• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ლელი ბლაგონრავოვა − როცა ფოტოგრაფიამ იპოვა ობიექტი

July 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ლელი ბლაგონრავოვა ფოტოგრაფია, რომელიც მრავალი წელია ხელოვნების საყვარელ დარგს მუდმივად განახლებადი ენთუზიაზმითა და იდეებით უწყობს ფეხს. წლების წინ, 15 წლის ასაკში ფოტოგრაფიაში შეაბიჯა და პირველი კამერის, როგორც ახალი ტექნოლოგიური მიგნების, მიმართ ინტერესმა საყვარელი საქმიანობა აპოვნინა.

გახსოვთ თუ არა ექსპოზიცია, რომელმაც პირველად გიბიძგათ კადრზე აღსაბეჭდად?

რამაც კადრის გადასაღებად მიბიძგა, უპირველესად იყო ტექნიკა, რომელმაც ინტერესი გამიღვიძა. მაშინ არ მქონდა გააზრებული, რა იყო სიუჟეტი, რა ხდებოდა ირგვლივ ისეთი, რაც შემდეგ საინტერესო კადრი გახდებოდა. გასული საუკუნის 90-იანი წლები იყო და ჩემი, როგორც 15 წლის გოგონას, ყურადღება ახალი აღმოჩენებისკენ გახლდათ მიმართული.

ეს იყო დრო, როცა არსებობდა მხოლოდ ფირიანი კამერები, შემდეგ გამოჩნდა ნახევრად ელექტრონული კამერები, ტექნიკა უმჯობესდებოდა, მეც მასთან ერთად ვვითარდებოდი. ფაქტობრივად, მე და ფოტოგრაფია ერთად გავიზარდეთ.

თბილისის გადაღებით დავიწყე, ბევრს დავდიოდი ქალაქში, ვიღებდი ფოტოებს და აღმოვაჩინე არა მხოლოდ ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობდი, არამედ ადგილები, რომლებიც მიმაჩნია, რომ მხოლოდ ჩემია, მათ ჩემი რაკურსით ვუყურებ. ასე, მოგზაურობაში, ნელ-ნელა მიპოვა თავად პროფესიამ.

რისი შენახვა შეუძლია კადრს?

კადრი ყულაბას ჰგავს, რომელიც შენი ცხოვრების ფრაგმენტებს ინახავს. როცა ჩემს ძველ ნეგატივებს ვათვალიერებ, ეს საოცარ ემოციას აღძრავს. მახსენდება სად, როგორ აღვბეჭდე. ჩემთვის კადრი იქცა  მეხსიერების ნომერ პირველ წყაროდ. იმ ფოტოების მიღმა ვხედავ პატარა გოგოს კამერით ხელში და მას, როგორც სხვა ადამიანს, ისე ვეცნობი.

რატომ იქცა თქვენთვის ფოტოგრაფია წლების განმავლობაში მოუბეზრებელ გატაცებად და რატომ აირჩიეთ პროფესიად?

ფოტოგრაფიასთან ღრმა ურთიერთობა მაქვს და ეს მეტია, ვიდრე ფოტოს გადაღება, რადგან უამრავი რამ ერთად გამოვიარეთ. ის, ვინც დღეს ვარ, თავიდან ბოლომდე ხელოვნების ამ სფეროს დამსახურებაა. ადრე, ვიწყებდი ხელსაქმეს, მოვკიდებდი ხელს დიზაინს, ვხალისდებოდი, თუმცა მალევე მბეზრდებოდა, ფოტოგრაფია კი ჩემთან დარჩა.

ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ ფოტოგრაფია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან ერთად ახლდება. ერთხელ საინტერესო ადამიანმა მითხრა, 5 წლის შემდეგ უკან გამეხედა და დავკვირვებოდი, რა გზა გავიარე, რა გავაკეთე. ცხოვრების გარკვეული ქვეთავები იხურება, ფოტოგრაფია კი შენთან ერთად ახლდება. ის მეხმარება, ვიყო მრავალფეროვანი, სხვადასხვანაირი, გადავიღო ფირზე, ციფრული კამერით, გადავიღო ხან მხოლოდ პორტრეტები, ხანაც არქიტექტურა, რაც მუდამ გაპოვნინებს საკუთარ თავს.

 

როდის იყენებთ შავ-თეთრს ფერს გადაღებისას? რის საშუალებას გაძლევთ ის?

ვიყენებ მაშინ, როცა ფერს მნიშვნელობა არ აქვს. როცა საინტერესოა განსაკუთრებული შინაარსი, ფაქტურა, უფრო მეტად ფორმები. ფერი გარკვეულ დროს გეხმარება, ზოგჯერ კი ხელს გიშლის. თავად უნდა გადაწყვიტო, როდის მიმართავ მას.

რაშია შთაგონებისა და ასევე, განვითარების საიდუმლო ფოტოგრაფიაში?

შრომა უმთავრესია. ძირითადად ხომ ასე მიიჩნეოდა, რომ იყავი ნიჭიერი ან მშრომელი. დროსთან ერთად, ვიპოვე ნიჭი ჩემში, თუმცა ისიც გავიაზრე, რომ შრომის გარეშე არაფერი გამომდის. ადრე ადგომა, ყოველდღიური მუშაობა − საჭიროა. ვერაფერს დაელოდები − კადრი ხომ თავისთავად არ მოვა შენამდე?.. შთაგონებას კი საკუთარი კადრები მაწვდიან, ნანახი ახალ ინსპირაციად იქცევა ხოლმე.

რას მოაქვს ღირებულება ფოტოზე?

კარგ ფოტოს ორი განმსაზღვრელი აფასებს: თავად შენ და საზოგადოება. თითოეულს თავისი კრიტერიუმი აქვს. როცა კადრს ვიღებ, არ ვფიქრობ, ღირებული გამოვა თუ არა. ერთადერთი, რაზეც მეფიქრება, ისაა, რომ მომენტი, რომელშიც ცხოვრობ,  მნიშვნელოვანია.

როგორია თქვენი გეგმები?

მინდა, უფრო შემეცნებით ნაწილში გადავინაცვლო. ფოტოგრაფიას დასვენება უყვარს, მეც ამას ვაპირებ. სამომავლო გეგმები იმისგან განსხვავებულია, რასაც დღეს ვაკეთებ, თუმცა რასაკვირველია, ფოტოგრაფიისგან შორს წასვლას არ ვგეგმავ.

 

 

ტექსტი: ელენე ბერიძე

ფოტო: დავით ჭალიძე

ასევე გაეცანი

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით
ინტერვიუ

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში
ინტერვიუ

#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

March 22, 2023
#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში
ინტერვიუ

#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში

March 17, 2023
#OK! მარტის თვეა ჩვენი….
ინტერვიუ

#OK! მარტის თვეა ჩვენი….

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! 46 წლის პენელოპა კრუსი ესპანური InStyle-ისთვის

#OK! 46 წლის პენელოპა კრუსი ესპანური InStyle-ისთვის

April 20, 2021
#OK! ფარაკო – როცა ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები ერთ სივრცეში ერთიანდება

#OK! ფარაკო – როცა ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები ერთ სივრცეში ერთიანდება

May 7, 2021
#OK! “მე არ მჭირდება ფული, მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით იქნებიან” – სელენა გომესი

#OK! “მე არ მჭირდება ფული, მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით იქნებიან” – სელენა გომესი

September 27, 2022
OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორი ნატა გაგუა

OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორი ნატა გაგუა

July 2, 2022

კვირის ჰიტები

#OK! წლების შემდეგ ახალი გადაცემით ტელე-ეთერს თიკო სადუნიშვილი უბრუნდება!

#OK! წლების შემდეგ ახალი გადაცემით ტელე-ეთერს თიკო სადუნიშვილი უბრუნდება!

March 30, 2023
#OK! ლედი გაგას საკულტო სასცენო ჩაცმულობები: მოდის აიქონის ყველაზე გამორჩეული მომენტები

#OK! ლედი გაგას საკულტო სასცენო ჩაცმულობები: მოდის აიქონის ყველაზე გამორჩეული მომენტები

March 28, 2023
#OK! “ის ნამდვილი ბარბის თოჯინაა” – კადრები კიმ კარდაშიანის ახალი ფოტოსესიიდან

#OK! “ის ნამდვილი ბარბის თოჯინაა” – კადრები კიმ კარდაშიანის ახალი ფოტოსესიიდან

March 27, 2023
#OK! ჯენიფერ ენისტონი ლოს ანჯელესში Murder Mystery 2-ის პრემიერაზე

#OK! ჯენიფერ ენისტონი ლოს ანჯელესში Murder Mystery 2-ის პრემიერაზე

March 29, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×