#OK! დოდონა ნამორაძე საბერძნეთის ვოისის ნახევარფინალშია!

ქართველი მომღერალი, დოდონა ნამორაძე ბერძნულ „ვოისში“ მონაწილეობს, მან 89%-იანი უპირატესობით დაამარცხა მოწინააღმდეგე და ნახევარფინალში გადავიდა. დოდონას გამოსვლას დიდი ოვაციები მოჰყვა როგორც დარბაზში მყოფი საზოგადოების მხრიდან ასევე, ვიდეოს კომენტარებშიც. „საქართველოს საამაყო გოგო ხარ დოდონა, განსაკუთრებით ემიგრანტების”…„წარმატებები დოდონას, ფინალში უნდა გახვიდე, აუცილებლად, შენ ამას იმსახურებ”, – ვკითხულობთ ვიდეოს კომენტარებში.