• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! ბექჰემების ვარსკვლავური ოჯახის საშობაო ტრადიციები

იანვარი 10, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვარსკვლავური წყვილი იმ ოჯახთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც განსაკუთრებულად ემზადებიან სადღესასწაულო სეზონისთვის. ბექჰემების ოჯახში ყოველწლიურად იგრძნობა საახალწლო სულისკვეთება, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდანაც ძალიან კარგად ჩანს. 45 წლის ფეხბურთელისთვის შობის დღესასწაული ოჯახურ ტრადიციებთან ასოცირდება. ის ხშირად იხსენებს ბავშვობის პერიოდს, თუ როგორ ხვდებოდა მისი ოჯახი სხვადასხვა დღესასწაულს და რა დატვირთვა ჰქონდა მათთვის კონკრეტულად საშობაო რიტუალს.

“ჩემთვის შობის დღესასწაული ოჯახთან და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებთან ასოცირდება. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ჩემი მშობლები დღე და ღამ მუშაობდნენ იმისთვის, რომ მე და ჩემს დას ყველაფერი გვქონოდა. შობის წინა ღამე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენს ოჯახში, მახსოვს მამას შემწვარი ქათმით სავსე დიდი ყუთი მოჰქონდა ხოლმე, ეს ჩვენი ოჯახის საშობაო ტრადიცია იყო, რომელსაც ყოველწლიურად ვიმეორებდით. შობის ღამეს ყველა ერთად, საღამურებით ვხვდებოდით, რომელსაც წინა ღამით დედა გვირიგებდა, შესაძლოა ადამიანებისთვის KFC სადღესასწაულო საკვებთან არ ასოცირდება, თუმცა ბექჰემებისთვის ეს სრულებით საკმარისია.”

Naturally The Beckhams Have The Best Nostalgic Christmas Jumpers | British Vogue

Victoria Beckham Shares the Most Relatable Family-Christmas-Card Blooper Video | Glamour

 

როგორც წესი, ბექჰემების ოჯახი ახალი წლის დღესასწაულს ლონდონში ან Cotswolds-ში არსებულ სახლში ხვდება. ოჯახისთვის ეს ადგილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კრუზისა და ჰარპერის ბაპტისტური ნათლობის ცერემონია და ბრუკლინის 21-ე დაბადების დღის წვეულება სწორედ ამ სახლში გამართეს.

აგურით აშენებული სახლის განსაცვიფრებელი ინტერიერი მოიცავს ლამაზ ბაღებს, აუზს, ტენისის მოედანსა და საუნას. ალბათ, რთული მისახვედრი არაა, რატომ ატარებს ვარსკვლავური ოჯახი დროის უმეტეს ნაწილს ქალაქგარეთ. შეგახსენებთ, რომ გლობალური პანდემიის პერიოდში ბექჰემების ოჯახმა თვითიზოლაციის გარკვეული პერიოდი სწორედ Cotswolds-ში არსებულ სახლში გაატარა.

 

ვიქტორია ბექჰემისთვის სადღესასწაულო სეზონი მყუდრო ოჯახურ საღამოსთან ასოცირდება, თუმცა დევიდი მის იდეას სავსებით არ ეთანხმება. როგორც თავად აღნიშნავენ, გამუდმებით კამათობენ იმის შესახებ, თუ სად და როგორ გაატარებენ დამდეგ ახალ წელს. დევიდი ხშირად იჩენს ინიციატივას, დღესასწაული მაიამიში გაატარონ, თუმცა ვიქტორია მის მოსაზრებას არასდროს ეთანხმება. 46 წლის დიზაინერი აღნიშნავს, რომ სურს მეუღლესთან, შვილებთან და ოჯახის ახალ წევრებთან ერთად მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი დღე საკუთარ სახლში გაატაროს.

ვიქტორია აღნიშნავს, რომ თავად მინიმალისტური დეტალები იზიდავს, ამიტომ ცდილობს ნაძვის ხე ღია ფერის განათებებითა და სათამაშოებით მაქსიმალურად სადად მორთოს.

“დევიდს ძალიან უყვარს ნაძვის ხის მორთვა და საახალწლო დეკორაციების შვილებთან ერთად დამზადება. როდესაც ნაძვის ხეს ვრთავ, ზუსტად ვიცი, რომ არ მოეწონება, შემდეგ კი დამატებით განათებებსა და დეკორაციებს მოითხოვს, რათა სახლში უფრო ფერადი, ლამაზი და მყუდრო გარემო შეიქმნას.” – აღნიშნავს დიზაინერი მეუღლის შესახებ.

ბექჰემების ვარსკვლავურ ოჯახში სადღესასწაულო სამზადი, რა თქმა უნდა, გამორჩეულად ოჯახის ყველაზე პატარა წევრს, 9 წლის ჰარპერს უხარია. ყოფილი ფეხბურთელი ქალიშვილს ხშირად ეხმარება დეკორაციების აწყობასა და საახალწლო ტკბილეულის მომზადებაში. როგორც თავად აღნიშნავს, ეს პროცესი მისთვის იმდენად სახალისო და ბედნიერების მომტანია, რომ ბავშვებზე მეტად ეს ყველაფერი ხშირად თავად უფრო უხარია.

შეგახსენებთ, რომ ბექჰემების ვარსკვლავური წყვილი ღვინის ბიზნესშია ჩართული, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ოჯახის საახალწლო სუფრაზე ღვინო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და უცვლელი სასმელია.

როგორც ვიქტორია აღნიშნავს, წინასაახალწლო დღეებში სახალისო, ამავდროულად კი უხერხული სიტუაცია იქმნება, რადგან დევიდს სურს დღესასწაული ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მშობლები განქორწინებულები არიან, დედასთან ერთად მამისა და მისი ამჟამინდელი მეგობარი ქალის დაპატიჟებას ვერ ახერხებს. ფეხბურთელი ცდილობს  მშობლებთან ერთად თანაბრად გაატაროს დრო, ისე, რომ უპირატესობა არცერთს არ მიანიჭოს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის უჭირს, თუ რომელი მშობელი დაპატიჟოს სადღესასწაულო სუფრაზე.

გლობალური პანდემიის დაწყებამდე ოჯახი არ ღალატობმა ტრადიციებს და წინასაახალწლო დღეებში არაერთი აქტივობით კავდებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყინულის მოედანზე სრიალია, რაც მათი 9 წლის ქალიშვილისთვის უკვე უბრალო გართობასა და ჰობზე მეტია.

ოთხი შვილის დედა ადრეული ასაკიდანვე ცდილობდა ბავშვებში კონკრეტული საქმიანობებისადმი ინტერესი არ გაექრო და მათი სურვილები მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა, იქნებოდა ეს სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული კრუზი, ფოტოგრაფიით გატაცებული ბრუკლინი თუ ტენისის თამაშით დაინტერესებული რომეო.

როგორც ოჯახთან დაახლოებული წყარო აღნიშნავს, ჰარპერის ახალი გატაცება ოჯახისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველანაირი პირობა შეუქმნან ამ სფეროში წარმატების მისაღწევად. როგორც ბექჰემების ოჯახის ყველაზე პატარა წევრი აღნიშნავს, მისი ოცნებაა პროფესიონალი მოციგურავე გამოვიდეს, ის მამასთან ერთად ხშირად დადის ყინულის მოედანზე და მასწავლებელთან ერთად ვარჯიშობს.

დევიდისა და პატარა ჰარპერის მეგობრული ურთიერთობა ხშირად იქცევს სოციალური მედიის მომხმარებლებისა და უცხოური გამოცემების ყურადღებას. მამა-შვილი ხშირად ატარებს სახალისო ექსპერიმენტებს და დამოუკიდებლად ამზადებს სადღესასწაულო კერძებს, ახალი წლის წინა დღეებში აცხობენ ტკბილეულს და სახლს ხელნაკეთი დეკორაციებით ალამაზებენ.

გაიგე მეტი: ბრუკლინ ბექჰემიდევიდ ბექჰემივიქტორია ბექჰემიკრუზ ბექჰემიჰარპერ ბექჰემი

ასევე გაეცანი

#OK! ორსული ადრიანა ლიმა და ანდრე ლემერსი კანის ფესტივალის ფარგლებში Chopard-ის წვეულებას დაესწრნენ
Hollywood News

#OK! ორსული ადრიანა ლიმა და ანდრე ლემერსი კანის ფესტივალის ფარგლებში Chopard-ის წვეულებას დაესწრნენ

მაისი 23, 2022
#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია
Fashion News

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

მაისი 23, 2022
#OK! ენ ჰეტევეი კანის კინოფესტივალზე Giorgio Armani-ის კაბით გამოჩნდა
Hollywood News

#OK! ენ ჰეტევეი კანის კინოფესტივალზე Giorgio Armani-ის კაბით გამოჩნდა

მაისი 20, 2022
#OK! ევა ლონგორიას მორიგი გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე
Hollywood News

#OK! ევა ლონგორიას მორიგი გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

მაისი 20, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად

#OK! სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად

სექტემბერი 4, 2021
#OK! დახვეწილი აქსესუარები P’IK/Art-ისგან – ინტერვიუ დიზაინერ თეონა ღონღაძესთან

#OK! დახვეწილი აქსესუარები P’IK/Art-ისგან – ინტერვიუ დიზაინერ თეონა ღონღაძესთან

ივლისი 8, 2021
#OK! 1990-იანი წლების სუპერმოდელები: ვინ არიან ისინი და სად არიან დღეს?

#OK! 1990-იანი წლების სუპერმოდელები: ვინ არიან ისინი და სად არიან დღეს?

აგვისტო 29, 2021
#OK! ფაქტები Beyonce-ს შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ!

#OK! ფაქტები Beyonce-ს შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ!

სექტემბერი 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კანის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კანის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ

მაისი 20, 2022
#OK! ორსული ადრიანა ლიმას გამოჩენა კანის კინოფესტივალზე

#OK! ორსული ადრიანა ლიმას გამოჩენა კანის კინოფესტივალზე

მაისი 19, 2022
#OK! “დედაჩემი ლესბოსელია, მამაჩემი გეი, მინდა ადამიანებმა შემომხედონ და ჩემში ჩვეულებრივი ადამიანი დაინახონ” – ჯოზეფინ სკრივერი

#OK! “დედაჩემი ლესბოსელია, მამაჩემი გეი, მინდა ადამიანებმა შემომხედონ და ჩემში ჩვეულებრივი ადამიანი დაინახონ” – ჯოზეფინ სკრივერი

მაისი 18, 2022
#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

მაისი 23, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×