• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#ОК! თითოეული წამი განუმეორებელია

October 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ცნობადობის ამაღლების თვეა. ჩვენ გარშემო უამრავი ქალი იბრძვის გამარჯვებისთვის. „ვარდისფერი სივრცე“ არის ადგილი ონკოპაციენტებისთვის, სადაც მათ სრულიად უფასოდ ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ, რაც დაავადებასთან ბრძოლის პროცესში უმნიშვნელოვანესია. ეს არის სივრცე, სადაც ასობით ქალი ერთმანეთს უცვლის ინფორმაციას ზოგადად ძუძუს კიბოს შესახებ, განვლილი მკურნალობის კურსისა და დაავადების თანმდევი პრობლემების, ქვეყანაში არსებული მკურნალობის მეთოდების, მედიკამენტებისა და დაფინანსების პროგრამების შესახებ. აქ მოსულ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ ყველა შეკითხვაზე შეუძლიათ პასუხის მიღება, აქვთ განტვირთვის შესაძლებლობა, რადგანაც სივრცე გვთავაზობს სხვადასხვა არტ-თერაპიულ აქტივობას, როგორიცაა ხატვა, ქსოვა, ინგლისურის შემსწავლელი კურსები, ფიტნესი, ზუმბა, ცეკვა და ა.შ.

კომპანია PSP-ს ინიციატივით, „ვარდისფერ სივრცეს“ რამდენიმე წელია არტ-თერაპიული აქტივობები დაემატა. არტ-თერაპია დიაგნოსტიკური, თერაპიული და რესურსული მკურნალობის მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოხატონ მათთვის არასასიამოვნო განცდები სოციალურად მისაღები ფორმით, ხელოვნების სხვადასხვა საშუალებით: ხატვით, ძერწვით, მანდალის შექმნით, ზღაპრით, მუსიკით, ფერით და ა.შ. „ვარდისფერ სივრცეში“ არტ-თერაპიის შედეგად, „ევროპა დონა ჯორჯიას“ ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ყოველივე ამის მნიშვნელობის შესახებ ფსიქოთერაპევტ ლალი ბადრიძეს ვესაუბრეთ.

 

 

„ქალებისთვის, რომლებიც ამ გზას გადიან, ფსიქოთერაპია უზომოდ მნიშვნელოვანია. ძალიან კარგად ვხვდებით, რის გავლა უწევთ მათ. პირველი რეაქცია მეხის დაცემასავითაა, სანამ ამას შეეგუებიან. ამ დროს უმნიშვნელოვანესია ისეთი ადამიანი გედგას გვერდით, რომელსაც იგივე გზა გავლილი აქვს და უზიარებს საკუთარ გამოცდილებას.

არტთერაპიის როლი ძალიან დიდია ემოციური დაძაბულობის საკითხში. კვლევები ჩატარდა არტთერაპიის მნიშვნელობაზე ონკოპაციენტებში და აღმოჩნდა, რომ ემოციური დაძაბულობა მცირდება, შფოთვა ქრება და მიმღებლობა ჩნდება დაავადებისადმი, ეს კი ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს, რაც ხშირად გადამწყვეტია დაავადებასთან ბრძოლაში. ხელოვნებითი თერაპია სხვადასხვანაირია − ხატვა, ძერწვა, ქსოვა, მუსიკა… ეს ყველაფერი ექიმთან თანამშრომლობით ძალიან კარგად მოქმედებს. წამლის მიღების დროს თუ გჯერა, რომ განიკურნები, აუცილებლად გიშველის. ამას წინათ ვამბობდი, PSP-ში იმიტომ მიყვარს შესვლა, რომ არაჩვეულებრივი სპეციალისტები მხვდებიან. ისე გისმენენ, გირჩევენ, ისეთ დადებით მუხტს გატანენ, რომ იმ წამალს შემდეგ მეტი ძალა აქვს. ასეა, ემოციების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია; PSP-ს ინიციატივით „არტ თერაპიის“ პროექტმა ვარდისფერი სივრცის გოგონებს თვითგამოხატვის დამატებითი სტიმული მისცა; როცა კომპანიას ესმის ფსიქოთერაპიის მნიშვნელობა, პროექტებიც წარმატებულია; PSP-ს მხარდაჭერით ჩატარდა პანდემიის დროს ჩვენი კონფერენციაც“.

ფაქტია, რომ დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ონკოლოგია 90% შემთხვევაში იკურნება, ასე რომ, მთავარია ბრძოლის უნარი და სურვილი. რამდენიმე ტექნიკაა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და მათ ხშირად ვიყენებთ.

ჩვენი ბენეფიციარები კარგად იაზრებენ, რომ აქ და ახლა ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია და ბედნიერების თუ სრულყოფილი ცხოვრებისთვის „რაღაცას“ არ უნდა ელოდო. ყველა წუთი და მომენტი დასაფასებელია“.

დაავადებასთან ბრძოლის პროცესში, ინფორმირებულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა, მკურნალობის სწორად დაგეგმვა, ფსიქოლოგიური და ემოციური მზადყოფნა, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ფიზიკურ პრობლემებთან ერთად, ონკოპაციენტებს ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ. ფსიქოლოგიური დახმარება და მკურნალობის კურსთან დაკავშირებით ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია ყველა ადამიანისთვის, ვინც დაავადებას ებრძვის.

„ვარდისფერ სივრცეში“ მისული ასობით დაბნეული, გულჩათხრობილი ქალი, რომელთაც ამ მძიმე სენის სახელის ხსენებაც კი არსურთ, რამდენიმე თვის შემდეგ ლაღი, ძლიერი, ინფორმირებული ადამიანები ხდებიან, რომლებსაც სჯერათ, რომ კიბოსდაამარცხებენ. ამ სივრცის გამოცდილი პაციენტები კი, რომლებმაც დაავადებაზე გაიმარჯვეს, სხვებს აძლევენ ყველა იმ რჩევას, რომლებიც მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ.

გაიგე მეტი: ვარდისფერი ოქტომბერი

ასევე გაეცანი

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?
Health & Beauty

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა
Health & Beauty

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! უახლესი კადრები: ირინა შეიკი და ლეონარდო დიკაპრიო ერთმანეთს ხვდებიან

#OK! უახლესი კადრები: ირინა შეიკი და ლეონარდო დიკაპრიო ერთმანეთს ხვდებიან

April 20, 2023
#OK! წლის “დიდი დაბრუნება” – 2022 წლის საუკეთესო ალბომები და მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების შეჯება

#OK! წლის “დიდი დაბრუნება” – 2022 წლის საუკეთესო ალბომები და მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების შეჯება

December 23, 2022
#OK! „ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის“ შექმნის ისტორია – ლიკა თუშიშვილი საქმიანობასა და შვილებზე…

#OK! „ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის“ შექმნის ისტორია – ლიკა თუშიშვილი საქმიანობასა და შვილებზე…

March 12, 2024
#OK! დუა ლიპას Barbie-ის ფილმში მარგო რობისთან ერთად ვიხილავთ

#OK! დუა ლიპას Barbie-ის ფილმში მარგო რობისთან ერთად ვიხილავთ

April 5, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! სტეფანე

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

June 23, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები