• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ექიმ-ნუტრიციოლოგს ვეწვევით? ნატა გაგუას რჩევები

July 9, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ადამიანის ცხოვრების სტილი ფსიქიკიდან მოდის. გადაწყვიტეთ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვების მიმართ? − ექიმი დაგეხმარებათ გაპოვნინოთ გზა, გააანალიზოთ არაცნობიერში დამუხტული ძლიერი ენერგიით დალექილი ემოცია, ან ემოციები რატომ „გაკეთებინებთ“ იმას, რაც ასე ძალიან არ გინდათ.

შევეცდები გაგაცნოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ექიმ-ნუტრიციოლოგთან ვიზიტს დაგეგმავთ და დიეტის რთულ და საინტერესო პროცესს შეუდგებით. ნუტრიციოლოგს სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებლად სჭირდება პაციენტის მზადყოფნა და მისი მყარად გადაწყვეტილი დადებითი განწყობა.

დიეტა − ეს თქვენს ცხოვრებაში დადებითი მნიშვნელოვანი ცვლილების პროცესია, რომელსაც ექიმ-ნუტრიციოლოგთან ერთად გადიხართ. ამ პროცესიდან წარმატებამდე კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:

მოტივაცია: ნუტრიციოლოგის მიერ შერჩეული კვების მოდელი თქვენი ცხოვრების წესს შეცვლის, ყოველდღიურ რეჟიმს გადააწყობს, დაგჭირდებათ ახალი მიდგომები კვებასთან დაკავშირებით. საამისოდ კი ფსიქოლოგიურად აუცილებლად მომზადებული უნდა იყოთ.

ნდობა: დიეტა, ნუტრიციოლოგი და თქვენ, სამივე თუ არ გაერთიანდით, არაფერი გამოვა. სპეციალისტს, რომელსაც დასახმარებლად მიმართავთ, აუცილებლად უნდა ენდობოდეთ; უნდა გჯეროდეთ, რომ მის მიერ შერჩეული კვების რაციონი ეფექტიანია. წინააღმდეგ შემთხვევაში უშედეგოდ დაკარგავთ დროსა და ენერგიას.

გულწრფელობა: დიეტოთერაპიის პროცესში უამრავი შეკითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ ისინი თქვენთვის. ნუ მოგერიდებათ, ნუტრიციოლოგი თქვენი თანამგზავრია ამ პროცესში. ამიტომ მან უმნიშვნელო დეტალებიც კი უნდა იცოდეს. თამამად დაუსვით მას ყველა შეკითხვა და ესაუბრეთ თქვენს შეგრძნებებზე.

ჩართულობა: დიეტა არ არის თქვენი წარმატების მზა რეცეპტი. ის პროცესია, რომელშიც ბოლომდე თქვენ იღებთ მონაწილეობას. აუცილებელია იცოდეთ, რას და რატომ აკეთებთ. რომელი ეტაპების გავლა მოგიწევთ მთელი ამ პროცესის განმავლობაში. მაგალითად, დიეტოთერაპიის დაწყებამდე, პრობლემის სრულყოფილად დასანახად, საჭიროა კონკრეტული ლაბორატორიული კვლევები ჩაიტაროთ. კვლევის შედეგები კი ნუტრიციოლოგთან ერთად დეტალურად განიხილოთ.

თანმიმდევრულობა: წარმოიდგინეთ, რომ ახალ მნიშვნელოვან პროექტს იწყებთ, სახელად „ჩემი კვების მოდელი“. ნებისმიერ პროექტს კი დაგეგმვა, ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება და მართვა სჭირდება. როგორც უკვე ვთქვით, ეს თქვენს ყოველდღიურობას შეცვლის. ამიტომ აუცილებელია, საკუთარი დღის განრიგი ისე ააწყოთ, რომ პროცესს ხელი არაფერმა შეუშალოს. გახდით საკუთარი თავის სასურველი მოდელის ავტორი.

ჩვევების გამომუშავება: შედეგს, რომელსაც დიეტოთერაპია მოგვცემს, შენარჩუნება სჭირდება. ამისთვის კი სპეციალისტთან დაუსრულებელი ვიზიტები საჭირო სულაც არ არის. მთავარია, გამოიმუშაოთ ზუსტი დამოკიდებულება კვების მიმართ, დაკავდეთ სპორტის ერთ-ერთი, თქვენთვის სასურველი სახეობით. უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგადად სიმსუქნისკენ მიდრეკილებას ვერ აღმოფხვრი, თუმცა თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესს აირჩევთ და საჭირო ჩვევებს გამოიმუშავებთ, წონისა და მადის მართვა იოლად და ძალდაუტანებლად შეიძლება.

დაბოლოს, ნუ დაივიწყებთ, რომ კილოგრამები კი არ არის მთავარი, არამედ ის, თუ როგორ გამოიყურებით. ისე არ უნდა გაგვიტაცოს ჭარბ წონასთან ბრძოლამ, რომ ჯანმრთელობა დავიზიანოთ. წონის დაკლება იმიტომ გვსურს, რომ ჯანსაღად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ. ამიტომ აუცილებელია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ორგანიზმს, კანს, კბილებს, თმას, კუნთოვან ქსოვილებს, რომლებიც უყურადღებო კვების გამო შესაძლოა საგრძნობლად დაზიანდეს. გახსოვდეთ, ჯანსაღი კვებით არა მარტო სხეულს, არამედ ფსიქიკასაც მკურნალობთ.

ასევე გაეცანი

#OK! ბუნებრივი სილამაზისა და ინდივიდუალიზმის შერწყმა – პროფესიონალის რჩევები
Health & Beauty

#OK! ბუნებრივი სილამაზისა და ინდივიდუალიზმის შერწყმა – პროფესიონალის რჩევები

June 11, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 14, 2025
#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში
Health & Beauty

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით
Health & Beauty

#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით

May 13, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მომე გული „უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდია“

#OK! მომე გული „უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდია“

April 2, 2022
#OK! კაილი ჯენერის მდიდრული წვეულება სააღდგომო დღესასწაულისთვის

#OK! კაილი ჯენერის მდიდრული წვეულება სააღდგომო დღესასწაულისთვის

April 6, 2021
#OK! ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა – მოდელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში შენიშნეს

#OK! ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა – მოდელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში შენიშნეს

August 11, 2022
#OK! Puredistance – სუნამოებად ქცეული ისტორიები

#OK! Puredistance – სუნამოებად ქცეული ისტორიები

January 10, 2025

კვირის ჰიტები

#OK!”დიახ, ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე  Mrs. Prince” – ნუცა ბუზალაძე დაინიშნა

#OK!”დიახ, ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე Mrs. Prince” – ნუცა ბუზალაძე დაინიშნა

June 9, 2025
#OK! დაიჯერე საკუთარი შესაძლებლობების – ინტერვიუ მაია ლაბაძესთან

#OK! დაიჯერე საკუთარი შესაძლებლობების – ინტერვიუ მაია ლაბაძესთან

June 14, 2025
#OK! გიორგი კეკელიძის საკითხავი

#OK! გიორგი კეკელიძის საკითხავი

June 15, 2025
11 ივნისის „მარწყვის მთვარე“ – იშვიათი მოვლენა, რომელსაც ყველა იგრძნობს

11 ივნისის „მარწყვის მთვარე“ – იშვიათი მოვლენა, რომელსაც ყველა იგრძნობს

June 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები