მაშინ, როდესაც საზოგადოება Brit Awards-ის 2021 წლის დაჯილდოების წითელ ხალიჩას ადევნებდა თვალს, ჰარი სტაილსის გულშემატკივრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი კუმირი წლევანდელ ღონისძიებას არ დაესწრებოდა.
ყველასგან მოულოდნელად, ბრიტანული მუსიკის დაჯილდოებაზე ჰარიმ ტრიუმფალურად დაბრუნება გადაწყვიტა და კუთვნილი ჯილდოს მისაღებად სცენაზე ყველასგან მოულოდნელად გამოჩნდა.
ახალგაზრდა თაობის საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული ინგლისელი პოპვარსკვლავი მუსიკალური ინდუსტრიის გარდა, მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიან ადამიანთაგანია, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცად განიხილება. 27 წლის არტისტის ეპატაჟური ჩაცმულობა ყურადრების გარეშე არც ამჟამად დარჩენილა, ახალგაზრდა შემსრულებელმა მნიშვნელოვანი საღამოსთვის ტრადიციულად “გუჩის” სამოსი მოირგო.
შეგახსენებთ, რომ ჰარი 2019 წელს Met Gala-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თანაორგანიზატორად დაასახელეს, 2020 წელს კი GQ-ის საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცების სიაში შევიდა.
ჰარიმ მოიპოვა ჯილდო კატეგორიაში: British single