• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ქართული ნატურალური ღვინო „ციცქასგან“

ნოემბერი 3, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ციცქა“ ის უნიკალური ადგილია, რომელიც თავის მომხმარებელს ქართული ნატურალური ღვინის არომატებში დაუვიწყარი მოგზაურობისას ერთგულ გიდობას გაუწევს. მაღაზიის თანამშრომლები დაგეხმარებიან თქვენი ღვინის აღმოჩენაში, სომელიე კი გიამბობთ იმ ისტორიას, რომელმაც „ციცქას“ თითოეული ღვინო შექმნა. აქ წარმოდგენილი თანამედროვე და ამავდროულად, ძველებური სტილის ატმოსფერო, თავს შინაურ გარემოში გაგრძნობინებთ და გაგიჩენთ სიახლეების ძიების სურვილს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „ციცქას“ გუნდის წევრებს.

 

გვიამბეთ „ციცქას“ გახსნის ისტორია.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ციცქას“ იდეა კარანტინის პერიოდში დაიბადა. ჩვენ ღვინის მოყვარულები ვართ და ყოველთვის გვაკლდა სივრცე, სადაც ღვინის დაგემოვნებას არაოფიციალურ გარემოში შევძლებდით; ადგილი, რომელიც დაანგრევდა ღვინის გარშემო შექმნილ კლიშეებს; გარემო, სადაც ღვინის მოყვარული ან უბრალოდ მისით დაინტერესებული ადამიანი შეძლებდა ღვინის შერჩევას და მის შესახებ საუბარს. სწორედ ამ მიზნით შექმნა რეზო ჩხეიძემ „ციცქა“.

 

გვესაუბრეთ „ციცქაში“ წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ.

„ციცქა“ ქართული ღვინის მაღაზიაა, სადაც მთავარი ადგილი მცირე მარნების ნატურალური ღვინის სახეობებს ეკუთვნის. „ციცქაში“ თითოეული ბოთლი ძალიან დიდი ყურადღებით და არაერთი დეგუსტაციის შედეგად ხვდება. აქ შეხვდებით ძალიან ბევრ კარგ და საინტერესო, ექსკლუზიურ ღვინოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ციცქაში“ წარმოდგენილი ორგანული ღვინის სახეობების კოლექცია ყველაზე დიდია საქართველოში, რომელიც მუდმივად განახლების პროცესშია.

 

მთავარი ნიშა, რომელიც „ციცქას“ მაღაზიას გამოარჩევს…

ღვინის სწორად აღქმაში ძალიან დიდ როლს თამაშობს გარემო. შესაბამისად, ჩვენთან არსებულ ყველა ნივთს აქვს თავისი უნიკალური ისტორია. გასული საუკუნის 50-იან წლებში შექმნილი ხალიჩები, ჩვენი მაგიდა, სკამები დაკეტილი თეატრიდან… ერთი შეხედვით ქაოსური ჩამონათვალია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქაოსი ქმნის ჰარმონიას.

„ციცქაში“ წარმოდგენილი სელექცია კონცეპტუალურია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ და ადგილზე, მარნებში, ვარჩევთ ღვინოს. ჩვენთან მომხმარებელს არა მარტო ღვინის შეძენა, არამედ თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაციის მიღებაც შეუძლია იმ უშუალო კონტაქტის საშუალებით, რომელიც გვაახლოებს და გვიადვილებს მათივე ღვინის აღმოჩენის პროცესს. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ ჩვენ საგულდაგულოდ ვარჩევთ ღვინის მიწოდების ტემპერატურას და დიდ ყურადღებას ვაქცევთ სერვირებას. ჩვენს სადეგუსტაციო სივრცეში შესაძლებელია ღვინის მასტერკლასებსა და სესიებზე დასწრება, სადაც სომელიე − ნიკა თინაშვილი, საუბრობს ქართული ღვინის შესახებ. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ერთ სივრცეში მოქცეული საუკეთესო ქართული ღვინის კოლექცია და „ციცქაში“ მისი ვიზიტი დაუვიწყარი გავხადოთ. სწორედ ეს საინტერესო ურთიერთობა გამოარჩევს ჩვენს მაღაზიას.

 

ყველაზე მეტად რით იპყრობს „ციცქა“ მომხმარებლის ყურადღებას?

„ციცქასა“ და მომხმარებლებს პირდაპირი კომუნიკაცია აკავშირებთ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მათ დაახლოებას. ჩვენთან მოსული თითოეული ადამიანი აღნიშნავს იმასაც, რომ ძალიან საინტერესოა ჩვენთან ურთიერთობა, ვინაიდან სასიამოვნო დროის გატარებასთან ერთად, აქ ბევრ ღირებულ ინფორმაციას იგებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენთან მუდამ ლაღი და მეგობრული გარემოა, რაც მომხმარებლებში, ღვინოსთან ერთად, კიდევ მრავალ სხვა საკითხზე მსჯელობის სურვილს ბადებს.

სამომავლო გეგმები…

„ციცქა“ გამოირჩევა ნატურალური ღვინის ყველაზე დიდი კოლექციით. შესაბამისად, „ციცქას“ სამომავლო გეგმები დიდია. ვინაიდან შეყვარებულები ვართ „ციცქაზე“, მუდმივად ვცდილობთ არსებული მაღაზია უწყვეტ რეჟიმში განვავითაროთ. მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, აგრეთვე ვაპირებთ ფილიალების გახსნას, საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლას და მრავალი სიურპრიზის დაგეგმვას.

 

 

მაღაზიის საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ლადო ასათიანის ქ. 34

ტელ: 577 588 885

E-mail: [email protected]

Facebook: Tsitska − ციცქა

Instagram: tsitskawineshop

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! იყიდე ქართული – ხარისხიანი, სანდო და გემრიელი რძის ნაწარმი „სანტესგან“
Gastro

#OK! იყიდე ქართული – ხარისხიანი, სანდო და გემრიელი რძის ნაწარმი „სანტესგან“

მაისი 2, 2022
#OK! კაფე „გარემო“- იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში
Gastro

#OK! კაფე „გარემო“- იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში

მაისი 2, 2022
#OK! არტიზანული საცხობი „ბატონები“ − თქვენი იდეალური დღის დასაწყისი
Gastro

#OK! არტიზანული საცხობი „ბატონები“ − თქვენი იდეალური დღის დასაწყისი

მაისი 2, 2022
#OK! კულინარიული შეჯიბრი „ნიკორასთან“ ერთად
Gastro

#OK! კულინარიული შეჯიბრი „ნიკორასთან“ ერთად

მაისი 2, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! “შენ დედიკოს ძალიან უყვარხარ?”-პატარა ნიკოლასის სახალისო პასუხი ანუკი არეშიძეს

#OK! “შენ დედიკოს ძალიან უყვარხარ?”-პატარა ნიკოლასის სახალისო პასუხი ანუკი არეშიძეს

მარტი 7, 2021
#OK! საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ − გზა განათლებიდან დასაქმებამდე

#OK! საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ − გზა განათლებიდან დასაქმებამდე

მარტი 10, 2021
#OK! Preniti- შენს გემოვნებას მორგებული ნატურალური ქვის აქსესუარები

#OK! Preniti- შენს გემოვნებას მორგებული ნატურალური ქვის აქსესუარები

იანვარი 17, 2022
#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები ჯენიფერ ლოურენსის შესახებ!

#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები ჯენიფერ ლოურენსის შესახებ!

აგვისტო 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! თინა ქიტუაშვილი − ოთხი ათეული წელი პაციენტთა სამსახურში

#OK! თინა ქიტუაშვილი − ოთხი ათეული წელი პაციენტთა სამსახურში

მაისი 20, 2022
#OK! ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული “გუჩის” Resort ჩვენებაზე გამოვიდა

#OK! ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული “გუჩის” Resort ჩვენებაზე გამოვიდა

მაისი 17, 2022
#OK! დღეს შერი 76 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! დღეს შერი 76 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

მაისი 20, 2022
#OK! სელენა გომესი ქართული ბრენდის Mach & Mach-ის კაბით

#OK! სელენა გომესი ქართული ბრენდის Mach & Mach-ის კაბით

მაისი 17, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×