• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

August 7, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

65 წელია სამყაროს ფოტოაპარატის ობიექტივიდან უყურებს. 8 მილიონი ფოტო გადაიღო, მსოფლიოს 102 ქვეყანაში იმოგზაურა, მაგრამ თავისი ორივე წიგნის მთავარი თემა საქართველოა. საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს. ყველაფერი კი გურიაში ფოტოაპარატის ერთი გაჩხაკუნებით დაიწყო.

 

 

ბადრი ვადაჭკორია: პირველად პორტატიული ფოტოაპარატი რომ ვნახე, ციცქნა ბიჭი ვიყავი. გურიაში მეზობლის ეზოში ვთამაშობდი – მე 8 წლის ვიყავი, მეზობელი – 5 წლის. მოვიდა ვიღაც, 11-მანეთიანი „სმენა“ ჰქონდა გადაკიდებული. ახლაც მახსოვს ფოტოაპარატის გაჩხაკუნების ხმა. მერე გურამ თიკანაძის გამოჩენამ ქართულ ჟურნალისტიკაში საბოლოოდ ამარჩევინა ეს გზა და არც შემიცვლია გეზი. 2 წლის შემდეგ დავიწყე ფოტოს წრეზე სიარული. მაშინ აღმოვაჩინე, რაღაც სითხეში ჩაძირულ თეთრ ქაღალდზე როგორ იწერება ისტორია. სულ მიტაცებდა ჟურნალისტიკა და ამას ფოტოგრაფიაც დაემატა. მე-8 კლასიდან კორესპონდენტი ვიყავი, ვაშუქებდი სხვადასხვა ღონისძიებას. შევახტებოდი ავტობუსს და დავდიოდი აღმა-დაღმა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პუბლიცისტი, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი ვარ, ფოტოგრაფია თავიდანვე პრიორიტეტი იყო.

 

დიპლომატიური სამსახური

მერე მოვხვდი დიპლომატიურ სამსახურში. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი. ბევრი რამე ვისწავლე თურქებისგან და მეგობრებიც შევიძინე. როტაციისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ ჩამოვედი, 40 ლარი ხელფასი შემომთავაზეს. იქ 1 300 დოლარი მქონდა ხელფასი. მე ხომ ბედის ნებიერა ვარ, ჰოდა, გამიშვეს ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აკრედიტირებულ ჟურნალისტად დიპლომატიური პასპორტით.

ამავე დროს, 1970-დან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი ვიყავი. ტელევიზია არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული, ძალიან საინტერესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. დღემდე მომყვებიან ძველი მეგობრები.

 

5.1.2

ფირის კამერა, მთავარი სიმდიდრე და საქართველო

2004 წელს გამოვემშვიდობე ფირს. შავ-ბნელი საქმეა ფოტოგრაფიაო, ამბობდნენ. ამ სიბნელეში შეიძლება მიეწებოს ფირი და მთელი შენი ნაშრომი წყალში ჩაიყაროს. მაშინ 2 კადრით ვიყავი შეზღუდული. ამერიკაში რომ წავედი მივლინებით, 10 ფირი მქონდა წაღებული – 360 კადრი. ახლა თითის ერთი დაჭერით 500 კადრს ვიღებ. დღეს ისე განვითარდა ტექნიკა, რომ ტელეფონითაც შესაძლებელია კარგი ფოტოების გადაღება.

შენახული მაქვს ბოლო ფირის კამერა, რომლითაც გავაკეთე პირველი ალბომი „საქართველო“ და მივიღე სახელმწიფო პრემია. 3 პრეზიდენტი მონაწილეობდა ჩემს დაჯილდოებაში.

პირველი ფოტოაპარატი მამაჩემმა ლანჩხუთში მიყიდა. იმ აპარატით ძალიან ბევრი ფოტო მაქვს გადაღებული. არ მახსოვს, მე რა ფოტო გადავიღე პირველად, მაგრამ მახსოვს მე რომ გადამიღეს პირველი ფოტო. როგორც ჩანს, თავიდანვე კარგად ვიღებდი, ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, წუნს ვერ ვპოულობ ახლაც.

ვარ თბილისის საპატიო მოქალაქე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა. „მდიდარს ოქრო აქვს, სამაგიეროდ ჩვენ თვითონ ვართ ოქრო ბიჭები“, – რობერტ ბერნსის სიტყვებია. არასდროს მქონია ბევრი ფული, მაგრამ რაც მჭირდება, ყველაფერი მაქვს. მიყვარს ადამიანები და ეს სიყვარული უკან მიბრუნდება.

 

 

8 მილიონი ფოტო

ყველაზე რთულია ამორჩევა. ახლაც წიგნისთვის ვარჩევ ფოტოებს და შავ დღეში ვართ მე და ჩემი დიზაინერი. 8 მილიონამდე ფოტო მაქვს გადაღებული.

102 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ სულ მოვიჩქარი საქართველოსკენ. უკიდეგანოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ხალხია.

მე არ ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფი. არსად არ მისწავლია. მუდამ ვაკეთებდი იმას, რაც მომწონდა. აღიარება მალე მოვიდა, ყველა გაზეთში მიწვევდნენ.

აღმოჩნდა, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერების ყველაზე კარგი პორტრეტები ჩემი გადაღებულია. მერაბ კოსტავა სტუმრადაც იყო ჩემთან სახლში, ვაჩუქე მისი ფოტო. წამიწერა – „ძმაო, ბადრი, გისურვებ თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას“. ეს 1989 წელს იყო. უკვე პრეზიდენტობის დროს შევხვდი ზვიად გამსახურდიას. უცხოელებს მივყვებოდი ცხინვალში. ზვიადმა კატეგორიულად მოითხოვა არ წავსულიყავი. მე მაინც წავედი. ბრაზილიაში ყველაზე დიდი ჟურნალის, „ვეჟას“ მთავარი რედაქტორი, ელიოტ გასპარი იყო ჩამოსული. ვიღაცამ გამიწია რეკომენდაცია. შემომთავაზეს, კარგ ჰონორარს მოგცემთ და რამდენიმე დღე წამოდი ჩვენთან ერთადო. ეს იყო ჩემი პირველი ჰონორარი უცხოურ ვალუტაში – 300 დოლარი. ვიფიქრე, გავაცილებ საზღვრამდე, მაგრამ სად იყო საზღვარი, ვინ იცოდა? ასე ამოვყავი თავი ცხინვალში. მოვიფიქრეთ, ვითომ მე პინოჩეტის პირადი ფოტოგრაფი ვარ. დამარქვეს ხუან არმანდო ველასკესი. სახიფათო სიტუაცია იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო რეპორტაჟი გამოვიტანე.

ორ წიგნზე ვმუშაობ – იქნება მე-20-ე და 21-ე. თემა ისევ საქართველო და თბილისია. ორტომეული იქნება და გამოვა ფანტასტიკური. ძალიან კარგი იქნება საიმიჯოდ.

მე ახლა 78 წლის ვარ. 65 წელია ფოტოგრაფიაში ვსაქმიანობ. ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული, როცა ჯერ კიდევ არ მქონდა ფოტოაპარატი. უკან რომ ვიყურები, ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა.

 

 

 

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჰეილი ბიბერმა თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით Rhode-ის ფოტოსესია მოაწყო

#OK! ჰეილი ბიბერმა თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით Rhode-ის ფოტოსესია მოაწყო

November 16, 2023

#OK! Holst.ge – კომფორტისა და ხარისხის ერთიანობა

February 10, 2022
OK! სიახლეების კვალდაკვალ  ინტერვიუ კლინიკა „ენმედიცის“ ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელთან

OK! სიახლეების კვალდაკვალ ინტერვიუ კლინიკა „ენმედიცის“ ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელთან

April 9, 2023
#OK! „ყვარლის ღვინის გვირაბი“ – კახეთის მთავარი მასპინძელი

#OK! „ყვარლის ღვინის გვირაბი“ – კახეთის მთავარი მასპინძელი

August 8, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ანიტა აბგარიანი – Shine Like A Star, საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე

#OK! ანიტა აბგარიანი – Shine Like A Star, საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე

November 7, 2025
#OK! გზა ხრამიდან მწვერვალისკენ – ზვიად შელია

#OK! გზა ხრამიდან მწვერვალისკენ – ზვიად შელია

November 11, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

November 10, 2025
#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები