• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! დღეს ქეით უინსლეტი 47 წლის გახდა – გავიხსენოთ ჰოლივუდის ვარსკვლავის გზა წარმატებამდე

October 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

“რაც უფრო მემატება ასაკი, ვხვდები, რომ ნამდვილი სილამაზე გულიდან მოდის,
შენი ოჯახის და ახლობლების სიყვარულიდან და კეთილშობილების გრძნობიდან,
რომელიც სხვებისმიმართ გაგაჩნია”. ქეით უინსლეტი სილამაზეს აღწერს სრულიად
განსხვავებულიკრიტერიუმებით. მან არაერთხელ თქვა უარი ისეთ როლებზე,
რომელთა თამაშიც მოიცავდა ქალებისთვის დამამცირებელ სცენებს. ის არამხოლოდ
რეალურ ცხოვრებაში იცავს და გვერდში უდგას ქალებს, არამედ ეკრანზეც არასდროს
ეშინია ღიად ისაუბროს სიმართლეზე. ქეით უინსლეტი, როგორც არამხოლოდ
მსახიობი, არამედ უკვე სილამაზის არაერთი ბრენდის ამბასადორი, მზად არის
ისაუბროს იმაზე თუ რა არის ნამდვილი სილამაზე.

Kate Winslet: 5 Things You Didn't Know | Vogue

როგორ აღწერდით თქვენი და სილამაზის ურთიერთობას?

“რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა წლების განმავლობაში შეიცვალა, ისევე როგორც ჩემი
გარეგნობა. როდესაც ხარ მაგალითად 20 წლის, გგონია, რომ შენი სილამაზე შეგინარჩუნდება,
შემდეგ კი უკვე ხვდები, რომ შენი სხეული იცვლება და თან ამ ყველაფერს ეგუები”.

“ბოლო წლების განმავლობაში ამაყი ვარ საკუთარი თავით, რადგან მხოლოდ მაკიაჟის
გაკეთებაზე არ ვფიქრობდი და პარალელურად სახის კანსაც ვუვლიდი”.

“იყო 46 წლის, ეს არ არის ისეთი ცუდი, როგორი წარმოდგენაც აქვთ ადამიანებს. როდესაც ხარ
მაგალითად 25 წლის, ფიქრობ, “ღმერთო ჩემო, ის 46 წლისაა, რამხელა ასაკია”. მაგრამ ახლა
თავს ასაკიან ქალად ნამდვილად არ ვთვლი. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ასაკთან ერთად
უფრო განსხვავებული სილამაზე მოვიდოდა, რადგან სილამაზე არა ადამიანის გარეგნობაში,
არამედ მის სულსა და პიროვნებაშია”.

თქვენ ხშირად საუბრობთ სიმართლის პოვნაზე. როგორია თქვენთვის ნამდვილი სილამაზე?

“ქალების გაერთიანება. გასულმა წლებმა ისტორიაში ბევრი რამ შეცვალა მომავალი
თაობებისთვის. ჩემთვის ეს არის ძალიან ლამაზი, ჩემი ქალიშვილის თაობა არ გამოიყურება
იმისთვის, რომ უბრალოდ იყვნენ მიმზიდველი მამაკაცებისთვის. დღეს ქალები აცნობიერებენ
იმას, რომ როდესაც თავს უვლიან, ეს ხდება მათივე სიამოვნებისთვის. ეს არის სწორედ
ძლიერი ქალების გაერთიანება. ყველაფერი შეიცვალა. დღეს ისეთი სიტუაცია აღარ არის,
როგორიც 20 და 25 წლის იყო და მე ეს ძალიან მომწონს”.

“ქალების სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ჩვენ ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს
კომპლიმენტებს და ამით ერთმანეთს ძალას ვმატებთ. იყო წლები, როდესაც ქალებს
ერთმანეთს ადარებდნენ, არსებობდა კონკურენცია, ვინ იყო უკეთესი, რის გამოც ხშირად
ცდილობდნენ ადამიანები ერთმანეთს დამსგავსებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი
ნაწილობრივ დღესაცაა, თუმცა ადამიანებმა ისწავლეს ის, რომ უნდა დააფასონ და შეიყვარონ
საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც არიან სინამდვილეში”.

Kate Winslet | Biography, Movies, & Facts | Britannica

როგორია თქვენი თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა?

“საკმაოდ მარტივია. დილით, გაღვიძებისთანავე ვიბან სახეს ცივი წყლით, აღმოვაჩინე, რომ
ცივი წყალი სახეს გამოფხიზლებაში უწყობს ხელს, ასევე ეხმარება შეშუპებულ თვალებს.
ზოგჯერ ვიღებ პირსახოცს, ვასველებ ცივ წყალში და შემდეგ ვიწმენდ სახეს”.

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემთვის არის დამატენიანებელი კრემი. ამჟამად
ვიყენებ L’Oréal-ის Age Perfect Cell Renewal კრემს, რომელიც ძალიან კარგად ატენიანებს კანს,
მაგრამ არ არის წებოვანი. ამ კრემის წასმის შემდეგ მაკიაჟს შესანიშნავად ვიკეთებ. ზოგჯერ
კარგი მაკიაჟის საიდუმლო კარგი დამატენიანებელია. თუ კრემი ძალიან წებოვანია, მაკიაჟი
ძალიან ცუდად ჯდება შემდეგ სახის კანზე”.

“ჩემთვის ასევე აუცილებელია მზისგან დამცავი კრემი. იმიტომ, რომ რაც უფრო მემატება
ასაკი, მით უფრო მიჩნდება ბევრი ლაქა და ნაოჭი, ამიტომ მზისგან დამცავი კრემები ჩემი
ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია”..

Kate Winslet got glam for an October 2011 V photo shoot. | Birthday Girl Kate Winslet's Sexiest Moments | POPSUGAR Celebrity Photo 10

რომელი პროდუქტებია აუცილებელი ყოველდღიური მაკიაჟისთვის?

“ცოტა ტონალური, რომელსაც რამდენიმე ფერს ვურევ ერთმანეთში, ასევე აუცილებელია
“მასკარა” (იგივე ტუში), სულ ეს არის, რადგან ბევრი პროდუქრის გამოყენება არ მიყვარს
ყოველდღიურ მაკიაჟში. რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერს ვიშორებ და სახეს ვისუფთავებ
ძილის წინ. მაკიაჟით არასდროს ვიძინებ”.

Préférence by Kate Winslet L'Oréal Paris 2021 - YouTube

თქვენ არაერთხელ ყოფილხართ სილამაზის ბრენდის სახე, მათ შორის არის L’Oréal Paris. რას
ნიშნავს თქვენთვის მათი სლოგანი “შენ ამად ღირხარ?

“არის რაღაც ძალიან ძლიერი ამ სიტყვებში. ეს ნიშნავს, რომ ის რაღაცები, რაც ვისწავლე, რაც
გამოვიარე და რაც გადავლახე, იყო დეტალები, რომლებმაც მაქცია იმად, ვინც ვარ დღეს. ჩვენ
ვართ ერთმანეთის გვერდით და აღვნიშნავთ ერთმანეთის წარმატებას. როდესაც შეგიძლია
გიხაროდეს ადამიანს სხვისი ბედნიერება, სწორედ მაშინ შეგიძლია თქვა, რომ შენ ამად ღირხარ”.

ებრძვი თუ არა ასაკის მატებას?

„შენ ვერ გადაწყვეტ რამდენი წლის ხარ, ეს ბუნებრივი პროცესია, რამდენიც არ უნდა ეცადო
და რამდენიც არ უნდა გააკეთო, შენ დარჩები იმ ასაკის ქალად, რამდენისაც ხარ. მე
ვეთანხმები იმას, რომ უნდა მივცეთ საკუთარ თავს ბუნებრივად დაბერების საშუალება. ჩვენ
ძალიან იღბლიანები ვართ იმიტომ, რომ დღეს არსებობს პროდუქტები, რომლებიც კანის
მოვლაში და სტრუქტურის გაუმჯობესებაში გვიწყობს ხელს. მე ამ ყველაფერზე ბევრს მაინც
არ ვინერვიულებ. ყოველთვის ვამაყობ ჩემი ასაკით და ვიცი, რომ ჩემი ნაოჭები მიმანიშნებს
იმაზე, რომ მე ვიცხოვრე, ვიცხოვრე სიამაყით და იმის განცდით, რომ სილამაზე და ასაკის
მატება ერთმანეთთან არაფერ შუაშია. მოუარეთ თავებს, იყავით ბედნიერები და ასაკის
მატებაზე ბევრს ნუ ინერვიულებთ“.

Kate Winslet Becomes L'Oréal Paris Global Ambassador - L'Oréal Paris

რატომ გადაწყვიტეთ L’Oreal Paris-ის გუნდთან თანამშრომლობა?

„პირველ რიგში, მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ ისინი არ ატარებენ ექსპერიმენტებს
ცხოველებზე, ამასთან ერთად კი ბრენდი მაქსიმალურად ზრუნავს ქალბატონებზე. მე ძალიან
ბევრს ვკითხულობ და ვისმენ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგე სხვა ქალბატონებს. ძალიან
კარგი შეგრძნებაა იყო სილამაზის ბრენდის ამბასადორი. მე L’Oreal-თან ერთად ვგრძნობ
ერთიანობას, თანადგომას, სიკეთეს და ბედნიერებას“.

როგორია თქვენი ფიტნეს რუტინა?

„მე ძალიან აქტიური სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ საკუთარ თავს ძალას მაინც
არასდროს არ ვატან. საქმე იმაშია, რომ მე არ მინდა „იდეალური სხეული“, უბრალოდ მინდა
ვიყო ჯანმრთელი და ჩემი სხეული იყოს ფორმაში. მომწონს ველოსიპედით სეირნობა და
ცურვა. კვირაში ორჯერ ვკავდები იოგათი და კარდიოს ვარჯიშებით“.

 

როგორია თქვენი კვების რაციონი?

„ძალიან ჩვეულებრივი, უბრალოდ ხშირად ვჭამ ჩიისა და მზესუმზირის თესლს, ნუშს, კარაქს,
ბოსტნეულს და ძალიან ბევრ სალათის ფურცლებს. ეს პროდუქტები ასაკის მატებასთან
ერთად ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

Kate Winslet - Longines Ambassador | Longines Media Center

გაიგე მეტი: ქეით უინსლეტი

ასევე გაეცანი

#OK! ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი – რეპერის მეუღლეს ახალი ექსცენტრული სტილი
Hollywood News

#OK! ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი – რეპერის მეუღლეს ახალი ექსცენტრული სტილი

June 5, 2023
#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილის ზაფხულის ქუჩის სტილის ინსპირაცია!
Fashion

#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილის ზაფხულის ქუჩის სტილის ინსპირაცია!

June 2, 2023
#OK! ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერის პირველი საერთო კადრები
Hollywood News

#OK! ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერის პირველი საერთო კადრები

June 2, 2023
#OK! სამანტა ჯონსს საკულტო სერიალში  „And Just Like That“ -ში ვიხილავთ!
Hollywood News

#OK! სამანტა ჯონსს საკულტო სერიალში „And Just Like That“ -ში ვიხილავთ!

June 1, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ეშლი რობერტსი Fiorucci-ს ფერადი ორეულით! მომღერლის რეტრო სტილი!

#OK! ეშლი რობერტსი Fiorucci-ს ფერადი ორეულით! მომღერლის რეტრო სტილი!

May 22, 2021
#OK! ანტიკვარული აბრეშუმი – ირმა დე ფლორე

#OK! ანტიკვარული აბრეშუმი – ირმა დე ფლორე

May 7, 2021
#OK! კიარა ფერანი GQ-ის დაჯილდოებაზე Schiaparelli-ის “ოტ კუტიურით” – მოდის ინფლუენსერმა Woman of the Year-ის ჯილდო მოიპოვა

#OK! კიარა ფერანი GQ-ის დაჯილდოებაზე Schiaparelli-ის “ოტ კუტიურით” – მოდის ინფლუენსერმა Woman of the Year-ის ჯილდო მოიპოვა

November 5, 2021
#OK! 79 წლის პოლ მაკარტნი 61 წლის მეუღლესთან ნენსი შეველთან ერთად St Barts-ის სანაპიროზე ისვენებს

#OK! 79 წლის პოლ მაკარტნი 61 წლის მეუღლესთან ნენსი შეველთან ერთად St Barts-ის სანაპიროზე ისვენებს

March 18, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბრუკ შილდსი 58 წლის გახდა: მსახიობის სილამაზის ევოლუცია ბავშვობიდან დღემდე

#OK! ბრუკ შილდსი 58 წლის გახდა: მსახიობის სილამაზის ევოლუცია ბავშვობიდან დღემდე

May 31, 2023
#OK! „ავერსი“ ჩვენი პატარებითვის

#OK! „ავერსი“ ჩვენი პატარებითვის

June 2, 2023
#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

June 5, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 1, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×