მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი, რომელიც პირველად 1946 წელს საფრანგეთის სანაპიროზე, ქალაქ კანში ჩატარდა, მაისის თვეში ყოველწლიურად იღებს გრანდიოზული ღონისძიების სახეს.
კანის კინოფესტივალის რიგით 74-ე დაჯილდოებას არაერთი ცნობილი მსახიობი, მოდელი თუ შოუბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის 39 წლის ბრაზილიელი მოდელი იზაბელ გოულარტიც იყო, რომელიც წითელ ხალიჩაზე “ეტროს” გლამურული სამოსით წარსდგა.