ჯარედ ლეტომ გასული წლების განმავლობაში მაყურებელს თავი არაერთი შესანიშნავი
პერსონაჟით დაამახსოვრა, თუმცა ის ამჯერად საზოგადოების წინაშე ყველაზე განსხვავებული როლით წარსდგება.
კარლ ლაგერფელდი წლების განმავლობაში ფრანგულ მოდის სახლს “შანელს” ედგა სათავეში და მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ქალების აღფრთოვანებას ყოველ სეზონზე იწვევდა.
ლეგენდარული დიზაინერის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, ჯარედ ლეტო კი “შანელის” სახლის ყველაზე გამორჩეულ კრეატიულ დირექტორს განასახიერებს.