგიული ბლეფაროპლასტიკა, კაპილარებისა და კანის წარმონაქმნების მოშორება, ხვრინვის მკურნალობა და სხვ. რაც მთავარია, პროცედურები არის უსაფრთხო და ეფექტური. ძალიან ბევრი პაციენტია ისეთი, რომლებსაც არ სურთ ინიექციური და ინვაზიური ჩარევები, ამ მეთოდით გაახალგაზრდავება კი იდეალური გამოსავალია მათთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის მულტიფუნქციური ლაზერი, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას უხსნის პაციენტს და გვეხმარება დერმატოლოგებსა და კოსმეტოლოგებს სასურველი ეფექტის მიღწევაში.

რას ურჩევდით პაციენტებს?

უპირველეს ყოვლისა, ყველა პაციენტს ვურჩევდი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. კანი წარმოადგენს ორგანიზმის სარკეს, მასზე აისახება ყველა ჩვენი ქმედება – ცხოვრების რიტმი, ძილის რეჟიმი, კვება, საკმარისი წყლის მიღება დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევ, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რათა შევძლოთ ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნება.

ასევე, მნიშვნელოვანია კანი მაქსიმალურად დავიცვათ მზის სხივებისგან, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები − როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის ეს უნდა წარმოადგენდეს ყოველდღიურ რუტინას. გარდა ამისა, კანის ტიპიდან გამომდინარე შეარჩიონ თავის მოვლის შესაბამისი საშუალებები და დროულად დაიწყონ ესთეტიკური პროცედურები, რომელიც დაეხმარებათ კანის გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებაში. ეს პროცედურები, რასაკვირველია, უნდა ჩატარდეს პროფესიონალის მიერ, რათა მიღწეულ იქნას სასურველი და კარგი შედეგი.

 

ასევე გაეცანი

#OK! როგორ უვლიან ცნობილი ქალბატონები თავს
Health & Beauty

#OK! როგორ უვლიან ცნობილი ქალბატონები თავს

მაისი 25, 2022
#OK! თინა ქიტუაშვილი − ოთხი ათეული წელი პაციენტთა სამსახურში
Health & Beauty

#OK! თინა ქიტუაშვილი − ოთხი ათეული წელი პაციენტთა სამსახურში

მაისი 20, 2022
#OK! 20 გულახდილი რჩევა როზ უიზერსპუნისგან – როგორ შევხვდეთ ზაფხულს
Fashion News

#OK! 20 გულახდილი რჩევა როზ უიზერსპუნისგან – როგორ შევხვდეთ ზაფხულს

მაისი 17, 2022
#OK! როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში: სახლის პირობებში დამზადებული მარტივი ნიღბები
Health & Beauty

#OK! როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში: სახლის პირობებში დამზადებული მარტივი ნიღბები

მაისი 12, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ბუნებრივი და ეფექტური თავის მოვლის საშუალებები Skin Care Georgia-სგან

#OK! ბუნებრივი და ეფექტური თავის მოვლის საშუალებები Skin Care Georgia-სგან

ოქტომბერი 4, 2021
#OK! ლედი გაგა პატრიცია რეჯიანის როლში – უახლესი კადრები House Of Gucci-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! ლედი გაგა პატრიცია რეჯიანის როლში – უახლესი კადრები House Of Gucci-ის გადასაღები მოედნიდან

აპრილი 2, 2021
#OK! კაილი ჯენერის 90-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

#OK! კაილი ჯენერის 90-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

ივნისი 30, 2021
#OK! ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი: ვარსკვლავები Murder Mystery-ის მეორე ნაწილის გადაღებებზე ჰავაის კუნძულებზე იმყოფებიან

#OK! ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი: ვარსკვლავები Murder Mystery-ის მეორე ნაწილის გადაღებებზე ჰავაის კუნძულებზე იმყოფებიან

იანვარი 27, 2022

კვირის ჰიტები

#OK! 64 წლის შერონ სტოუნი კანის კინოფესტივალის საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის მოხვდა

#OK! 64 წლის შერონ სტოუნი კანის კინოფესტივალის საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის მოხვდა

მაისი 24, 2022
#OK! ზენდეია და ენ ჰეტევეი Bulgari-ის ახალ კამპანიაში

#OK! ზენდეია და ენ ჰეტევეი Bulgari-ის ახალ კამპანიაში

მაისი 25, 2022
#OK! ისტორიაში პირველად – დემნა გვასალია Times-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა

#OK! ისტორიაში პირველად – დემნა გვასალია Times-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა

მაისი 24, 2022
#OK! როგორ ატარებენ კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი თაფლობის თვეს

#OK! როგორ ატარებენ კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი თაფლობის თვეს

მაისი 24, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×