• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ ანი იარალიშვილთან – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

დეკემბერი 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ძალიან დიდი ძალისხმევა და თავდაუზოგავი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ გახდე წარმატებული ადამიანი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც თავის დამკვიდრებას შენსავე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცდილობ. თუმცა საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში − ანი იარალიშვილი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია მაშინ, როდესაც გაქვს სურვილი და დგამ ქმედით ნაბიჯებსაც. მის მიერ განვლილი წარმატებისკენ მიმავალი გზის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით OK!-ის ინტერვიუში.

ანი, რატომ აირჩიეთ დიდი ბრიტანეთი?

13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიმოგზაურე ლონდონში (საზაფხულო სკოლაში). ერთთვიანი მოგზაურობის შემდეგ, განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით ამავსო ამ ქვეყანამ. კულტურა, ხალხი, სიძველისა და თანამედროვეს შერწყმა − ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი ე.წ. მიჯაჭვულობა დიდ ბრიტანეთზე. ამის შემდეგ ხშირად ვსტუმრობდი ლონდონს და დროთა განმავლობაში ის ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა.

სკოლის დასრულების შემდეგ, როცა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება გადავწყვიტე, ერთადერთი ქვეყანა, სადაც მსურდა სწავლა გამეგრძელებინა, დიდი ბრიტანეთი იყო, რადგან ვიცოდი, რომ სწავლის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა იქაური უნივერსიტეტები და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი იმედი ნამდვილად გამართლდა. ამ ქვეყანამ საკუთარი თავი მაპოვნინა.

გვესაუბრეთ პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ შესახებ.

პროექტს „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს. მისი ამოცანაა „ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა.

პროექტის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩებს“ სხვადასხვა ტიპის ღონისძიების საშუალებით შესაძლებლობა ეძლევათ მათ თანატოლ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს მიაწოდონ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.

2021 წელს გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავხდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

რას ნიშნავს თქვენთვის „ახალგაზრდა ელჩობა“ და რა სახის ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი?

ვიყო ჩემი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე. მე, როგორც ახალგაზრდა ელჩი, სხვადასხვა კულტურული ღონისძიების საშუალებით ხელს ვუწყობ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას.

ამ ფორმატით უკვე ჩატარდა ამა თუ იმ ტიპის ღონისძიება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით და წლის განმავლობაში ასევე დაგეგმილია დამატებით ესა თუ ის კულტურული აქტივობა.

 

რა წარმოადგენს თქვენს ძირითად პრინციპს მუშაობისას?

მოგეხსენებათ, ღონისძიებების დაგეგმვა მარტივი პროცესი არაა, მით უმეტეს, როდესაც შეხება გაქვს ერთმანეთისგან ეთნიკურად, კულტურულად, პოლიტიკურად, მენტალურად განსხვავებულ ადამიანებთან. შესაბამისად, უამრავი დეტალის გათვალისწინება გიწევს. სწორად უნდა იყოს შერჩეული თემატიკა (აუდიტორიას მორგებული), ღონისძიებები უნდა იყოს ინტერაქტიული, ინფორმაციული, რათა გამოიწვიოს აუდიტორიის ინტერესი და შესაბამისად, მიიღო სასურველი შედეგი. ამისათვის კი საჭიროა საკითხის დეტალურად შესწავლა, განხილვა, განსხვავებული აზრის მოსმენა და გათვალისწინებაც.

თქვენი აზრით, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

მე არ ვფიქრობ, რომ წარმატებას რაიმე კონკრეტული „რეცეპტი“ აქვს. ისევე, როგორც ყველაფერში, აქაც მთავარია შრომისმოყვარეობა, მიზნის მიღწევის დიდი სურვილი, ყოველი დაბრკოლების გამოწვევად მიღება, რათა უფრო მეტად გაიზარდო, როგორც პიროვნება. მთავარია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არ დანებდე, გქონდეს საკუთარი თავის რწმენა, მოთმინება, და ასეთ შემთხვევაში, წარმატებაც არ დააყოვნებს.

მუშაობის პროცესში რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?

ინტერესი და მასთან ერთად, შედეგზე ფიქრი.

გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე ჩემი მთავარი პრიორიტეტია დიდ ბრიტანეთში ბაკალავრიატის წარმატებით დასრულება და შემდგომში ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელება.

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: რესინა პირო

ასევე გაეცანი

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით
Fashion

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით

ივნისი 6, 2022
#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული
Fashion

#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული

ივნისი 6, 2022
#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage
Health & Beauty

#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage

ივნისი 6, 2022
Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი
Health & Beauty

Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი

ივნისი 6, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ნახეთ, როგორ გამოიყურება ის ადგილები სადაც ცნობილი სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ გადაიღეს!

#OK! ნახეთ, როგორ გამოიყურება ის ადგილები სადაც ცნობილი სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ გადაიღეს!

აგვისტო 17, 2021
#OK! ტესტი: გამოიცანი რომელი დიზაინერია გამოსახული ფოტოზე

#OK! ტესტი: გამოიცანი რომელი დიზაინერია გამოსახული ფოტოზე

სექტემბერი 24, 2021
#OK! ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში პირველი შვილის დედა გახდა!

#OK! ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში პირველი შვილის დედა გახდა!

მაისი 24, 2021
#OK! სელენა გომესი და ჰილარი დაფი ABC Disney Upfronts-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! სელენა გომესი და ჰილარი დაფი ABC Disney Upfronts-ის წითელ ხალიჩაზე

მაისი 18, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

ივნისი 29, 2022
#OK! ვენსან კასელის და ტინა კუნაკის მორიგი გლამურული გამოჩენა Le Papier Jacquemus-ის ჩვენებაზე

#OK! ვენსან კასელის და ტინა კუნაკის მორიგი გლამურული გამოჩენა Le Papier Jacquemus-ის ჩვენებაზე

ივნისი 28, 2022
#OK! ანია ტეილორ-ჯოი და მალკოლმ მაკკრეი დაინიშნნენ

#OK! ანია ტეილორ-ჯოი და მალკოლმ მაკკრეი დაინიშნნენ

ივნისი 27, 2022
#OK! დაკოტა ჯონსონის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Vanity Fair-ის ახალი ნომრისთვის

#OK! დაკოტა ჯონსონის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Vanity Fair-ის ახალი ნომრისთვის

ივნისი 28, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×