• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “მე ძალიან მკაცრი დედა ვარ, მინდა ჩემი შვილები კარგად აღვზარდო” – პენელოპა კრუზი

March 20, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

რთული დასაჯერებელია, თუმცა ისეთი მსახიობისთვის, რომელსაც მიღებული აქვს ამერიკის
კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“, „ბაფტა“, არაერთი Goya და César-ის ჯილდო,
რომელიმე პრიზის მოგება ამდენი წლის გასვლის შემდეგაც კი უზარმაზარ ემოციას იწვევდეს.
ესპანელი ვარსკვლავი გაოგნებული იყო, როდესაც პედრო ალმოდოვარის ფილმში Parallel Mothers
შესრულებული როლისთვის ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის
კატეგორიაში Volpi Cup-ის ჯილდო მიიღო.

„შოკირებული ვიყავი, როდესაც დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ ამ ჯილდოს მივიღებდი.
იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ვერ ვიჯერებდი და უცებ ტირილი დავიწყე. ამ დროს ჩემი
ქალიშვილი ჩემს გვერდით იყო და როდესაც ემოციური ფონი შენიშნა მკითხა „ნუთუ მართლა
ტირი, როდესაც ჯილდოს იღებ?“. მომიწია მისთვის ამეხსნა თუ რას ნიშნავდა ჩემთვის ეს პრიზი.
ზოგადად, ძალიან მიყვარს ვენეციის კინოფესტივალი, შესაბამისად ძალიან ღირებულია მათი
ჯილდოებიც. პირველად ამ ღონისძიებას 30 წლის წინ დავესწარი, ამდენი წლის გასვლის
შემდეგაც კი პედრო ალმოდოვართან ერთად ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის აუხდენელი ოცნება
იყო.“

Penelope Cruz stuns in an elegant pink dress in a new ad campaign for the Italian firm Carpisa

ესპანელ ლამაზმანს ხშირად ალმოდოვარის მუზადაც მოიხსენიებენ. მათი პარტნიორობა ერთ-
ერთი ყველაზე დაუვიწყარი კოლაბორაციაა კინოს ისტორიაში. პედრომ და პენელოპამ პირველად
1997 წელს ითანამშრომლეს და მას შემდეგ მაყურებელს არაერთი დაუვიწყარი პროექტი
წარუდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელმა ლამაზმანმა პედროს არაერთ ფილმში მიიღო
მონაწილეობა, მისთვის Parallel Mothers-ში შესრულებული როლი მაინც ყველაზე დაუვიწყარი
ემოციების მატარებელია.

„მადლობელი ვარ, რომ პედრომ საშუალება მომცა უამრავი საინტერესო როლი მომერგო, გასული
წლების განმავლობაში მქონდა ბედნიერება გამეკეთებინა ის, რაც მანამდე არასდროს
გამიკეთებია. ერთად რვა ფილმზე ვიმუშავეთ და თითოეულ ჯერზე მასთან თანამშრომლობა
უფრო და უფრო დიდი გამოწვევა იყო. ქალი, რომლის როლსაც ვასრულებ Parallel Mothers-ში
ყველაზე კომპლექსური პერსონაჟია, იმიტომ, რომ მის ცხოვრებაში უამრავი საშინელი რამ მოხდა,
ყოველი დღე მისთვის უზარმაზარი მთის გადალახვას გავდა. თითოეული წამი მიყვარდა ამ
როლის შესრულებისას, მით უფრო მეტ ძალას კი პედროს მოტივაცია მაძლევდა, ჩემი მიზანი იყო
მისთვის იმედები არ გამეცრუებინა. მოკლედ რომ ვთქვათ, პედროსთან ერთად მუშაობა უკვე
უდიდესი ჯილდო იყო ჩემთვის, ასე რომ რეალური პრიზის მოგებაზე ჩემთვის ოცნებაც კი
ზედმეტი იყო.“

She also poses with a sultry look in an all-in-one outfit for her latest shoot

მიუხედავად იმისა, რომ პენელოპას ფავორიტი პერსონაჟები ჰყავს, პედრო ალმოდოვარის,
როგორც რეჟისორის ფავორიტი ფილმის გამორჩევა მაინც ძალიან უჭირს. ესპანელი მსახიობი
პედროს არამხოლოდ ახლო მეგობრად და თანამშრომლად, ასევე თავის საუკეთესო
მასწავლებლად მიიჩნევს.

„ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რაღაცებს მაინც განვასხვავებთ. თუ გვხედავთ,
რომ სადმე ვსადილობთ, ჩვენ ერთმანეთთან რადიკალურად განსხვავებულად ვსაუბრობთ.
თუმცა, ეს ურთერთობა სრულიად იცვლება, როდესაც გადასაღებ მოედანზე ვართ. ვფიქრობ,
იმიტომ შევქმენით ეს დისტანცია, რომ დავიცვათ ჩვენი ურთიერთობა, როგორც სამსახურში,
ასევე მის გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ დისტანცია დიდი ხანია არსებობს, ეს სივრცე მაინც
იმედით, სიყვარულით და ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემით არის სავსე.“

თავად პედრო პენელოპას, როგორც შესანიშნავ მსახიობს ისე ახასიათებს, შემსრულებელს,
რომელმაც ესპანელი დედის როლი იდეალურად მოირგო.
„არსებობს რაღაც განსაკუთრებული დეტალი პენელოპა კრუზის შესახებ. ის ძალიან
მრავალფეროვანი მსახიობია, მას ფანტასტიკურად შეუძლია ითამაშოს ისევე როგორც
მელოდრამაში, ასევე კომედიაში. მას ბევრი დრო სჭირდება რათა პერსონაჟი კარგად შეისწავლოს,
თუმცა როგორც კი შეძლებს თავი მის ადგილას წარმოიდგინოს, მისთვის უკვე არანაირი
პრობლემა აღარ არსებობს.

The Spanish actress is back at work after filming for new movie Official Competition stopped due to Covid-19

„მის მიერ შესრულებული როლი ფილმ Parallel Mothers-ში არის დედობის იდეალური სურათი,
თუმცა არის პატარა დეტალი, რაც ესპანური ტრადიციებიდან არ მოდის. ჩვენს ქვეყანაში, დედები
ხშირად ეუფლებიან სახლის საქმეებს, დასუფთავებას და საჭმლის მომზადებას. ამიტომაც,
უმეტესად იმატებენ წონაში, პენელოპა მათ არ გავს, ის მგრძნობიარეა და ცეცხლოვანი, როგორც
იტალიელი ქალი.“

პენელოპასა და პედროს შორის არსებულ საქმიანი ურთიერთობა არაკომფორტულ სიტუაციას
არასდროს ქმნის. მსახიობი აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდად ასრულებენ
მსახიობები თავიანთ საქმეს, ის უხეშად არასდროს არავის ექცევა.

„ის არასდროს იქცევა ისე, რომ თავი არაკომფორტულად გაგრძნობინოს თუ შენს საქმეში
ბოლომდე ვერ იხარჯები ან 100%-ს არ დებ. როდესაც ერთად ვართ, იქნება ეს გადასაღებ
მოედანზე თუ მის გარეთ, ყოველთვის ვხვდები როდის უჭირს, როდის უხარია, მოწყენილია თუ
ბედნიერი. მას არ შეუძლია ჩემი მოტყუება, ისევე როგორც მე არ შემიძლია მოვატყუო ის.“

Penelope plays a film director in charge of two warring actors

„პედრო შესანიშნავი ადამიანი და რეჟისორია, მან ყოველთვის იცის რაზე ისაუბროს საკუთარ
ფილმებში. მსოფლიოში ბევრი საშინელი მოვლენა ხდება, რომლებსაც ის უყურადღებოდ
არასდროს ტოვებს. მას შეუძლია გარშემო არსებულ პრობლემებზე ისაუბროს და რეალობას
თვალი გაუსწოროს. ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა სქესს და ასაკს, მისი ფილმები ყველა
ადამიანისთვის საინტერესოა.“

ბევრი ადამიანის მსგავსად, პენელოპას ცხოვრებაზე კოვიდ პანდემიამ დიდი ზეგავლენა
მოახდინა. მსახიობმა გადაწყვიტა კონცენტრაცია მოეხდინა ისეთ საქმეებზე, რომელთა გაკეთებაც
მთელი ცხოვრების განმავლობაში სურდა.

„პანდემიამ მიბიძგა დოკუმენტურ ფილმებზე უფრო ხშირად მემუშავა. ეს იყო გამოღვიძების
ზარივით, გამეკეთებინა ის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მსურდა, ადამიანებმა
ხომ არ ვიცით რამდენი დროს გვაქვს დარჩენილი…“

„მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობა ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ჩემი პრიორიტეტი ამჟამად
მაინც ჩემი შვილებია. არ ვთვლი საჭიროდ, საკუთარი თავი ყოველთვის სამსახურს მივუძღვნა. მე
მივეკუთვნებოდი იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც შუა ღამით იღვიძებდნენ, იმისთვის რომ
მეილზე საქმიანი წერილებისთვის პასუხები დაებრუნებინათ, ფაქტობრივად Blackberry-ისთან
მქონდა ურთიერთობა. ამ ყველაფერს კი თავისი შედეგი ჰქონდა, ეს იყო რიტმი, რომლის
შენარჩუნებაც მინდოდა… თუმცა, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.“

როგორც დედა და მსახიობი, პენელოპა პრობლემურ თემებზე საჯაროდ ყოველთვის ღიად
საუბრობს. ესპანელი ლამაზმანის აზრით, სოციალური მედია ადამიანების ცხოვრებაზე ყველაზე
დიდი დოზით ახდენს უარყოფით ზეგავლენას. მსახიობის თქმით, უკეთესი იქნებოდა 90-იან წლებში ცხოვრება, იმ პერიოდში, რომელშიც ბალანსი ტექნიკასა და ადამიანურ ურთიერთობებს შორის ყოველთვის არსებობდა.

She is filming with fellow Spaniard Antonio Banderas

„მე სოციალურ ქსელებს მხოლოდ სამსახურის ან საქველმოქმედო საქმიანობისთვის ვიყენებ. სხვა
მიზეზი მართლა არ მაქვს, ინტერნეტით კომუნიკაცია მართლა არ არის ჩემი სტილი. ვფიქრობ,
ყველაზე ცუდი ის არის, რომ სოციალურ მედიას ყველაზე დიდი დოზით არასრულწლოვნები
იყენებენ, ისინი ხარჯავენ ძვირფას დროს ამ ყველაფრისთვის. საჭიროა სასწრაფო რეაგირება, მათ
უნდა დაიცვან ბალანსი და მხოლოდ ინტერნეტზე არ იყვნენ დამოკიდებულები.

“ეს ყველაფერი სახლში იწყება, გააჩნია რის უფლებას აძლევენ მათ თავიანთი მშობლები. დღეს
ჩვეულებრივი მოვლენაა 12 წლის მოზარდი რომელსაც სოციალური ქსელი აქვს, ეს კი ჩემი აზრით,
არ არის ნორმალური, მე ძალიან ფრთხილი, თუმცა ამავდროულად მკაცრი დედა ვარ,
სამწუხაროდ, როდესაც გარშემო ვიხედები, იმავეს ვერ ვხედავ.“

„როდესაც გოგონები მხვდებიან ქუჩაში და რჩევას მეკითხებიან, ყოველთვის უარით ვისტუმრებ,
ამ საქმეში კარგი ნამდვილად არ ვარ. თავს ვერავისთვის ვერ წარმოვგიდგენ სამაგალითო ქალად,
გამონაკლისი მაშინ ხდება, თუ ქუჩაში თინეიჯერი გოგონა მხვდება, რომელიც მსახიობობაზე
ოცნებობს, პირველივე რამ, რასაც მათ ვეუბნები ეს არის მომზადება, იყვნენ მზად მოვლენების
ყველანაირი განვითარებისთვის და ჰქონდეთ გეგმა B, რათა წარუმატებლობის შემთხვევაში
იცოდნენ რა უნდა გააკეთონ მომავალში. ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ გოგონები ოცნებობენ
იყვნენ ჩემნაირები, მე კი როგორც ვთქვი, საკუთარ თავს მათთვის მისაბაძ მაგალითად ვერ
ვხედავ… მე მისაბაძი ადამიანი მხოლოდ ჩემი შვილებისთვის ვარ, ისინი ყოველდღე მხედავენ და
ჩემგან სწავლობენ რაღაცებს. ოჯახი არის ჩემი ამჟამინდელი პასუხისმგებლობა, საკუთარი
ცხოვრების ყველაზე დიდი დევიზი.“

გაიგე მეტი: პენელოპა კრუზი

ასევე გაეცანი

#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!
Hollywood News

#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!

April 1, 2023
#OK! “ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი განქორწინებას გეგმავენ” – რას წერენ უცხოური გამოცემები წყვილის შესახებ
Hollywood News

#OK! “ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი განქორწინებას გეგმავენ” – რას წერენ უცხოური გამოცემები წყვილის შესახებ

March 31, 2023
#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი
Hollywood News

#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი

March 31, 2023
#OK! “სტილის დედოფალი” 55 წლის გახდა – ლეგენდარული სელინ დიონი იუბილარია
Hollywood News

#OK! “სტილის დედოფალი” 55 წლის გახდა – ლეგენდარული სელინ დიონი იუბილარია

March 30, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! კარა დელევინის მდგომარეობით შეშფოთებული საზოგადოება და მისი ახალი კოლექცია, რომლის წარდგენასაც თავად მოდელი არ დაესწრო

#OK! კარა დელევინის მდგომარეობით შეშფოთებული საზოგადოება და მისი ახალი კოლექცია, რომლის წარდგენასაც თავად მოდელი არ დაესწრო

September 16, 2022
#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული მომენტი ნიუ-იორკის ქუჩებში

#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული მომენტი ნიუ-იორკის ქუჩებში

August 18, 2022
#OK! ტესტი: რამდენად კარგად გახსოვთ 2022 წლის მნიშვნელოვანი მოდური მოვლენები?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად გახსოვთ 2022 წლის მნიშვნელოვანი მოდური მოვლენები?

January 5, 2023
#OK! წარმატებული ქართველი ქალის კომპანია ნიუ-იორკში

#OK! წარმატებული ქართველი ქალის კომპანია ნიუ-იორკში

March 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo უკვე საქართველოშია

#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo უკვე საქართველოშია

March 30, 2023
#OK! „მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ, გუშინ გავქრისტიანდი“ –  გიორგი ჭოხონელიძის და ანეტა ნიკურაძის შვილი გაქრისტიანდა

#OK! „მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ, გუშინ გავქრისტიანდი“ – გიორგი ჭოხონელიძის და ანეტა ნიკურაძის შვილი გაქრისტიანდა

March 27, 2023
#OK! “ის ნამდვილი ბარბის თოჯინაა” – კადრები კიმ კარდაშიანის ახალი ფოტოსესიიდან

#OK! “ის ნამდვილი ბარბის თოჯინაა” – კადრები კიმ კარდაშიანის ახალი ფოტოსესიიდან

March 27, 2023
#OK! როგორ მიულოცა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას დაბადების დღე?

#OK! როგორ მიულოცა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას დაბადების დღე?

March 26, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×