#OK! მეგან მარკლის პირველი საჯარო საერთაშორისო გამოჩენა 2022 წელს

დიდხნიანი პაუზის შემდეგ სამეფო ოჯახის ყოფილი წევრები მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში ჩაფრინდნენ. ვარსკვლავური წყვილი Invictus Games-ზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც დედოფალ ელიზაბეტსაც ეწვივნენ. მეგან მარკლი საზოგადოებაში, როგორც ყოველთვის დახვეწილი იმიჯით გამოჩნდა. მან “ვალენტინოს” კლასიკურ ბლეიზერს, იმავე ბრენდის შარვალი, Aquazzura-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და Cartier-ის ბრილიანტის სამკაულები შეუხამა.