• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
საკითხავი დრო: 3 mins read

მომავალ წელს ბუკინგემის სასახლეში გაიხსნება გამოფენა – „დედოფალი ელისაბედ II :  მისი ცხოვრება სტილში“, რომელიც 70-წლიანი მეფობის განმავლობაში შექმნილ მოდურ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

Свадебное платье Елизаветы II (Фото: Jon Stokes / Royal Collection Trust)

„მისი უდიდებულესობის გარდერობი ხანგრძლივი ცხოვრების ასახვაა, რომელიც დედოფალმა მოვალეობას მიუძღვნა და მრავალი თვალსაზრისით, დროის კაფსულას წარმოადგენს. მასში აღბეჭდილია ისტორიის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომენტები“ – განაცხადა ბრიტანელმა დიზაინერმა ერდემ მორალიოღლუმ.

გამოფენაზე გარდერობის დაახლოებით 200 ნივთი იქნება წარმოდგენილი, რომელიც დედოფალმა თავისი 96-წლიანი ცხოვრების განმავლობაში მოირგო. მათგან ნახევარი საჯაროდ არასოდეს გამოუფენიათ – აღნიშნულია სამეფო კოლექციის სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ესკიზებიც – ზოგიერთი მათგანი დიზაინერების ან თავად დედოფლის შენიშვნებით.

Коронационное платье (Фото: Jon Stokes / Royal Collection Trust)

მორალიოღლუსთან ერთად გამოფენისთვის ნამუშევრებს წარმოადგენენ დიზაინერები რიჩარდ ქუინი და კრისტოფერ კეინი. გამოფენა ბუკინგემის სასახლის სამეფო გალერეაში აპრილში გაიხსნება.

„ელისაბედის სტილი და მის მიერ ბრიტანული კულტურის პოპულარიზაცია ჩვენს მოდაზე უდიდეს გავლენას ახდენდა. დედოფალი  ყოველთვის ყურადღებას  აქცევდა ბრიტანელ დიზაინერებს, რითიც უსვამდა ხაზს ბრიტანული მოდის აქტუალურობასა და მნიშვნელობას მთელ მსოფლიოში.“– განაცხადა ქუინმა.

„მისი სამოსი ბრიტანეთის ისტორიას ყვება“ – დაამატა კეინმა.

Jon Stokes / Royal Collection Trust

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მწვანე საღამოს კაბა, რომელიც ნორმან ჰარტნელმა შექმნა. დედოფალმა ის 1957 წელს, ვაშინგტონში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე მოირგო, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის, დუაიტ ეიზენჰაუერის პატივსაცემად გაიმართა.

Платья Нормана Хартнелла для Ее Величества.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნორმან ჰარტნელის მიერ შექმნილი დედოფლის საქორწილო კაბა, კორონაციისთვის შექმნილი კაბა და მეჯვარის კაბა, რომელიც ელისაბედმა 1934 წელს მოირგო.

წარმოდგენილი იქნება ასევე იქნება დედოფლის ცხენოსნობისთვის განკუთვნილი სამოსი და მისი ცნობილი თავსაფრები.

გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ექსპონატი იქნება გამჭვირვალე პალტო, რომელიც დიზაინერმა ჰარდი ემისმა 1960-იან წლებში შექმნა.
„ის საოცრად თანამედროვე იყო თავისი ეპოქისთვის,“ — აღნიშნულია სამეფო კოლექციის განცხადებაში.

„დედოფალი ელისაბედ II-ის გარდერობი არის სიმბოლიზმის, სამკერვალო ოსტატობისა და ბრიტანული ხელოვნების უბადლო ნიმუში,“ — განაცხადა გამოფენის ზედამხედველმა, კეროლინ დე გიტომ.

გამოფენა 2026 წლის 10 აპრილიდან 18 ოქტომბრამდე გაიმართება.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II საზოგადოებაში ყოველთვის საუკეთესო, ფერადი და დახვეწილი სამოსით ჩნდებოდა. ითვლება, რომ დედოფალი ერთსა და იმავე სამოსს ორჯერ არასდროს იცვამდა, თუმცა ეს სიმართლე არაა – დედოფალი ახალ კაბას მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე იცვამდა, სახლში, ოჯახის წევრებთან კი შეეძლო  საყვარელი ტვიდის ქვედაბოლო წლების მანძილზე ეტარებინა. ამასთან, დედოფალს ფულის ფლანგვა არ უყვარდა. კაბების ხშირი ცვლა მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, მოვალეობა იყო, თუმცა, ამ მოვალეობასაც კი ეკონომიურად ასრულებდა.

Королева Елизавета II и принц Филипп со своими детьми

2019 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ნატურალური ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარი თქვა. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეთიკური მიზეზების გამო ნატურალური ბეწვის წარმოება შეწყვიტა.

Официально: Елизавета II отказывается от натурального меха.

უცნაური საქორწინო ცრურწმენის გამო დედოფალმა ერთ-ერთი ულამაზესი ფერი სამუდამოდ შეიძულა. საქმე ის გახლავთ, რომ შვილების ქორწილზე ელისაბედ II-ს ყოველთვის მუქი ლურჯი სამოსი ეცვა -1973 წელს, როდესაც პრინცესა ანა კაპიტან მარკ ფილიპსზე დაქორწინდა, 1981 წელს, როდესაც პრინცი ჩარლზი პრინცესა დიანაზე დაქორწინდა და 1986 წელს, როდესაც პრინცი ენდრიუ სარა ფერგიუსონზე დაქორწინდა. მას შემდეგ, რაც სამივე ქორწინება განქორწინებით  დასრულდა, დედოფალმა საქორწინო ცერემონიებზე ლურჯი კაბების ჩაცმაზე უარი თქვა.

დედოფალი ელისაბედ II 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! ფოტოები: რა ეცვათ ვარსკვლავებს დედოფალთან შეხვედრისას

ასევე გაეცანი

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა
OK! News

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

November 12, 2025
#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა
OK! News

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

November 12, 2025
#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ
OK! News

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025
#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის
OK! News

#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Story – დალი კეკელიძე

#OK! Story – დალი კეკელიძე

May 13, 2025
#OK! საახალწლო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნების ხასიათის მიხედვით „ლუტეციასგან“

#OK! საახალწლო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნების ხასიათის მიხედვით „ლუტეციასგან“

December 30, 2022
#OK! „ჩვენი მიზანია ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი“ – გაიცანით ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „პრესტიჟ ლუქსი“

#OK! „ჩვენი მიზანია ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი“ – გაიცანით ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „პრესტიჟ ლუქსი“

November 4, 2022
#OK! უცხოური მედია: კენდალ ჯენერი და Bad Bunny ერთმანეთს ხვდებიან

#OK! უცხოური მედია: კენდალ ჯენერი და Bad Bunny ერთმანეთს ხვდებიან

February 21, 2023

კვირის ჰიტები

#OK! გზა ხრამიდან მწვერვალისკენ – ზვიად შელია

#OK! გზა ხრამიდან მწვერვალისკენ – ზვიად შელია

November 11, 2025
#OK! სარკისებრი თარიღი – რა უნდა გააკეთოთ 11 ნოემბრის 11:11 საათზე?

#OK! სარკისებრი თარიღი – რა უნდა გააკეთოთ 11 ნოემბრის 11:11 საათზე?

November 10, 2025
როცა ემპათია ხდება სტრატეგია – ბიზნესის ტრანსფორმაციის ახალი ხედვა

როცა ემპათია ხდება სტრატეგია – ბიზნესის ტრანსფორმაციის ახალი ხედვა

November 11, 2025
#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები