როგორც იცით, ამერიკელმა ბიზნესვუმენმა და რეალითი შოუს Keeping Up with the Kardashians-ის ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა “მეტ გალას” ღონისძიებისთვის 7 კილოგრამი დაიკლო და მოდის ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას მერილინ მონროს ბრილიანტებით მორთული კაბით დაესწრო, რომელიც მსახიობს 1962 წელს სიმღერა Happy Birthday, Mr. President-ის შესრულების დროს ეცვა.
როგორც ჩანს, რეალითი შოუს ვარსკვლავს მერილინ მონროს სტილი ძალიან მოსწონს და მას შემდეგ მისი საკულტო იმიჯის გაცოცხლებას არაერთხელ ეცადა.
ვარსკვლავმა ამჯერად “დოლჩე&გაბანას” სარეკლამო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.