• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდები – ინტერვიუ ექიმ-კარდიოლოგ ხათუნა ბერინაშვილთან

February 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

გულის იშემიური დაავადება კარდიოლოგიურ პათოლოგიათა შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ამასთანავე უამრავი დისკომფორტი ახლავს ყოველდღიურად. რა სახის სიმპტომებს მოიცავს, რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზები, როგორია მკურნალობის მეთოდები და რა სახის გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი-კარდიოლოგი, ხათუნა ბერინაშვილი გვიამბობს.

უპირველესად, გაგვეცანით. რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

მე გახლავართ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი-კარდიოლოგი ხათუნა ბერინაშვილი. როგორც პატარა გოგონების შემთხვევაში ხდება ხოლმე, ექიმობა იყო ბავშვობის ოცნება და, რა თქმა უნდა, პირველი პაციენტები იყვნენ თოჯინები. შემდეგ ეს ოცნება გადაიზარდა ცხოვრების მოწოდებად. საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე მიზნის მისაღწევად, თუმცა ბრძოლა არასოდეს შემიწყვეტია. რაც შეეხება კარდილოგიას, ეს იყო არჩევანი იმ წუთიდან, როდესაც გავიაზრე, რომ ჩემი მოწოდება და მიზანი ექიმობა იყო.

უშუალოდ თქვენს მიმართულებაზე – კარდიოლოგიაზე გვიამბეთ. რომელია ყველაზე გავრცელებული კარდიოლოგიური პრობლემები?

საქართველი იმ ქვეყნების სიაშია, სადაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიხშირის მხრივ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ყველაზე გავრცელებული კარდილოგიური პრობლემებია გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, კარდიომიოპათია, რითმის დარღვევის სხვადასხვა სახე.

 

როგორც ახსენეთ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კარდიოლოგიური პრობლემა გულის იშემიური დაავადებაა. რა სახის სიმპტომებს მოიცავს, რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზები და როგორია მკურნალობის მეთოდები? რა სახის გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას?

გულის იშემიური დაავადება, როგორც აღვნიშნე, კარდიოლოგიურ პათოლოგიათა შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ის გულთან დაკავშირებული სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. გულის იშემიურ დაავადებას იწვევს გულის სისხლძარღვების ე.წ. კორონარული არტერიების გამტარობის დარღვევა, რასაც მიოკარდიუმის დაზიანება მოჰყვება. დაავადების ძირითადი ჩივილები და სიმპტომებია: ტკივილი ან დისკომფორტი, წვის და ზეწოლის შეგრძნება მკერდის არეში, ზოგჯერ ეპიგასტრიუმში. ტკივილი შესაძლოა ირადირებდეს მარცხენა ზედა კიდურში, ქვედა ყბის ან ბეჭის მიდამოსკენ. ასევე დამახასიათებელია ჰაერის უკმარისობა, ტაქიკარდია, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ცივი ოფლი, შიში.

გულის იშემიური დაავადების გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორებია: ასაკი, ოჯახური ანამნეზი, გენეტიკა, სქესი, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ცხოვრების უმოძრაო წესი, ქოლესტერინის მაღალი დონე, მარილის ჭარბი მოხმარება, ასევე არანამკურნალევი არტერიული ჰიპერტენზია, მწვავე და ქრონიკული ინფექციები. დიაგნოსტიკა ხდება კლინიკურ-ლაბორატორიული, არაინვაზიური და ინვაზიური კვლევების საფუძველზე.

გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირების არაინვაზიური მეთოდებია ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტი, ჰოლტერის მონიტორინგი. ინოვაციურ კვლევებს კი მიეკუთვნება კორონარული არტერიების ტომოგრაფია და/ან სელექტიური კორონაროგრაფია. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება დიაგნოსტირების შემდგომ და მოიცავს კონსერვატიულ ანუ მედიკამენტურ და ქირურგიულ (სტენტირება ან შუნტირება) დახმარებას. გულის იშემიურ დაავადებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გართულებებია არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, პერიკარდიტი, ანევრიზმის განვითარება, თრომბი.

დაბოლოს, რას ურჩევდით თქვენს პაციენტებს?

გულის იშემიური დაავადების განვითარების შესამცირებლად აუცილებელია პირველი რიგში რისკ-ფაქტორების თავიდან არიდება, რაც გულისხმობს თამბაქოს, ალკოჰოლის და მარილის ჭარბად მოხმარებაზე უარის თქმას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას – ფიზიკური აქტივობით დაკავებას. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს იმ თანმხლები პათოლოგიების მკურნალობა, რომლებიც გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

February 12, 2026
#OK! ჯონ ლენონის უკანასკნელი ფოტოები აღმოაჩინეს

#OK! ჯონ ლენონის უკანასკნელი ფოტოები აღმოაჩინეს

December 9, 2025
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

March 6, 2026
#OK! „დანა დამადო,ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობა“ – მარტა ბარამიძის ემოციური ისტორია

#OK! „დანა დამადო,ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობა“ – მარტა ბარამიძის ემოციური ისტორია

February 21, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

March 7, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს

#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს

March 9, 2026
#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

March 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები