• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მოძრაობაში ნაპოვნი ჰარმონია…

October 20, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

პატარაობაშივე მიხვდა, რომ მუსიკა იყო ის, რაც ყველაზე ფერად ემოციას აღძრავდა მასში. მიაჩნია, რომ, როცა გულწრფელად აკეთებ იმას, რაც მთელი არსებით შენია, აუცილებლად დაიმსახურებ ადამიანების სიყვარულს. პროფესიამ დააკავშირა ბათუმსაც და როგორც გვითხრა, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი ქალაქზე, რომელიც განსაკუთრებით შემოქმედებითი ადამიანისთვის ზღვა ფიქრის, იდეის, მიზნის განხორციელების შესაძლებლობაა. „OK! ბათუმის“ სტუმარია მუსიკოსი ელენე გულედანი, რომელმაც თავის შემოქმედებაზე, მუსიკის სიყვარულსა და ინტერესებზე ისაუბრა.

როდის იგრძენით მკვეთრად, რომ მუსიკას დაუთმობდით ცხოვრების დიდ ნაწილს და ის არ იქნებოდა მხოლოდ ჰობი, დროებითი ინტერესი…

საკმაოდ პატარა ვიყავი, პირველად რომ წარვდექი აუდიტორიის წინაშე. დღემდე მახსოვს ის ემოცია, როდესაც სიჩუმეში ჩემი ხმა ჩამესმა ყურში. ეს არაჩვეულებრივი გრძნობა იყო, ძალიან სასიამოვნო ჩემთვის და, რაღა თქმა უნდა, მსმენელისთვისაც. მახსოვს, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მაბედნიერებდა.

იყო მუსიკოსი, გრძნობდე მსმენელის სიყვარულს, ნიშნავს…

ვფიქრობ,  იყო არტისტი და გესმოდეს ხელოვნების არსი, ნიშნავს იყო გულწრფელი საკუთარ თავთან და თუ ეს მოახერხე, აუცილებლად დაიმსახურებ სიყვარულს მსმენელის გულში. სწორედ ეს გულწფრელობა და უბრალოება არის უწყვეტი ძაფი ჩემსა და მსმენელს შორის, რაც უდიდეს კავშირს ქმნის და მოტივაციას მაძლევს.

წერთ მუსიკას… რას შეადარებთ მუსიკის წერის პროცესს, რა ემოცია გაწერინებთ?

მუსიკის წერის უცნაური და, ამავე დროს, სასიამოვნო თავისებურება არის ის, რომ იმ მომენტში შეიძლება ვერც კი გააანალიზო, რომ რაიმეს შექმნის პროცესში ხარ – იმდენად ბუნებრივი ციკლია. ინსპირაცია შეიძლება სრულიად არ იყოს აღებული რეალური ამბიდან, ეს შეიძლება იყოს შენ მიერ შექმნილი სამყარო და რეალობა, რომლის სცენარის ავტორიც და რეჟისორიც თავად ხარ.

მოგზაურობა და მისგან მიღებული ადრენალინი…

ვფიქრობ, ადამიანმა კარგად რომ შეიცნოს საკუთარი თავი, აუცილებლად უნდა იმოგზაუროს. ეს ის გზაა, სადაც სრულიად მარტო იღებ გეზს დამოუკიდებლობისკენ, სადაც აღმოაჩენ შენს ისეთ მხარეებს, რასაც აქამდე ან გაურბოდი, ან, უბრალოდ, ვერ ხედავდი.სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე ჩემი ნამდვილი მე…

 

როგორია თქვენი წილი ბათუმი. თუ არის განსაკუთრებული სივრცეები ბათუმში, სადაც მეგობრებთან ერთად გიყვარს ყოფნა, მუსიკის მოსმენა თუ დაკვრა…

მე, როგორც სიახლეებისა და თავგადასავლების მაძიებელი, ვაგრძელებ მოგზაურობას და ამჯერად ჩემი გაჩერება ბათუმია, ქალაქი, სადაც უკვე უამრავი მეგობარი შევიძინე, მყავს ბენდიც. ხშირად ვიკრიბებით და ვმუშაობთ ახალ იდეებზე. მოკლედ, სანამ შემდეგ გაჩერებას განვიხილავ, ბათუმისთვის კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი…

მუსიკის რომელ ჟანრში გრძნობთ ყველაზე კომფორტულად თავს, რას უსმენთ ყველაზე ხშირად?

დედა ხშირად იხსენებს, პატარაობაში თუ როგორი ინტერესით ვუსმენდი რადიოს, საიდანაც ჯაზის ქაოსური და მელანქოლიური მუსიკა იღვრებოდა, ასეა დღესაც. ეს ის ჟანრია, სადაც შეგიძლია საზღვრები დაანგრიო, მთები გადადგა და ყველაფერი თავდაყირა დააყენო ისე, რომ ზღვარს არ გადასცდე.

მუსიკის მიღმა…

ძალიან მიყვარს ხატვა, თიხაზე მუშაობა. თავისუფალ დროს მიყვარს მხატვრული ლიტერატურის თუ შემეცნებითი წიგნების კითხვა. ასევე, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ანიმეების.

შესაძლებელი რომ იყოს, რომელ მუსიკოსთან ერთად ისურვებდი კოლაბორაციას…

ჩემთვის ყველა დროის ყველაზე სასურველი არტისტი Rachelle Ferrell-ია, მასთან ერთად სცენაზე დგომა ძალიან დიდი სიამოვნება იქნებოდა.

ყველაზე მეტად მსურს…

მშვიდობა მსოფლიოში. გაგიკვირდებათ და ჩემი ყველა დაბადების დღის სურვილიც სწორედ ეს არის.

რას მოაქვს თქვენში ჰარმონია…

ვფიქრობ, მოძრაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში. ჰარმონია ჩემთვის სწორედ ეს მოძრაობა და ქაოსია, სადაც თავს ცოცხლად და მნიშვნელოვნად ვგრძნობ.

მხოლოდ ერთი სიმღერა რომ იყოს დედამიწაზე…

ეს იქნებოდა Thom Yorke Dawn Chorus.

მიზანი და მისკენ მიმავალი გზა…

ზოგადად, სამომავლო გეგმებზე არასდროს ვსაუბრობ, რადგან ხშირად უფრო მეტად ვეძიები საკუთარ თავს და ეს ძიება ხანდახან გეგმებს რადიკალურად ცვლის. თუმცა ძალიან მინდა ვისწავლო და კიდევ უფრო განვვითარდე.

ასევე გაეცანი

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში
Health & Beauty

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს
ინტერვიუ

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია
ინტერვიუ

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი
ინტერვიუ

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

May 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მენეჯერი – ნინო შერაზადიშვილი

#OK! მენეჯერი – ნინო შერაზადიშვილი

April 10, 2025
#OK! Elie Saab-ის ყველაზე ლამაზი საღამოს კაბები 2021 წლის კოლექციიდან

#OK! Elie Saab-ის ყველაზე ლამაზი საღამოს კაბები 2021 წლის კოლექციიდან

March 7, 2021
#OK! როგორ ვიყიდოთ კრიპტოვალუტა: ძირითადი გზამკვლევი დამწყებთათვის

#OK! როგორ ვიყიდოთ კრიპტოვალუტა: ძირითადი გზამკვლევი დამწყებთათვის

February 15, 2024
#OK! სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

January 12, 2023

კვირის ჰიტები

ბედნიერება აქ და ახლა…  ბედნიერების ელჩი – არსენ გვენეტაძე

ბედნიერება აქ და ახლა… ბედნიერების ელჩი – არსენ გვენეტაძე

May 10, 2025
#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! Story – ლია ბაგრატიონი

#OK! Story – ლია ბაგრატიონი

May 13, 2025
#OK! Story – ფრიდონ სულაბერიძე

#OK! Story – ფრიდონ სულაბერიძე

May 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები