#OK! სიყვარული, რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო: კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი

კეტრინ–ზეტა ჯონსისა და მაიკლ დუგლასის ლეგენდარულ ვარსკვლავურ წყვილს საზოგადოებაში ხშირად ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოდ მოიხსენიებენ. კეტრინი და მაიკლი ერთმანეთს 1998 წელს შეხვდნენ, სიყვარული კი 2000 წლის 18 ნოემბერს ქორწილით დააგვირგვინეს. წყვილს ორი შვილი 20 წლის დილანი და 18 წლის კერისი ჰყავთ. ვარსკვლავური წყვილის ლეგენდარულ სიყვარულის ისტორიას კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს. კეტრინსა და მაიკლს დაბადების დღე 25 სექტემბერს აქვთ.