დაბადება… ახლის შექმნა ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტია. ახალი სიცოცხლისა თუ საქმის გაჩენა ნამდვილი დღესასწაულია… ამ დღესასწაულში კომპანია„ლემონსი“ უკვე 10 წელია იმყოფება და ამყოფებს მომხმარებლებსაც, რომლებისთვის ქმნის არაორდინარულ და კრეატიულ პროდუქტს.
2011 წლის 23 დეკემბერია თარიღი, როდესაც ახალი იდეებით, ამბიციითა და შეუდრეკელი ენთუზიაზმით აღსავსე 16-მა ადამიანმა გადაწყვიტა, ცარიელი ჯიბეებითა და უზარმაზარი მოტივაციით გაერისკა – და შეიქმნა კომპანია „ლემონსი“, რომელმაც მარკეტინგულ ბაზარზე ახალი სიცოცხლე და ენერგია შემოიტანა.
წარმატებისკენ გზა „ლემონსმა“ ეკლიანი და ციცაბო ბილიკებით გაიარა… „ლემონსის“ ქარტეხილიან ისტორიას, შეიძლება ითქვას, ლიმონის, სიჯანსაღისა და მილიონების არომატი დაჰკრავს…
რატომ „ლემონსი“?
ახალი კომპანიის შექმნის იდეა 2011 წლის დეკემბერში გაჩნდა, როდესაც ერთ–ერთ ორგანიზაციაში, სადაც აწ უკვე „ლემონსის“ დამფუძნებლები მუშაობდნენ, კრიზისი შეიქმნა და იძულებული გახდა, თანამშრომლები დაეთხოვა. 16 პროფესიონალისგან შემდგარმა გუნდა გადაწყვიტა, არსებულ რეალობას არ შეჰგუებოდა და საყვარელი საქმის კეთება სხვა გარემოში განეგრძო.
ინიციატივის განსახორციელებლად დღის წესრიგში კომპანიისთვის სახელის შერჩევის საკითხიც მალევე დადგა. ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, გუნდის წევრები სიტყვა ლიმონზე (ინგ. LEMON) შეჩერდნენ, რადგან ლიმონი ხომ ჯანმრთელობასთან, ცხოვრების ჯანსაღ წესთან და განახლებასთან ასოცირდება. გარდა ამისა, არაოფიციალურ საუბრებში სწორედ ლიმონით მოიხსენიება მილიონები – ერთი ლიმონი, ორი ლიმონი და ა.შ. რაც შეეხება კომპანიის სახელწოდებაში ს ასო–ბგერას, ის დოლარის აღმნიშვნელ სიმბოლოს ($) უკავშირდება, რაცკ ომპანიის თავდაპირველ ლოგოშიც იყო ასახული.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად არავის უფიქრია, საბოლოო ჯამში, კომპანიის სახელი – “ლემონს” დამფუძნებლის გვართან – მელიმონაძესთან იქნებოდა გაიგივებული.
ირა მელიმონაძე: „2011 წლის 23 დეკემბერს, როდესაც საჯარო რეესტრში „ლემონსს“ ვარეგისტრირებდი, მახსოვს, ფეხები მიკანკალებდა, ვიაზრებდი რას ვაკეთებდი და რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებდი… რეესტრიდან რომ გამოვედი, მოვფრინავდი, მინდოდა, ეს დოკუმენტი თანაგუნდელებისთვის სწრაფად მეჩვენებინა. უპირობო ლიდერად მეამირჩიეს–მეთქი ვერ ვიტყვი. აღმოჩნდა, რომ მეუნდა ამეღო მენეჯმენტზე პასუხისმგებლობა და თანაგუნდელებიც მზად იყვნენ იმისთვის, რომ გამომყოლოდნენ, თუ ამ ვალდებულებას ავიღებდი“.
პირველი ნაბიჯები…
როგორც ბავშვისთვისაა რთული პირველი ნაბიჯების გადადგმა და სიარულის სწავლა, „ლემონსისთვისაც“ თავისი ისტორიის პირველი ფურცლები არ იყო მხოლოდ ვარდებით მოფენილი, კომპანიამ არსებობის პირველ წლებში ბევრი სირთულეც გამოიარა…
„ლემონსის“ თავდაპირველი ოფისი მეგობარმა კომპანია „IT ინკუბატორმა“ უსასყიდლოდ დაუთმო. კომპანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში 6 თვის განმავლობაში მოღვაწეობდა და უნივერსიტეტსაც ემსახურებოდა. 6-თვიანი მუხლჩაუხრელი შრომისა და ბევრი გათენებული ღამის შედეგად, „ლემონსმა“ ყველა დავალიანება დაფარა და წინა კომპანიაში აღებული ვალდებულებებიც განახორციელა. ამის შემდეგ “ლემონსი“ პირველ, დამოუკიდებლად ნაქირავებ ოფისში, საბურთალოს ქუჩაზე გადავიდა და საქმიანობა წარმატებით განაგრძო.
დაარსებიდან ზუსტად 4 წლის თავზე, კომპანიი სისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული კრიზისი დაფიქსირდა – დღის წესრიგში დადგა „ლემონსის“ ყოფნა–არყოფნის საკითხი. იმისთვის, რომ საქმიანობა ისევ განეგრძოთ, „ლემონსის“ გუნდმა რადიკალური ნაბიჯები გადადგა – შეამცირა ხარჯები და 100-კვადრატული მეტრის ფართობი ოფისიდან 15 კვადრატულ ოფისში გადაბარგდა, სადაც 10-მდე ადამიანი, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და ასრულებდა სერიოზულ დაკვეთებს, დღეში კი, მინიმუმ, 5-6 შეხვედრას მართავდა. სწორედ თავდაუზოგავმა შრომამ, გუნდურობამ და რწმენამ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ასრულებდნენ, „ლემონსი“ დღევანდელ დღემდე მოიყვანა.
„ლემონსმა“ თავისი კრეატიულობით, ნოვატორობითა და არაორდინარულობით არსებობის პირველივე თვეებიდან ბაზარზე ფურორი მოახდინა. გუნდი მომხმარებელს ისეთ პროდუქტს სთავაზობდა, რაც ქართული ბაზრისთვის უცხო იყო. „ლემონსის“ პირველი ვებგვერდიც არაორდინარული გადაწყვეტა იყო – გუნდმა თითოეული თანამშრომლის კარიკატურა დახატა, გააკომიქსა და საიტზე ყოველ მათგანს თავისი ფუნქცია დააკისრა. სწორედ მსგავსი ნოვატორული მიდგომები განასხვავებდა „ლემონსს“ კონკურენტებისგან და კომპანიისადმი მოლოდინს ერთიორად ზრდიდა.
ცნობადობის გაზრდისა და ბაზარზე არსებული პროფესიული კადრების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, „ლემონსმა“ კომპანიის სასწავლო ცენტრის პროგრამირების უფასო სწავლებაში რამდენიმე ადამიანი ჩართო, მათთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი შექმნა და ეს ადამიანები ნაყოფიერ საქმიანობას დღემდე განაგრძობენ.
ნოვატორული იდეები და ახალი მიდგომების დანერგვა, „ლემონსის“ მახასიათებელი ნიშანი იყო და დღესაც არის. დამკვეთებთან ურთიერთობისას “ლემონსი“ ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე დამკვეთის მოთხოვნა იყო, რაც თავის მხრივ, კომპანიის პოპულარობასა და მისდამი მოლოდინებს ზრდიდა.
ირა მელიმონაძე: „რა თქმა უნდა, ალბათ, არსებობს ბევრი შეცდომა და ხარვეზი, რომელზეც მაშინ უფრო მტკივნეულად ვრეაგირებდით. ამ გადმოსახედიდან ბევრი ადამიანისთვის ბოდიში გვექნება მოსახდელი, თუმცა ეს კომუნიკაციის ხარვეზის ბრალი უფრო იყო, ვიდრე შესრულების. მიუხედავად იმისა, რომ მეტს გავცემდით, ჩვენი დამკვეთები და გარშემომყოფები ჩვენგან კიდევ უფრო მეტს მოელოდნენ. მათ ბოდიშთან ერთად მადლობასაც ვეტყვი, რადგან მათმა ჩვენდამი მოლოდინმა მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი შევძელით, ვიდრე იმ წლებში შეიძლებოდა გამოსულიყო“.
კრიზისული პერიოდის გავლის შემდეგ, „ლემონსმა“ სწრაფადვე დაიწყო აღმასვლა. კომპანიამ მომხმარებლებს ვებ მომსახურებასთან ერთად სრული მომსახურებაც შესთავაზა. „ლემონსმა“ დანერგა 2018 წელს ერთ–ერთი ყველაზე უკონკურენტო სერვისი, როგორიცაა სრული, 100%-იანი დაფინანსება ციფრულ მარკეტინგში.
„ლემონსის“ ჩართულობით კომპანიები თავიანთ გაყიდვებს აორმაგებენ. ასეთ წარმატებულ მაგალითებად შეიძლება დასახელდეს: სამშენებლო კომპანია „ალფა“, „მწვანეუბანი ლისთან“, „სოლუმდეველოპმენტი“, Aliya Group და სხვა.
„ლემონსი“ კოვიდ პანდემიურ პერიოდშივგაათმგებული ძალებით ახორციელებდა აღებული ვალდებულებების პასუხისმგებლობით შესრულებას და ამასთანავე, თანამშრომლებზე ზრუნავდა უფრომეტად, ვიდრე მანამდე. შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ლემონსმა“ გაუძლო ყველაიმ გამოწვევას, რაც კოვიდპანდემიას ახლავს თან.
მეტიც, კომპანიამ ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტი წამოიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში “ლემონსმა” 15-მდე სტარტაპი, ლოგო და ბრენდ ბუქი დააფინანსა. „მილიონი თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში კი, დაფინანსდა 3 კომპანია.
„ლემონსი“ აქტიურობას არ წყვეტს და დღესაც სხვადასხვა კაპმანიაშია ჩართული. ერთ–ერთი „ლემონსის“ 10 წლის იუბილეს უკავშირდება. კერძოდ, მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, „ლემონსმა“ მნიშვნელოვანი კამპანია წამოიწყო.
„ლემონსის“ დაბადების დღე და ახალი წელი თითქმის გაიგივებულია ერთმანეთთან. როგორც ყველაზე კრეატიული კომპანია, „ლემონსი“ ყოველთვის ცდილობს დამკვეთებთან განსხვავებული მიდგომის შექმნას და მათ არაორდინარულ საახალწლო სიურპრიზებსა და საჩუქრებს სთავაზობს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კი, “ლემონსი“ ქველმოქმედებასაც არ ივიწყებს. კომპანია მოხუცთა თავშესაფრებისა და ბავშვთა სახლების მხარდაჭერას ახორციელებს და საახალწლოდ მათ სხვადასხვა პროდუქტებითა და ნივთებით ამარაგებს. ამ მცირედი წვლილით „ლემონსი“ ცდილობს, ბენეფიციარებს ახალი წლის დღეები გაულამაზოს.
წელს, კომპანიის 10 წლის იუბილეზე, „ლემონსმა“ საკუთარ თავს გამოწვევა გაუკეთა და მიზნად დაისახა, რომ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კორპორატიული წვეულება გამართოს, დამკვეთებს ტრადიციულად კრეატიული საჩუქრები გაუკეთოს და საქველმოქმედო კამპანიაც სრულფასოვნად ჩაატაროს.
რადგან „ლემონსისთვის“ მნიშვნელოვანია ადამიანები, კომპანია გულშემატკივრებს კონკურსს სთავაზობს. კერძოდ, ადამიანი, რომელიც იქნება ყველაზე კრეატიული საახალწლო ღონისძიებისთვის საჩუქრის იდეის ავტორი, 3 000 ლარით დაჯილდოვდება.
„ლემონსისთვის“ განვლილი გზა სირთულეებთან ერთად დაკავშირებულია ძალიან ბევრ სახალისო ისტორიასთან, ბედნიერ დღეებთან და ისეთი დაბრკოლებების გადალახვასთან, რაც წარმოუდგენელი იყო იმ მოცემულ მომენტში.
ირა მელიმონაძე: „დღეს, ჩვენ, „ლემონსის“ გუნდი ვამბობთ, არ არსებობს ისეთი დაბრკოლება და გამოწვევა, რომელსაც ვერ დაძლევ თუ არსებობს ერთობა, მონდომება და სურვილი, ამ ყველაფრიდან გამარჯვებული გამოხვიდე.
გრიგალი, რაც ჩვენს თავს დაგვტყდომია, ადრე თუ გვიან ჩამცხრალა. მზეს გამოუდარია… გრიგალის შემდეგ, მინიმუმ, ორი ნაბიჯით წინ ვყოფილვართ, უკან დახევა ჩვენ არ გვჩვევია და დიდ იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი შემადგენლობით 2023 წლის გაზაფხულზე ახალ სიტყვას იტყვის „ლემონსი“ ქართული ბიზნესისთვის“.
სწორედ განვლილმა წლებმა, დაგროვილმა გამოცდილებამ და პროფესიონალიზმისკენ მუდმივმა სწრაფვამ, ჩამოაყალიბა „ლემონსი“ ისეთად, როგორიც დღეს არის.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები;
მაღალი ხარისხი;
გუნდურობა;
პასუხისმგებლობა;
კომუნიკაბელურობა;
პარტნიორების იმიჯზე ზრუნვა;
მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
შიდა კორპორატიული კულტურა და რაც ყველაზე ღირებულია, თანამშრომლებზე ზრუნვა – ეს ის ფაქტორებია, რითაც „ლემონსი“ გამოირჩევა კონკურენტი კომპანიებისგან.
„ლემონსისთვის“ გუნდი იყო და დღემდე არის ერთ–ერთი მთავარი აქტივი, რაც გააჩნია. „ლემონსისთვის“ უმნიშვნელოვანესია ის ადამიანები, ვინც ყოველ დილით იღვიძებენ იმ შეგრძნებით, რომ აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეს ქვეყნისთვის და მათი ჩართულობით ხელშესახები ცვლილებები ხორციელდება მარკეტინგულ ბაზარზე საქართველოში.
და ბოლოს, ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფიაო, იტყვიან ჩვენში. ვარდის, რომელიც სილამაზის, სრულყოფილების, კმაყოფილების, აღორძინებისა დაგამარჯვების სიმბოლოდ არის მიჩვეული, მოპოვება შრომას, თავგანწირვას და რისკს მოითხოვს, რაც „ლემონსმა“ შეძლო და კიდევაც განაგრძობს ახალი თავგადასავლების ძიებას.