• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! თუ შესაძლებელია, რომ მოსწავლემ 11 წელიწადში აითვისოს პროგრამა, რატომ უნდა ისწავლოს 12 წელი? – ირაკლი კობახიძე

November 26, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის რეჟიმში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, ხოლო რაც შეეხება საჯარო სკოლებს, შეიქმნება სპეცკლასები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.

პრემიერის განმარტებით, მოსწავლეებს არავითარი ხელოვნური დაბრკოლება არ შეექმნებათ და ამ მიმართულებით განცხადებები სპეკულაციურია.

 

ირაკლი კობახიძე - კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, შეიქმნება სპეცკლასები

 

როდესაც 12 წლიანი სწავლებიდან 11 წლიან სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მსჯელობა დავიწყეთ, შეკითხვა დავუსვი განათლების სპეციალისტებს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს – არის თუ არა შესაძლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა 11 წელიწადში და საწინააღმდეგო პასუხი ვერ მივიღე. რეალურად დადასტურდა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა არის შესაძლებელი. ამის შემდეგ დაისვა მარტივი შეკითხვა – თუ შესაძლებელია, რომ მოსწავლემ 11 წელიწადში აითვისოს იგივე პროგრამა, რატომ უნდა ისწავლოს 12 წელი?

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც 12 წლიანი სწავლებიდან 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა მოიტანს და აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების პროგრამა მაქსიმალურად მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე.

სწავლის ხანგრძლივობის შემცირებას ბევრი უპირატესობა აქვს: ეკონომიკური ეფექტი – გემატება 30-40 000 სამუშაო ძალა, რაც ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ვიცით რა არის არსებული პრობლემა – რეალურად არათუ 12-ე კლასში, მე-11 კლასშიც კი მოსწავლეები საერთოდ არ დადიან სკოლაში. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ბოლო კლასების პროგრამა არ არის თავსებადი მისაღები გამოცდების შინაარსთან. შესაბამისად, მოსწავლეს ურჩევნია სკოლაში სიარულის ნაცვლად, რეპეტიტორთან ან სახლში მოემზადოს და ჩააბაროს მისაღები გამოცდა. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს. უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრაა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ და მეორე თუ არ არის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი 12 წელი სწავლა, მაშინ რა თქმა უნდა, ჯობია გადავიდეთ 11 წელზე.

პრემიერის განმარტებით, ერთადერთი, რასაც ოპონენტები მთავრობის გზავნილს უპირისპირებენ, ისაა, რომ ახალგაზრდები საზღვარგარეთ სასწავლებლად პირველი კურსიდან ვეღარ წავლენ, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, გამოსავალი აქაც არსებობს.

ერთადერთი, რაც ოპონენტებმა ამ გზავნილს დაუპირისპირეს, ის იყო, რომ 11 წლიანი სწავლის პირობებში ახალგაზრებს საზღვარგარეთ, უმაღლესი განათლებბის სისტემაში სწავლის გაგრძელება გაუჭირდებათ. არავინ არ საუბრობდა იმაზე საჭიროა თუ არა 12 წელიწადი, კარგია თუ არა არსებული სისტემა. ერთადერთი ის, რომ თუ ბავშვმა 12 წელი არ ისწავლა, პირველი კურსიდან საზღვარგარეთ ვერ წავა. ჩვენ აქაც გვაქვს მარტივი გადაწყვეტა – ეს არ არის ხომ მთავარი საკითხი? მთავარია, 11 წელი ჯობია თუ 12 წელი. ამაზე არავინ არ საუბრობს, წავა თუ არა საზღვარგარეთ, ამაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ზოგადადაც ბევრი მინუსი აქვს მიგრაციას. როდესაც პირველი კურსიდან მიდიან ახალგაზრდები საზღვარგარეთ, მათი უდიდესი ნაწილი ქვეყანაში აღარ ბრუნდება, ამიტომ მინუსი მეტი აქვს საზღვარგარეთ წავლას, ვიდრე პლიუსი, თუმცა ეს არის თითოეული მოსწავლის და მშობლის არჩევანი, მაგრამ თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლს გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი:
1. კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12 წლიანი სასწავლო პროგრამა.

  1. საჯარო სკოლებში თუ ვინმეს ექნება სურვილი გაიაროს მე-12 კლასი იმისთვის, რომ მერე ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისათვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში. შეგვიძლია თითოეულ რეიონში შევქმნათ სპეცკლასები. აქდან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი დაამთავროს მე-12 კლასი და პირველი კურსიდან გააგრძელოს სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. შესაბამისად, მთლიანად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას მოსწავლეებისთვის, არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელებით სრულიად შესაძლებელია, რომ 4 წელიწადში ევროპული დონის განათლების სისტემა მივიღოთ.

კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ საერთო სურათს, დღეს გვაქვს რთული მდგომარეობა განათლების სისტემმაში. დონე შორს არის დამაკმაყოფილებლისგან. აქედან გამომდინარე, გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისთვის, რომ მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია. თვისებრივი დაახლოება განვითარებული ქვეყნების სისტემებთან არის შესაძლებელი, თუნდაც ოთწლიან პერიოდში თავისი ინფრასტრუქტურით, სწავლების შინაარსით, თავისი სასწავლო პროგრამებით, თავისი სახელმძღვანელოებით, თავისი საკადრო პოლიტიკით, შეგვიძლია, 4 წელიწადში მივაღწიოთ თვისებრივ ცვლილებას და ეს არის ამ რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა. რა თქმა უნდა, განათლებული საზოგადოება ნიშნავს განვითარებას ყველა მიმართულებით. ეს ნიშნავს ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალური მიმართულებით მეტ განვითარებას, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და გამყარებას. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ზრუნვა ჩვენს საზოგადოებაზე, მომავალ თაობაზე, მის განათლებაზე და სწორედ ეს არის მთავარი საფუძველი, რომელმაც იმ კონცეფციამდე მიგვიყვანა, რომელიც საზოგადების წინაშე წარვადგინეთ – განაცხარა პრემიერმა.

გაიგე მეტი: ირაკლი კობახიძე

ასევე გაეცანი

#OK!  „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?
OK! News

#OK! „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?

December 14, 2025
#OK! „მერკურის დაბრუნება მშვილდოსანში. ახლა სამყარო მეორე შანსს გაძლევთ“ –  ასტროლოგი რამაზ გიგაური გვირჩევს
OK! News

#OK! „მერკურის დაბრუნება მშვილდოსანში. ახლა სამყარო მეორე შანსს გაძლევთ“ – ასტროლოგი რამაზ გიგაური გვირჩევს

December 15, 2025
#OK! Vogue -მა ქეით მიდლტონი 2025 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად აღიარა
OK! News

#OK! Vogue -მა ქეით მიდლტონი 2025 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად აღიარა

December 13, 2025
#OK! ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა Peaky Blinders-ის სტილის ჩაცმულობის გამო დააკავეს
OK! News

#OK! ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა Peaky Blinders-ის სტილის ჩაცმულობის გამო დააკავეს

December 13, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ხელოვანისა და დიზაინერის 10 ყველაზე საკულტო თანამშრომლობა

#OK! ხელოვანისა და დიზაინერის 10 ყველაზე საკულტო თანამშრომლობა

August 11, 2025
#OK! კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას შექმნილი სამოსით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას შექმნილი სამოსით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! კაილი ჯენერის მონოქრომული იმიჯი! ვარსკვლავი საკუთარი, 72,8 მილიონი დოლარის ღირებულების კერძო თვითმფრინავში!

#OK! კაილი ჯენერის მონოქრომული იმიჯი! ვარსკვლავი საკუთარი, 72,8 მილიონი დოლარის ღირებულების კერძო თვითმფრინავში!

April 2, 2021
#OK! თაკო მექვაბიძე – ბათუმი მაძლევს ზღვა ენერგიას, ის უდიდესი ინსპირაციაა ჩემთვის…

#OK! თაკო მექვაბიძე – ბათუმი მაძლევს ზღვა ენერგიას, ის უდიდესი ინსპირაციაა ჩემთვის…

April 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! „მერკურის დაბრუნება მშვილდოსანში. ახლა სამყარო მეორე შანსს გაძლევთ“ –  ასტროლოგი რამაზ გიგაური გვირჩევს

#OK! „მერკურის დაბრუნება მშვილდოსანში. ახლა სამყარო მეორე შანსს გაძლევთ“ – ასტროლოგი რამაზ გიგაური გვირჩევს

December 15, 2025
#OK! პარკეტის გალერეა – ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია

#OK! პარკეტის გალერეა – ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია

December 13, 2025
#OK! 10 საახალწლო ფილმი, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას აუცილებლად შეგიქმნით

#OK! 10 საახალწლო ფილმი, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას აუცილებლად შეგიქმნით

December 13, 2025
#OK! როგორ გაჩნდა სული თოჯინებში ანუ „ელენე დარიანის“ დაბადების ისტორია

#OK! როგორ გაჩნდა სული თოჯინებში ანუ „ელენე დარიანის“ დაბადების ისტორია

December 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები