• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! დემნა გვასალია 41 წლის გახდა: ყველაზე ექსტრაორდინალური ქართველი დიზაინერი იუბილარია

მარტი 25, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ფრანგული მოდის სახლის “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იუბილარია. დიზაინერი დღეს 41აკ წლის გახდა. ყველასგან განსხვავებული, ორიგინალური, ექსცენტრიული და არაორდინალური დიზაინერი 1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაიბადა, თუმცა, სამხედო კონფლიქტის გამო ოჯახის წევრებთან ერთად მისი დატოვება მალევე მოუწია.

დემნა ჯერ საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის, ხოლო შემდეგ კი ანტვერპენის აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა. დემნამ საქართველოში დიპლომის აღების შემდეგ მშობლებს განუცხდა, რომ დაპირებულ დიპლომს მათ აძლევდა, ამის შემდეგ კი იმის გაკეთებას აპირებდა, რაც მას მართლა სურდა.

Demna Gvasalia Says Goodbye To Vetements | FIB

დემნას ინტერესი დიზაინის მიმართ ბავშვობიდანვე იკვეთებოდა, ის 4 წლიდან ხატავდა, როგორც მისი ძმა გურამი იხსენებს, მაშინ, როდესაც დემნა კაბებს ჭრიდა და თოჯინებს აცმევდა, თავად სამეზობლოში შოუზე დასასწრებ ბილეთებს ყიდდა.

დემნა ხშირად საუბრობს ცხოვრების რთულ პერიოდზე, როდესაც 15 წლის წინ საკერავი მანქანის ფულიც კი არ ჰქონდა. მისი “ყველაზე პირადი კოლექცია” როგორც თავად უწოდებს მას, მისი ოჯახის ყველაზე დიდ ტრამვას, სოხუმიდან წამოსვლას უკავშირდება. 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მთავარი თემა სწორედ ომი იყო. მან ჩვენება მთლიანად საქართველოს მიუძღვნა.

Demna Gvasalia Is Stepping Down From Vetements | Vogue

 

იხილეთ ასევე:

დემნა გვასალია – საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი, რომელმაც Balenciaga წლის ყველაზე განხილვად მოდის ბრენდად აქცია

 

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი და “ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ექსცენტრიული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს.

გლობალური პანდემიის დროს ბევრმა დიზაინერმა სრულიად შეწყვიტა ახალი სამოსის შექმნა, თუმცა დემნა გვასალიამ თავისუფალი დრო თავისდა სასიკეთოდ გამოიყენა. მისი დამსახურებით “ბალენსიაგამ” 2020 წელს უამრავი მოგება ნახა, Lyst Index-ის პლატფორმაზე “გუჩიც” კი ჩამოიტოვა და წლის ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა.

მარტივად რომ ვთქვათ, „პოსტ-აპოკალიფსური დისტოპიიდან“ დაწყებული, საკუთარი ვიდეო-თამაშით დამთავრებული, ქართველი გენიოსი მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ფიგურების განცვიფრებას ყოველთვის ახერხებს.

ბალენსიაგას” წლევანდელმა Haute Couture კოლექციამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ბრენდის სამოსით წითელ ხალიჩაზე არაერთი ვარსკვლავი გამოჩნდა. რატომ გადაწყვეტიეთ Haute Couture კოლექციის შექმნა და როდის გაგიჩნდათ ეს იდეა ირველად?

“ბალენსიაგაში დიდი ხანია ვმუშაობ, მაგრამ Haute Couture-ზე ფიქრსაც კი ყოველთვის თავს ვარიდებდი, თითქოს მეშინოდა… ორი წლის წინ მივხვდი, რომ უკვე იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი თავს Ready-To-Wear კოლექციების შექმნისას, რომ “კომფორტის ზონიდან” უნდა გამოვსულიყავი და რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა. საკუთარ თავს ვკითხე რა იყო შემდეგი, პასუხად კი მივიღე – ოტ კუტიური.”

ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ თავიდან ეკონომიკაზე სწავლობდით, რადგან მამათქვენს სურდა ბიზნესმენი გამოსულიყავით. როგორი დამოკიდებულება აქვთ ახლა თქვენს მშობლებს, როდესაც “ბალენსიაგაში” გხედავენ?

“წლების შემდეგ, როგორც იქნა, მამაჩემი აღიარებს, რომ მოდის დიზაინერი ნამდვილი პროფესიაა და არა მხოლოდ საქმე მდიდარი გოგონებისთვის. ეს არის სამუშაო, რომლითაც შეგიძლია გააბედნიერო სხვა ადამიანები. მე საბჭოთა საქართველოში გავიზარდე,  ბავშვობაში არასდროს მინახავს მოდის ჟურნალები. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ Vogue-ის და სხვა დასავლური ჟურნალების ასლები. მაშინ დავიწყე მოდის არსის აღმოჩენა, ერთგვარი “ოცნებების სამყაროსი”, რომლის არსებობის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდი.“

Guram Gvasalia, Direktur Kreatif Baru Vetements | Highend Magazine

 

როგორი იყო ბავშვობის წლები საბჭოთა საქართველოში?

“მე გავიზარდე ქვეყანაში, სადაც გამოხატვის ყველა ფორმა შეზღუდული იყო და მოდა არ არსებობდა, რადგან ყველას ერთნაირი ტანსაცმელი ეცვა. ჩემი ბავშვობა ომისა და რთული ოლიტიკური ვითარების გამო არასტაბილური იყო. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საზღვარგარეთ წამოსვლა გადავწყვიტე, მე მჭირდებოდა ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობდი, როდესაც ღამით ქუჩაში გამოვიდოდი.”

“თინეიჯერობის წლები მაინც ძალიან ამაღელვებელი იყო, იმიტომ, რომ უეცრად ჩვენამდე უამრავმა ინფორმაციამ მოაღწია: მუსიკა, ფილმები, მოდა, დასავლური ვიზუალური კულტურა. აღმოვაჩინე გოთური მუსიკა, ჰიპ-ჰოპი და მასთან დაკავშირებული ტანსამლის სხვადასხვა კულტურა. მიუხედავად ომისა და ტრაგიკული პოლიტიკური ვითარებისა, თინეიჯერობის წლები ბავშვობასთან შედარებით ჩემთვის უფრო ფერადი და ბედნიერი იყო.”

Demna Gvasalia on Balenciaga, Haute Couture, and Why He's Staying Put in Zurich | Vogue

მარტივად აითვისა საზოგადოებამ დასავლური კულტურის ელემენტები?

“მახსოვს, როდესაც Levi’s-ის ჯინსები პირველად ჩავიცვი ეს იყო დღესასწაული ჩემი სამეზობლოსთვის. ხალხს უნდოდა ჩემი სამოსის ნახვა, იმიტომ, რომ მათ ამერიკული ჯინსები მანამდე ნანახი  არ ჰქონდათ… ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც მოდა ძალიან აინტერესებდა და ტანსცმელები უყვარდა, მოზარდობის პერიოდი იყო ნამდვილი “ოქროს ნახა.” არც კი ვიცოდი დიზაინერების არსებობის შესახებ, ჩვენ ხომ ინტერნეტთან წვდომა არ გვქონდა… მოდის ინდუსტრიის შესწავლამ გამაანალიზებინა, რომ მანამდე ვცხოვრობდი სარდაფში, სადაც დღის სინათლე არასდროს შემოდიოდა.”

Demna Gvasalia Interviewed by André Leon Talley and Starring Iman

 

როდის აღმოაჩინეთ თქვენი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და რა გავლენა იქონია ამან თქვენს ცხოვრებაზე?

“დიდი ხანი დამჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა, ვფიქრობ, რომ საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი. ბუნებრივიცაა, მე ხომ ვიზრდებოდი ქვეყანაში, სადაც მენტალიტეტი ჰომოფობიური იყო, რაც სამწუხაროდ დღემდე ასეა.”

“თავიდან ჩემი ოჯახისაც კი მეშინიდა, საკუთარ თავს 20 წლამდე ვატყუებდი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი სამშობლოს დატოვებისა, ვიცოდი, რომ იქ თავისუფალი ვერ ვიქნებოდი… მიხარია, რომ დღეს ვმუშაობ ინდუსტრიაში, სადაც ჰომოსექსუალიბა მიღებულია. მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, სამყარო უმცირესობების მიმართ მაინც აგრესიულია, ამიტომ ვცდილობ, ჩემი საქმიანობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ვამოვიყენო.”

VÊTEMENTS-მა მსოფლიო მოდაში საკუთარი სიტყვა თქვა. როდესაც ეს ლეიბლი შექმენით, წარმოიდგენდით, რომ მოდის ინდუსტრიაზე ამხელა ზეგავლენას მოახდენდა?

“საერთოდ არ მქონია ასეთი განზრახვა. Vêtements-ში მუშაობა დავიწყე მაშინ, როდესაც იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვიყავი. მანამდე მოდის არაერთ სახლში ვმუშაობდი, საკმაოდ პრესტიჟულ თანამდებობაზე და ვფიქრობდი – “ეს არის მოდა?”, თავს ძალიან შეზღუდულად ვგრძნობდი. არ მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი.

‘’ მე ვიყავი ჩემი სურვილების ერთგული, ამიტომ Vetements წარმოადგენდა ადგილს, სადაც შემეძლო ვყოფილიყავი ის, ვინც რეალურად ვიყავი. უბრალოდ ინსტინქტებს მივყევი და გადავწყვიტე საზოგადოებისთვის “საკუთარი მოდა” შემეთავაზებინა… როდესაც ფულის კავშირი იგრძნობა  კონცეპტუალურ და შემოქმედებით კონტექსტში, რთულია გადაარჩინო შენი იდეალები. ამიტომ, მას შემდეგ, რაც Vetements აღარ წარმოადგენდა “ოცნებას” და გახდა ბრენდი, როგორც ბიზნესი, წამოვედი.”

Demna Gvasalia: the Balenciaga designer making couture cool again | Style | The Sunday Times

ბოლოდროინდელ ინტერვიუებში საკუთარ თავს “უცნაური” არაერთხელ უწოდეთ. რამდენად თვლით, რომ დღეს სასურველ ადგილას ხართ ცხოვრებაში?

“ვფიქრობ, მთელი ცხოვრება უცნაური და მარტოხელა ვიყავი. დღესაც ისეთივე უცნაური ადამიანი ვარ, როგორც ადრე. 40 წლის ასაკში ვაღიარებ და ვაცნობიერებ, რომ განსხვავებული ვარ. არ მაქვს სხვების მსგავსი აზროვნება, სტილი და გარეგნობა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ადრე არ მინდოდა “უცნაური” ვყოფილიყავი, რადგან ეს არასწორი მეგონა.  დღეს ვიცი, რომ ეს ჩემი “სუპერძალა”.

 

ასევე იხილეთ:

#OK! “ბალენსიაგას” საჯარო მხარდაჭერა უკრაინას

გაიგე მეტი: Balenciagaბალენსიაგადემნა გვასალია

ასევე გაეცანი

OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად
OK! News

OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

აგვისტო 15, 2022
#OK! იაპონელი დიზაინერი ისი მიაკი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
Fashion News

#OK! იაპონელი დიზაინერი ისი მიაკი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

აგვისტო 10, 2022
#OK! დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი პატივს მიაგებს მარო მაყაშვილს – ქართველ ანა ფრანკს
OK! News

#OK! დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი პატივს მიაგებს მარო მაყაშვილს – ქართველ ანა ფრანკს

აგვისტო 9, 2022
#OK! ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
Hollywood News

#OK! ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აგვისტო 8, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! შორენა ბეგაშვილი მალდივენზე ისვენებს (ფოტოები)

#OK! შორენა ბეგაშვილი მალდივენზე ისვენებს (ფოტოები)

ივლისი 25, 2022
#OK! “ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ვინარჩუნებთ დისტანციას” – პენელოპა კრუზი პედრო ალმოდოვარის შესახებ

#OK! “ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ვინარჩუნებთ დისტანციას” – პენელოპა კრუზი პედრო ალმოდოვარის შესახებ

ივლისი 4, 2022
#OK! დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქრისტინე იმედაძე ახალი ჰიტით დაბრუნდა: „ვინმემ არ გაიგოს ჩუ“

#OK! დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქრისტინე იმედაძე ახალი ჰიტით დაბრუნდა: „ვინმემ არ გაიგოს ჩუ“

სექტემბერი 10, 2021
#OK! არჩილ გელოვანის ცხოვრების სტილი

#OK! არჩილ გელოვანის ცხოვრების სტილი

ივლისი 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჰეილი ბიბერი Victoria’s Secret-ის ახალ კამპანიაში

#OK! ჰეილი ბიბერი Victoria’s Secret-ის ახალ კამპანიაში

აგვისტო 12, 2022
#OK! კიმ კარდაშიანი პიტ დევიდსონთან დაშორების შემდეგ აიდაჰოს შტატში ისვენებს

#OK! კიმ კარდაშიანი პიტ დევიდსონთან დაშორების შემდეგ აიდაჰოს შტატში ისვენებს

აგვისტო 15, 2022
#OK! ჯულია ფოქსის ექსცენტრული იმიჯი კვლავ საზოგადოების კრიტიკის ობიექტია

#OK! ჯულია ფოქსის ექსცენტრული იმიჯი კვლავ საზოგადოების კრიტიკის ობიექტია

აგვისტო 12, 2022
OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

აგვისტო 15, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×