• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ნანიკა – ხათუნა ხრიკაძის შემოქმედებითი სამყარო

January 11, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

OK!-ის იანვრის ნომრის სტუმარი ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი, ხათუნა ხრიკაძეა, რომელიც უკვე მრავალი წელია მინანქარზე მუშაობს და საკუთარი ბრენდის „ნანიკას“ საშუალებით საზოგადოებას ქართული ორნამენტებით შექმნილი ულამაზესი სამკაულებისა და თმის სამაგრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ჩვენი რესპონდენტი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ახლო მომავალში საკუთარი ნამუშევრების გამოფენასაც გეგმავს თავისი გულშემატკივრებისთვის. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ხათუნა ხრიკაძეს პირადად ვესაუბრეთ.

 

 

ხათუნა, უპირველესად გაგვეცანით.

გახლავართ ხათუნა ხრიკაძე, 46 წლის, 3 შვილის დედა. 28 წელი ვმუშაობდი და ახლაც ნაწილობრივ ვაგრძელებ გაყიდვების მენეჯერად მუშაობას ტურისტულ სააგენტოში, დისტანციურად. ამჟამად ვცხოვრობ ნიუ-იორკში.

საქართველოში ტიხრული მინანქრის დიდი ისტორიული გამოცდილებაა დაგროვილი, მაგრამ ერთი პერიოდი ეს ტრადიცია დაიკარგა.  ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს ამ კულტურის აღორძინება და განვითარება ეკლესიებში, მონასტრებსა და კერძო სკოლებში. 2017-2019 წლებში მეც ვმუშაობდი მინანქარზე, კონკრეტულად ტიხრულ მინანქარზე, თან პატარა ბავშვებსაც ვაზიარებდი ამ ხელოვნების საიდუმლოს. გადავწყვიტე აქაც გამეგრძელებინა იგივე საქმიანობა.

 

გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

ნიუ-იორკში ყოფნისას დავიწყე მუშაობა ცნობილ მინანქრისტთან, ქალბატონ მირა ჯედვაბნიკ ვან დორენთან (MIRA JEDWABNIK VAN DOREN) და მისი დახმარებით მოვაწყვე სახლში პატარა სახელოსნო, სადაც შევიძინე ამ საქმიანობისთვის აუცილებელი ყველა ნივთი: ღუმელი, ფერები… ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც საჭიროა მინანქარზე სამუშაოდ. დავიწყე ვერცხლის, სპილენძის  დამუშავება და მათგან სამკაულების, სუვენირების დამზადება. ამას გარდა, ვაკეთებ ხელნაკეთ საპნებს, სანთლებს, ეპოქსიდით ვქმნი ვაზებს, მაგიდებს და სხვა უამრავ ლამაზ ნივთს.  გადავწყვიტე გამეხსნა კომპანია – „ნანიკა“. ჩემი შვილების სახელებში შემავალი მარცვლების კომბინაციით: ნაკა-ნა, ნინია-ნი და ზუკა-კა.

 

 

როდის გაგიჩნდათ პირველად ინტერესი და როდის დაეუფლეთ თქვენს პროფესიას?

2017 წელს, როცა ავიაბილეთების შეძენა აქტიური გახდა ონლაინ, ჩემი, როგორც გაყიდვების მენეჯერის  მუშაობა სააგენტოში  ნელ-ნელა გახდა ნაკლებად ფუნქციური, ამიტომ გადავწყვიტე რამე ახალი პროფესია შემესწავლა. ჩემი მეგობრის, ნათია გოგოლაძის დახმარებით, რომელიც მაშინ უკვე მუშაობდა ვერცხლზე და მინანქრით ულამაზეს ნივთებს ქმნიდა თავის სახელოსნოში,  დავიწყე ამ საქმის შესწავლა და ნელ-ნელა „მოვიწამლე“ ამ ხელოვნებით. საოცრებაა, როცა შეგიძლია სულ რაღაც პატარა მეტალი გარდაქმა ულამაზეს ნივთად. როგორ ერწყმის ერთმანეთს ტიხარი და ფერი. ასე რომ, ეს საქმიანობა მაშინ გახდა ჩემი და ჩემი შვილების საარსებო წყარო. დღე და ღამე ვისხედით და ვქმნიდით უამრავ საყურეს, სამაჯურს, საკიდარს და ვამარაგებდით სუვენირების სხვადასხვა მაღაზიას, სადაც დროდადრო იმართებოდა გამოფენა-გაყიდვებიც. ჩვენგან შექმნილი ბევრი სამკაული იგზავნებოდა უკრაინაში. მაშინაც და ახლაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო და არის. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2020 წელს, პანდემიის დროს. მერე დავამთავრე პროფესიული კოლეჯიც, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყველა შექმნილი ნივთი განსხვავებულია და არასდროს არ ჰგავს მეორეს. 

ამჟამად ვარ ნიუ-იორკის რამდენიმე ასოციაციის წევრი და ვცდილობ, ყველა პროექტში მივიღო მონაწილეობა.

რა მასალაზე მუშაობთ და როგორია თქვენი სპეციფიკა?

საქართველოში ვმუშაობდი მხოლოდ ვერცხლზე. ნიუ-იორკში გავიარე კურსი, რომლითაც  სპილენძზე მუშაობაც შევისწავლე. ამჟამად ვმუშაობ ორივე ლითონზე. სპილენძის, ვერცხლისა და მინანქრისგან  ვამზადებ თმის სამაგრებს, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა. ქართული ორნამენტებით შექმნილი სამკაულები ძალიან საინტერესო და ლამაზია. ყველას აოცებს და მოწონებას იმსახურებს.

 

 

 

ოჯახზეც მოგვიყევით…

მყავს 3 შვილი. უფროსი, ნაკა ასიტაშვილი – 20 წლის, სტუდენტია და სწავლობს სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის მიმართულებით, პარალელურად სწავლობს გრაფიკულ დიზაინს Digital Academy-ში. ნინია 17 წლის, აბიტურიენტი, პარალელურად ეუფლება პრიგრამირების კურსს It Academy-ში და ზუკა, 12 წლის, რომელიც სწავლობს მე-7 კლასში. ისინი ჯერჯერობით საქართველოში არიან.

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

ქალბატონ მირასთან ერთად ვაპირებ გამოფენის მოწყობას. ახლა ვმუშაობ როგორც ჩემს ახალ იდეებზე, ასევე, მისი ნამუშევრების რესტავრაციაზე. გამოფენის სახელი, სავარაუდოდ, იქნება  „ძველი და ახალი ნამუშევრების სიცოცხლე“. ეს გამოფენა დაგეგმილი გვქონდა სექტემბერში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. იმედია, დეკემბრის ბოლოს წარვუდგენთ დამთვალიერებლებს ჩვენს ნამუშევრებს.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ხათუნა ხრიკაძე

ასევე გაეცანი

OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან
Slider Area

OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან

December 5, 2025
#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა – დარპან პრაშერი

#OK! საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა – დარპან პრაშერი

December 27, 2024
#OK! ადამიანები, 2021 წლის ყველაზე დიდი მიღწევებით

#OK! ადამიანები, 2021 წლის ყველაზე დიდი მიღწევებით

December 30, 2021
#OK! Burberry-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

#OK! Burberry-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

February 22, 2022
#OK! სოფო ნიჟარაძემ შვილთან ერთად გადაღებული კადრი პირველად გამოაქვეყნა

#OK! სოფო ნიჟარაძემ შვილთან ერთად გადაღებული კადრი პირველად გამოაქვეყნა

May 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორები იქნებიან „ბეტა“ თაობის ბავშვები?

#OK! როგორები იქნებიან „ბეტა“ თაობის ბავშვები?

December 8, 2025
#OK! „მის სამყაროს“ ორგანიზატორები კონკურსის გამარჯვებულ ფატიმა ბოშს უჩივიან

#OK! „მის სამყაროს“ ორგანიზატორები კონკურსის გამარჯვებულ ფატიმა ბოშს უჩივიან

December 5, 2025
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 4, 2025
#OK! Starbucks – „ყავის ლეგენდა“ და მისი წარმატების ისტორია

#OK! Starbucks – „ყავის ლეგენდა“ და მისი წარმატების ისტორია

December 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები